logo_geo
ლიონელ მესი: პარიზში თამაში არ იყო ის, რაც მინდოდა
- +

18 აგვისტო. 2023. 12:27

 

 

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამის“ მოთამაშის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, გასულ წლებში „პარი სენ-ჟერმენში“ თამაში არ იყო ის, რაც მას სურდა.

 

„ძალიან რთული იყო ბარსელონიდან პარიზში გადასვლა. „პარი სენ-ჟერმენი“ არ იყო ის ადგილი, სადაც თამაში მსურდა, თუმცა ეს მოხდა, რადგან იძულებული ვიყავი.

 

პარიზში ყველაფერი განსხვავებული იყო იმისგან, რასთანაც ბარსელონაში ვიყავი შეგუებული. ახლა კი ბედნიერი ვარ, „ინტერ მაიამიში“ თამაშისგან სიამოვნების მიღებას ვაპირებ.

 

ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისითაც, მაიამიში გადმოსვლა ჩემთვის ძალიან კარგია. ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე. კარიერის მანძილზე ყველაფერს მივაღწიე და ახლა ფეხბურთით უნდა ვისიამოვნო.

 

რაც შეეხება 2023 წლის ოქროს ბურთის გათამაშებას, თუ ამ ჯილდოს მივიღებ, ბედნიერი ვიქნები, თუ არა, არ ვინერვიულებ. ინდივიდუალურ წარმატებას გუნდური მირჩევნია“, – განაცხადა ლიონელ მესიმ.

 

MLS-ის კლუბში მესისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. ლიგების თასზე მან 6 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და „ინტერ მაიამი“ ტურნირის ფინალში გაიყვანა. 20 აგვისტოს ფლორიდული გუნდი გადამწყვეტ მატჩში „ნეშვილს“ შეხვდება.

 

 

big_banner
არქივი