logo_geo
FIFA: 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება
- +

1 ნოემბერი. 2023. 01:46

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება.

 

 

მანამდე ავსტრალიამ მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადის გაკეთება გადაიფიქრა.

 

 

2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლები ოფიციალურად გამოცხადდება ფიფას კონგრესზე, რომელიც 2024 წლის მეოთხე კვარტალში გაიმართება.

 

 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, ხოლო 2030 წლის მუნდიალს ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ, თითო მატჩი კი არგენტინაში, ურუგვაისა და პარაგვაიში ჩატარდება.

 

 

big_banner
არქივი