logo_geo
მაკა ცინცაძე: პირადი ცხოვრება არ მაქვს!
- +

9 მაისი. 2018. 01:26

 

ვიზიტორის სტუმარი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე იყო. როგორ მოხვდა პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში, როგორ რეაგირებს ჭორებზე და როგორია შეყვარებული მაკა ცინცაძე – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– მაკა, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან


– პირველ არხზე იყო ჰოლანდიური პროექტი „მე მიყვარს საქართველო“, ეძებდნენ წამყვანს. იმ პერიოდში ვმუშაობდი რადიო „უცნობში“. მთხოვეს მისვლა და მოსინჯვა. იმედი მართლა არ მქონდა, რადგან საქართველოში მაინც არსებობს სტერეოტიპი, რომ ვიღაც გავლენიანი ახლობლის ჩარევის გარეშე ვერაფერს იზამ. რადგანაც პროექტი საკმაოდ მასშტაბური იყო იმ დროისთვის, საკმაოდ ისეთი განწყობით წავედი, რომ ბევრს არაფერს მოველოდი და უბრალოდ ვცდიდი. 2-3 დღეში გადაცემის პროდიუსერმა დამირეკა და მაშინ დავიჯერე, რომ თუ გინდა ყველაფერი გამოვა. მოვინდომე და გამიმართლა. სწორედ ამ გადაცემით შედგა ჩემი სატელევიზიო დებიუტი. მომწონდა გადაცემის იდეაც და ფორმატიც, მაგრამ ეს არ იყო ჩემი მიზანი. ყოველთვის მინდოდა ახალი ამბების ორომტრიალში ვყოფილიყავი ჩართული. ამ მხრივ ჩემი დებიუტი ტელეკომპანია „მაესტროზე“ შედგა, 2009-2010 წლებში.


– იყო GDS-იც, „20/30“…


– რა თქმა უნდა, ეს იყო 2014-2017 წლები, როდესაც წამოვედი „მაესტროდან“. განსაკუთრებულად კარგად მახსენდება ეს პერიოდიც.

 

– ამის შემდეგ ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაბრუნდი


– კი, ოღონდ ამჯერად უკვე საინფორმაციოში.


– იყო ასევე პროექტირა? სად? როდის?“…


– კი, ეს იყო ჟურნალისტების გუნდი. ძალიან მაგარი ადამიანები გავიცანი ამ პროექტით და კარგად მახსენდება ყველაფერი.


– ვინ ზრუნავს შენს იმიჯზე?


– საეთერო იმიჯს რაც შეეხება, ამჟამად პირველი არხი ზრუნავს როგორც ჩაცმულობაზე, ისე მაკიაჟზე.


– როგორი შეგრძნებაა, როდესაც მუდმივად ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანად გასახელებენ?


– სასიამოვნოა, როგორ შეიძლება ასეთი შეფასება არ გესიამოვნოს?


– რესპოდენტს გაპრანჭვიხარ?


– 
არა.


– ვინ არის შენთვის ყველაზე მიმზიდველი პოლიტიკოსი?


– დამოკიდებულების გამომჟღავნებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. ახლა არ მინდა, რომ დავასახელო და სხვა გავანაწყენო.


– ყველაზე მძიმე ეთერი როგორ გახსენდება?


– ეს იყო ჩვენი ზვიადის გარდაცვალება. უმძიმესი ეთერი იყო, რომლის წაყვანაც ძალიან მიჭირდა.


– ყველაზე უხერხული სიტუაცია?


– ასეთი არ მახსენდება.


– ფიქრობ, რომ ძლიერი ქალი ხარ?


– კი, ვარ. კონკრეტული სიტუაციებიდან გამომდინარე. მთავარია, ძალა იპოვო.


– პირად ცხოვრებაზე მოგვიყევი


– პირადი ცხოვრება არ მაქვს. ჩემი შვილია ჩემი პირადი ცხოვრება. თუ გულისხმობ გვერდით მამაკაცს, არ მყავს. მყავდა მეუღლე და ახლა მარტო ვარ. ალბათ რაღაც პერიოდის მერე მეყოლება გვერდით ვინმე. ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს მექნება ისეთი ურთიერთობა, რომლის დამალვის აუცილებლობაც მექნება.


– რამდენად გაგიგია შენზე გავრცელებული აბსურდული ჭორი?


– კი, გამიგია. ხომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. აბსოლუტური აბსურდია ეს და ბოდვა. იყო დრო, როდესაც ასეთ რამეს ძალიან მწვავედ განვიცდიდი. ახლა მივეჩვიე, რომ ცნობადობას მსგავსი უსიამოვნება თან ახლავს.


– შვილთან ურთიერთობის დეფიციტი თუ გაქვს?


– კი, რადგან დრო მაქვს ძალიან ცოტა, მაგრამ თითოეულ წამს ვუფრთხილდები, რომ კესო არ დამეჩაგროს. უმძიმესი გრაფიკი მაქვს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. რადგან პარასკევს ეთერი არ მაქვს, შედარებით ადრე ვიცლი, ხოლო დანარჩენი ორი დღე მხოლოდ ბავშვს ეკუთვნის.

 

– მასაც ჟურნალისტობა ხომ არ უნდა?


– არა, მსახიობობა უნდა. მანამდე ბალერინობა და შემდეგ სტილისტობა უნდოდა.


– მაკა და სამზარეულო როგორ მეგობრობენ?


– რომ გითხრა, რომ სასწაულებს ვაკეთებ, მოგატყუებ, მაგრამ მაქვს რამდენიმე საშუალება, რომლითაც მეგობრებსა და ახლობლებს ვანებივრებ.


– რა გახსენდება ყველაზე მეტად შენი განვლილი ცხოვრებიდან?


– კესოს დაბადება, პირველი რამდენიმე წუთი სასწაულია. ამას ყველა დედა მიხვდება, მამები ვერა.


– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს?


– სახლი, მაგრამ აუცილებლად ჩემს შვილთან ერთად.


– ვინ არის ადამიანი, ვისაც შეხვდებოდი და ინტერვიუს აიღებდი? ან რა კითხვას დაუსვამდი?


– საქართველოს მასშტაბით არ არსებობს მიუწვდომელი ადამიანი. მსოფლიო მასშტაბით, ბევრია ასეთი პოლიტიკოსი. მსახიობები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების პირადი ცხოვრება დიდად არ მაინტერესებს.


– რომ არა ჟურნალისტი, ვინ იქნებოდი?


– ამაზე არც მიფიქრია. პატარაობიდანვე მინდოდა ეს საქმე. რამეს ვიპოვიდი, რისი გაკეთებაც მესიამოვნებოდა ალბათ.


– როგორია შეყვარებული მაკა ცინცაძე?


– მემგონი კარგია.


– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს


– არ მცალია ამისთვის. არც იმით ვარ დათრგუნული, რომ მარტო ვარ, რადგან კესო მყავს.


– მომთხოვნი ხარ ურთიერთობაში?


– კი, ვარ. მისაღები უნდა იყოს მისი ყოველდღიურობა და ცხოვრების სტილი.


– რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?


– სიძუნწე, რამეზე დამოკიდებულება, უტაქტობა.


– მთა თუ ზღვა?


– არავითარი მთა. მხოლოდ ზღვა.


– ფოტომოდელობა არასოდეს გიცდია?


– იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ მარეგულირებლის მოთხოვნით არის რაღაცეები, რაც პოლიტიკური გადაცემის წამყვანს ეკრძალება. თუმცა ადრე ასეთი გამოცდილებაც მქონდა.


– წარმატებებს გისურვებ.


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი