logo_geo
ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი გაკოტრდა
- +

21 ივნისი. 2017. 22:29



დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირების ექვსგზის გამარჯვებული ბორის ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა. ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ვალების დასაფარად ესპანეთში არსებულ უძრავ ქონებას და საკუთრებას ყიდის, რომელიც 6 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ბეკერის ფინანსური უსიამოვნებები 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ მისი პრობლემები სულ უფრო იზრდებოდა.


მან 17 წლის ასაკში რეკორდი დაამყარა და უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. 15-წლიანი კარიერის განმავლობაში ბორის ბეკერმა ერთეულთა თანრიგში გამოსვლისას 49 ტიტული მოიგო და კორტზე საერთო ჯამში 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი