logo_geo
ეს ქართული კლუბების გადარჩენის ერთ-ერთი გასაღებია - „სამტრედია“ პირველი ქართული კლუბია, რომელიც აქციებს გაყიდის
- +

4 სექტემბერი. 2023. 00:46

 

 

„სამტრედია“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელიც აქციებს გაყიდის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „სამტრედიის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა.

 

„ბოლო წლებში „სამტრედიას“ სტაბილურობა აკლია. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს ვერ ვგეგმავდით. ამის შედეგად, მუდმივად გვიწევდა შემადგენლობის განახლება, რადგან ფეხბურთელებთან ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმება შეუძლებელი იყო.

 

ახლა „სამტრედიაში“ გერმანელი მეპატრონე მოვიდა, სააქციო საზოგადოება გავხდით და, ჩემი აზრით, ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება. ამას ფინანსურად უკეთეს პერსპექტივას ვუკავშირებთ, რადგან „სამტრედია“ პირველი ქართული კლუბია, რომელიც მომავალი წლიდან აქციებს გაყიდის და შედარებით სტაბილური ბიუჯეტი გვექნება.

 

ეს უეფა-ს რეკომენდაციაცაა, უფრო სახალხო გუნდი გავხდებით. გასაგებია, რომ აქციებს დიდი ფასი არ ექნება, ეს საკითხი ჯერ ფინანსისტებთან  არის შესათანხმებელი. მთავარია, რომ სისტემა ავაწყოთ და თუნდაც მინიმალური თანხით დავიწყოთ. მომავალი ასეთი ფორმით მართულ კლუბებშია და მიმაჩნია, რომ ქართული კლუბების გადარჩენის ერთ-ერთი გასაღებიც სწორედ ეს არის“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მიხეილ ხუციშვილმა.

 

 

big_banner
არქივი