logo_geo
1 400 000 ადამიანი! როგორია დამოუკიდებლობის 100 წელთან დაკავშირებული facebook-კამპანიის შედეგები
- +

7 ივნისი. 2018. 14:44

 

დაახლოებით, ერთი თვის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის გასვლასთან დაკავშირებით, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაიწყო ციფრული კამპანია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ავტორი 10 ისტორიული გმირის შეხედულებებსა თუ განცდებს პირველ პირში, ფაქტების მეშვეობით გადმოგვცემდა. მთავრობის ადმინისტრაციისა და კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონის“ კოლაბორაციით, სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის ისტორიული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფაქტების მიწოდების მცდელობამ გაამართლა. როგორც „მარკეტერთან“ საუბრისას, კამპანიის ავტორები აცხადებდნენ, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ იგეგმებოდა ტექსტური, ფოტო თუ ვიდეო/LIVE პუბლიკაციების შექმნა და არამხოლოდ. კამპანიის დასკვნითი ნაწილი ინფორმაციის ერთ საიტზე თავმოყრას, დამოუკიდებლობისა და მისი აქტორების ერთგვარი არქივის შექმნას გულისხმობდა. რა შედეგები აქვს კამპანიას და მისაწვდომია თუ არა უკვე საიტი? ამ საკითხებზე „ლივინგსტონის“ წარმომადგენლები გვესაუბრნენ:

 

ერთთვიანი კამპანიის განხორციელების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. მივწვდით facebook-ის ქართველი მომხარებლების ნახევარს – 1 400 000 ადამიანს, აქტიური განხილვის საგანი გახდა პოსტები, ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია და გაეზიარებინათ ეს ყველაფერი სხვებისთვის. ჩართულობის მხრივ, გამოიკვეთა შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი –  18-34წ“.

 

 

- ვინ იყო კამპანიის „პირდაპირ წარსულიდან“ სამიზნე აუდიტორია?

 

- ციფრული კამპანიის მთავარ მიზნობრივ აუდიტორიად მილენიალები იყო შერჩეული, ამიტომ მათი ქცევა  განათლების მიღებასთან და სოცმედიაში აქტიურობასთან დაკავშირებით შემდეგნაირად ფორმირდა: მილენიალებს სტანდარტულად, ისტორიის წიგნით მიწოდებული ინფორმაცია არ აინტერესებთ და მეტიც, განათლების მისაღებად ეს მეთოდი დამღლელად მიაჩნიათ, ამის გათვალისწინებით კი გადაწყდა, რომ 1918-21 წლებში განვითარებული, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები „პირდაპირ წარსულიდან“, facebook-ის საშუალებით უნდა მიგვეწოდებინა მათთვის.

 

- როგორი იყო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები?

- ისტორიკოსებთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, შევარჩიეთ ამ ეპოქის 10 მთავარი ისტორიული გმირი, შევისწავლეთ მათი ფსიქოტიპები, სასაუბრო ენა და მათი ინტერესის სფეროები. მათ უნდა მოეყოლათ ისტორია არა მარტო საკუთარ თავზე და შექმნილ ვითარებაზე, არამედ სხვა, მეტად მნიშვნელოვან ადამიანებსა და მათ მიღწევებზე. გვსურდა, რომ ჩვენი აუდიტორია, გაცოცხლებული პერსონაჟების მიერ, პირველ პირში მოყოლილი, მარტივი პოსტების სახით გაცნობოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განვლილ გზას, ამასთანავე გაევლოთ პარალელები დღევანდელობასთან და გაეაზრებინათ, თუ რამხელა ზეგავლენა მოახდინა 3 წლიანმა დამოუკიდებლობამ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. მიზნად დავისახეთ გვეჩვენებინა, რომ ეს 3 წელი, წინაპირობაა იმ ბევრი დემოკრატიული ინსტიტუციის შექმნისა და მოვლენების განვითარებისა, რაზეც ჩვენს ქვეყანაში დღესაც ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ. მაგალითად: თავისუფალი ვაჭრობა, კონსტიტუცია, ქალთა უფლებები, თანასწორობის საკითხები, საგანმანათლებლო სივრცეები, სახელმწიფო უნივერსიტეტები და ა.შ.

 

- როგორც ვიცით, კამპანიის დასკვნით ნაწილში, დაგეგმილია საიტის შექმნა და „პირდაპირ წარსულიდან“ ფარგლებში მოძიებული ინფორმაციისა თუ კადრების თავმოყრა. რა ეტაპზეა ვებგვერდის შექმნის პროცესი და რა იქნება მისი მისამართი?

 

- ვებგვერდი www.26.ge – კამპანიის ერთგვარი „საგანძური”, უკვე შექმნილი და თითქმის დასრულებულია, ეტაპობრივად ემატება ახალი გვერდები, თუმცა უმეტესი ნაწილი მზად არის და ელოდება გულანთებულ საზოგადოებას, საინტერესო გზით დაუახლოვდეს 100 წლის წინანდელ ისტორიას.

