logo_geo
მარკუს რეშფორდი „ბარნლის“ დამარცხების შემდეგ ავტოავარიაში მოხვდა
- +

24 სექტემბერი. 2023. 17:18

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი საავტომობილო ავარიაში მოხვდა, – იტყობინება გაზეთი „The Sun“.

 

25 წლის ინგლისელი პრემიერლიგის მე-6 ტურში „ბარნლიზე“ მოგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ საწვრთნელი ბაზიდან ბრუნდებოდა. ის საკუთარი „Rolls Royce“-ის (ღირებულება 700 ათასი გირვანქა სტერლინგი) საჭესთან იჯდა. იტყობინებიან, რომ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

 

მიმდინარე სეზონში რეშფორდმა ყველა ტურნირზე ექვს მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

 

big_banner
არქივი