logo_geo
„რეალს“ „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, ადეიემის შეძენა სურს
- +

17 ივნისი. 2023. 00:55

 

 

„დორტმუნდის“ თავდამსხმელი კარიმ ადეიემი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა, – იუწყება Bild-ი.

 

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდელები „დორტმუნდის“ მენეჯერებს უკვე დაუკავშირდნენ და საკითხი მოლაპარაკების პროცესშია.

 

აღნიშნავენ, რომ გერმანული მხარე ფეხბურთელის გასხვისებას 80 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ აპირებს.

 

21 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში რეკორდი დაამყარა და 36,7 კმ/ სთ სიჩქარე დააფიქსირა.

 

შეგახსნებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ უკვე შეიძინა „დორტმუნდის“ ერთი ფეხბურთელი – „სამეფო კლუბმა“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერში 103 მილიონი ევრო გადაიხადა.

 

 

big_banner
არქივი