logo_geo
კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოთიკო გოჩიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- +

26 აგვისტო. 2023. 20:32

 

 

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს შოთიკო გოჩიაშვილმა (+90კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ტურნირზე ნახევარფინალამდე კარგად იასპარეზა. მან ჯერ თურქი სპორტსმენი დაამარცხა, შემდეგ კი იაპონელ ძიუდოისტთან მეტოქის აკრძალული ილეთის გამო გაიმარჯვა. ტურნირის ნახევარფინალში გოჩიაშვილმა ფრანგ მატეო მონგოსთან წააგო და მესამე ადგილისთვის ფინალურ ბლოკში უზბეკ ელნურ ხოლმუმინოვს სძლია.

 

შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

 

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ჩათვლაში ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ, 27 აგვისტოს ტურნირზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო პირველობაზე:

 

50 კგ – შოთა ბაჩოშვილი; 55 კგ – მერაბ სამადაშვილი; 66 კგ – გიორგი გივიშვილი, გიორგი დულარიძე; 73 კგ – ცოტნე ბახტაძე; 81 კგ – გიორგი ბენდელიანი; 90 კგ – საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე; +90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი, ნიკოლოზ ზაალიშვილი; 48 კგ – თამარ გიგოლაევი; 52 კგ – თამარ სუხიაშვილი; 63 კგ – ნონა დოლიაშვილი; 70 კგ – ლიზი ქვარცხავა.

 

 

big_banner
არქივი