 

 

- როგორია გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, სოციალური ქსელების მეშვეობით ისტორიის არასტანდარტული და უშუალო მიწოდების შედეგად?

 

- კამპანია თავადაც  „ლაივ“-რეჟიმში ვითარდებოდა. ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, ყოველი შემდეგი პოსტი წინა ღამეს მზადდებოდა, რადგან მოვლენათა განვითარებისთვის მიმართულებას ხალხი გვაძლევდა. მაგალითად, მარო მაყაშვილის პოსტის – „ქალთა და კაცთა თანასწორობაზე ბევრს ვფიქრობ” კომენტარებმა, გაგვიჩინა სურვილი, რომ შემდეგი პოსტიც ქალთა და კაცთა თანასწორობისთვის მიგვეძღვნა.

 

 

საზოგადოების გამოხმაურებამ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა კამპანიის მსვლელობისას. დადებით გამოხმაურებას ერეოდა უარყოფითი კომენტარებიც,  თუმცა ეს სულაც არ წარმოადგენდა პრობლემას, რადგან ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო – პოსტები გამხდარიყო მსჯელობის საგანი, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, მოეძიებინათ და გაეზიარებინათ სხვებისთვის დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

- კამპანია ითვალისწინებდა facebook ლაივების სერიას. კონკრეტულად, რა მოვლენები გააცოცხლეთ ამ ფორმატით?

 

- როდესაც გადავწყვიტეთ, ეს პერსონაჟები live-ით ჩაგვერთო წარსულიდან, გვერდი ვერ ავუარეთ იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის წინაპირობა იყო და ესენია:

 

პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა

 

 

სალონური შეკრება

 

 

აკაკი ჩხენკელის გამოგზავნილი წერილის განხილვა

 

 

და რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 26 მაისს.

 

 

Live- ებზე სააგენტო „Film Asylum“-თან ერთად ვიმუშავეთ.

 

- იგეგმება თუ არა მსგავსი კამპანიები მომავალში და გააგრძელებს თუ არა არსებობას (აქტიურ წერას facebook-ზე) გასული საუკუნის 10 გმირი?

 

- კამპანიის კრეატიული იდეის შემუშავებისას, გვქონდა სურვილი, რომ „პირდაპირ წარსულიდან“ 3 წლის მანძილზე გაგრძელებულიყო, ყოველდღე დაგვეპოსტა, 3-ვე წელს აღენიშნათ ამ პერსონაჟებს 26 მაისი, თუმცა ეს ნაკლებად რეალური აღმოჩნდა. აქტიურ წერას „ფეისბუქზე“ აღარ და ვეღარც ვაგრძელებთ, მაგრამ ამ ეპოქის 10 გმირის  ნოე რამიშვილი • Noe Ramishvili, ზაქარია ფალიაშვილი • Zakaria Paliashvili, სანდრო ახმეტელი • Sandro Akhmeteli, ქრისტინე ჩიტო შარაშიძე • Qristine Chito Sharashidze, მარო მაყაშვილი • Maro Makashvili, ნოე ჟორდანია • Noe Zhordania, გიორგი კვინიტაძე • Giorgi Kvinitadze, აკაკი ჩხენკელი • Akaki Chkhenkeli, ექვთიმე თაყაიშვილი • Ekvtime Takaishvili, ივანე ჯავახიშვილი • Ivane Javakhishvili. Facebook-გვერდები, მათი 3-წლიანი თაიმლაინი (ასევე ვებგვერდი) რჩება საზოგადოებას, ისტორიის უკეთ შესაცნობად და გასააზრებლად.

 

კრედიტები:

 

Client – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

Agency – Leavingstone

 

Campaign Creative Idea – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

Campaign Creative Concept  – Pavle Gabrichidze, Keti Sakhvadze

 

Campaign executive – Keti Sakhvadze

Page Administrators/Copywriters:

Elene Danelia

Nincho Balanchivadze

Emily Koridze

Tatia Tabatadze

Nino Bitsadze

Sonya Gulagashvili

 

Website

Head of Web team – Ilia Chanchaleishvili

Web developer – Giorgi Gurtsishvili

Web designer – Oto Prangishvili

Designer – Mariam Epitashvili

 

Production

Production team

Creative directors – Tatia Tabatadze, Levan Babutsidze

Production Manager – Keti Sakhvadze

 

Production Compan – Film Asylum

Director – Vako Kirkitadze Tazo Narimanidze

DP – Guri Goliadze

Production Design – Fourk Group

Make Up – Madona Chanturia

Casting – Misha Apkhazava

VFX Artists – Giorgi Korganov

Sound Design – Post Red Audio

Color Correction – Niko Tarielashvili

Producer – Vako Kirkitadze, Zuka Gharibashvili

UPM – Giorgi Gurgenadze

Producer Asistant – Guram Gegechkori

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი