logo_geo
ვერაზე მაშინ მოდაში იყო „პალტოს გახდა“ – მარიკა ლორთქიფანიძის ბოლო ინტერვიუ
- +

3 თებერვალი. 2018. 15:42



- დავიბადე 1922 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს.


ვერაზე როცა ვცხოვრობდით, მაშინ ვერაზე გამიჯნული იყო ორი საზოგადოება, ინტელიგენტები და ყომარბაზები. ჩემთან კლასში ისხდნენ ყომარბაზები და ვიცოდი, რომ ისინი ყომარბაზები იყვნენ, მაგრამ ისინი ჩემთან სახლშიც დადიოდნენ  და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.


ერთხელ ასეთი ფაქტი მოხდა. გვიან მოვდიოდი და ვიღაცებმა გამაჩერეს, - პალტო გაიხადეო! მაშინ, მოდაში იყო „პალტოს გახდა"... დავიწყე პალტოს გახდა. ვიღაცამ დაიძახა, - ე, ბიჭო, ეგ გიგას და არის, თავი დაანებეთო!


მოვედი სახლში გაბრაზებული და გიგას ვუსაყვედურე, - ეს რა მეგობრები გყავს-მეთქი?!


- მადლობის მაგიერია, პალტო რომ არ გაგხადესო? - მიპასუხა.


​გავიდა ხანი და ისევ მოხდა ასეთი ფაქტი. დედაჩემის ძმა ჩვენგან ცოტა მოშორებით ცხოვრობდა, სამსახურის შემდეგ აუცილებლად გამოივლიდა ჩვენთან და მერე წავიდოდა ხოლმე სახლში. ერთხელაც, გვიან ღამით დაუპირეს მასაც პალტოს გახდა და ვიღაცას დაუძახნია, - ე, ბიჭო, ეგ მარიკას ბიძა არისო!


მოვიდა ბიძაჩემი და ჩუმად მითხრა, - ეს რა მეგობრები გყავსო? მე ვუპასუხე, - ჩემი კლასელები არიან-მეთქი.


​წყარო: „სტუდია 13"-ის ოქროს ფონდი. 2017 წელი. მარიკა ლორთქიფანიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ.


 

 

 

 

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი