logo_geo
ნინიაშვილისა და კარკაძის ლელოები საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში
- +

29 ოქტომბერი. 2023. 23:41

 

 

რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საფრანგეთში განახლდა სარაგბო ჩემპიონატი (TOP 14), რომლის პირველივე ტურში თავი გამოიჩინეს ქართველმა მორაგბეებმა.

 

„ლიონი“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ შეხვდა და 41:22 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ლიდერს, დავით ნინიაშვილს მიუძღვის, რომელმაც მე-20 და 76-ე წუთებზე ორი ლელოს დადება მოახერხა.

 

ნინიაშვილთან ერთად   „ლიონის“ ძირითადში ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მორაგბემ, ბექა საღინაძემ.

 

ამ ტურში კიდევ ერთმა ქართველმა გამოიჩინა თავი. „მონპელიე“ საკუთარ მოედანზე „რასინგთან“ 16:19 დამარცხდა, მასპინძელთაგან ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ მატჩის ბოლოს დადო, თუმცა „მონპელიემ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

 

 

big_banner
არქივი