logo_geo
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე სათამაშოდ დღეს გაემგზავრა
- +

17 აგვისტო. 2023. 11:55

 

 

საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე სათამაშოდ იაპონიაში დღეს დილით გაემგზავრა. კუნძულ ოკინავაზე ჩასვლის შემდეგ კალათბურთელები მზადების ბოლო ეტაპს ხვალიდან შეუდგებიან.

 

22 აგვისტოს ილიას ზუროსის მომზადებული გუნდი ტურნირის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრას მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფ ავსტრალიელებთან გამართავს.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი, ქართველი კალათბურთელების მეტოქე სლოვენიის, ვენესუელისა და კაბო ვერდეს ნაკრები გუნდები იქნებიან. გათამაშებას საქართველოს ეროვნული გუნდი 26 აგვისტოს, კაბო ვერდელებთან შეხვედრით დაიწყებს.

 

ეროვნული გუნდის ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ: თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი.

 

 

big_banner
არქივი