logo_geo
„ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოსვლები პარიზს ათი მილიონი დაუჯდა“
- +

7 აგვისტო. 2018. 00:11

 

 

სხვადასხვა ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ განსაკუთრებით მძაფრი და მრავალრიცხოვანი გამოსვლები საფრანგეთში გაიმართა. რადიო “ფრანსისა“ და მედია-კავშირ „ობიექტივის“ კორესპონდენტ გიორგი ფოფხაძეს საქართველოში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე, იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დააპატიმრეს, რამდენი დააკავეს, რამდენმილიონიანი ზარალი მიადგა ქვეყანას, გააკეთა თუ არა სპეციალური განცხადება ამერიკის ელჩმა და როგორი იყო კათოლიკური ეკლესიის როლი, ამ გამოსვლების დროს.

- დაუშვებდნენ თუ არა საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, უფრო ბევრი ხალხი, რომ გამოსულიყო - ანუ ფრანგებმა რაიმე ხომ არ დააკლეს

გიორგი ფოფხაძე: ფრანგებს, თვითონ ხალხს არაფერი დაუკლია. ეს უბრალოდ, სოციალისტების დაჟინება, აკვიატება იყო და თავისი მაინც გაიტანეს. “ქორწინება ყველასათვის“, - ასე დაარქვეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რაც მომავალ არჩევნებში იმის საწინდარი იქნება, რომ სოციალისტები სახელმწიფოს სათავეში 20-30 წელი ვეღარ მოვლენ. ამას მთელი საფრანგეთი ლაპარაკობს - ყველამ იცის, რომ ეს კანონი დროებითია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ორი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევენები გაიმართება. 

სხვათა შორის, საფრანგეთში ყველაზე სალანძღავი სიტყვაა, როცა პედარასტს, ან ფრანგულად “პედეს“ გიწოდებენ. ფრანგები ტრადიციული ხალხია და ყოველგვარი გაუკუღმართების, კანონის დარღვევის წინააღმდეგნი არიან და სწორედ გაუკუღმართების დაკანონებამ მათში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თორემ ისინი ერთად ცხოვრებას არავის უშლიან.

- როგორი იყო იქაური კათოლიკური ეკლესიის პოზიცია?

- საფრანგეთში სახელმწიფო და ეკლესია თითქოს გაყოფილია, მაგრამ ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს, პოლიტიკაზეც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წამყვანი გაზეთია “კროა“, ანუ კათოლიკური “კროა“. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ კათოლიკურმა ეკლესიამ პირდაპირ მოუწოდა. 

- ეკლესიაში მრევლს მოუწოდეს, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოვიდნენ?

- ტელევიზიითაც მოუწოდეს, ეკლესიებშიც ქადაგებდნენ - ეკლესიაში საკვირაო ქადაგებებთან ერთად ლიონის კარდინალი ქუჩაში გამოსვლისკენ პირდაპირ ტელევიზიით, რადიოთი მოუწოდებდა. 

სახელმწიფოს მხრიდან კათოლიკური ეკლესია ძალიან დიდ პატივშია. ფრანგებში კათოლიკურ ეკლესიას იმხელა გავლენა აქვს (თან, არ დაგავიწყდეთ, არაოფიციალური გავლენა), რომ იქ ასე იოლად ვერავინ გაბედავს ეკლესიის წარმომადგენლის პასუხისგებაში მიცემას. სასულიერო პირის კანონს არ გადაცდება და თუ დააშავა, იმას უკვე გააზრებული აქვს, რომ ციხეში წავა. 

მხატვრული ფილმი “დავინჩის კოდი“, რომ გამოვიდა და კათოლიკურმა ეკლესიამ ქუჩაში მრევლი გამოიყვანა, კინოთეატრები დაანგრია. ამ ფილმის ჩვენება მესამე დღეს აკრძალეს.

- რა თქვეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე?

- ქუჩაში გამოსვლისკენ ხალხს ტელევიზიით, რადიოთი მემარჯვენე პარტიებმაც მოუწოდეს. “უემპემ“, ანუ სარკოზის პარტიამ და კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ პარიზში მილიონი კაცი გამოიყვანეს.

- რა ზარალი მიადგა ქვეყანას, ამ გამოსვლების შედეგად?

- გამოსვლები აპრილი-მაისში გრძელდებოდა. პირველი შეტაკება ლიონში, მეორე პარიზში მოხდა. ფრანგები ქუჩაში, რომ გამოვიდნენ, რაც გზაში შეხვდათ ყველაფერი დაწვეს. მხოლოდ პარიზში საბოლოო ჯამში დაახლოებით ათ მილიონ ევრომდე ზარალი დაითვალეს. 

- რა ტიპის სასჯელი დააკისრეს აქციაში მონაწილე ადამიანებს?

- პირველი გამოსვლის დროს 40 კაცი დააკავეს და ადმინისტრაციული სასჯელის სახით ჯარიმები დააკისრეს. საფრანგეთში ჯარიმები 500-დან 1 000 ევრომდეა. 

- პოლიციელების მიმართულებითმოლოტოვის კოქტეილებისადა ქვების სროლისთვისაც ჯარიმას აკისრებენ?

- დიახ, ბატონო, ეს მსუბუქი ტიპის დანაშაულად ითვლება. პირველ და მეორე შემთხვევაზე პირობით მსჯავრს ადებენ. აქ პრობაციონერებს, რომ ეძახიან, დაახლოებით იგივე შემთხვევაა. ისე რომ, აქციის მონაწილეებიდან ვინმე ერთი და ორი წლით ციხეში არავინ წასულა. ეს ნამდვილად ვიცი. სხვანაირად, რომ მომხდარი გაზეთში დაიწერებოდა. 

- ვინმე მოუწოდებდამოლოტოვის კოქტეილებისპოლიციის მიმართულებით სროლისკენ?

- ამისკენ არავინ მოუწოდებდა. საფრანგეთში, როცა მომიტინგე“მოლოტოვის კოქტეილის“ სასროლად მიდის, მას გააზრებული აქვს რა მოელის - იცის, რომ ამისთვის დაისჯება. 

- თქვენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხართ?

- დიახ.

- რა მოხდება აქ პოლიციელს .. მოლოტოვის კოქტეილი, რომ ესროლოთ?

- ყველაზე მინიმიმუმ ალბათ, ხუთწლიან სასჯელს მომისჯიან. მე თუ ამას გავაკეთებ, სასჯელის სიმძიმე გააზრებული მექნება.

- რაიმე შეხლა-შემოხლა იყო, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის?

- ბოლოს, კათოლიკური ეკლესიისა და მემარჯვენეების მილიონიან მიტინგზე ჰომოსექსუალები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და მათგან 90 ხელის შეშლის მოტივით დააკავეს. 

- ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ?

- რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ.

- სასულიერო პირებიც დააჯარიმეს?

-არც ერთი სასულიერო პირი არ დაუჯარიმებიათ. http://videos.tf1.fr/jt-we/le-20-heures-du-26-mai-2013-7974785.html - ამ მისამართზე ნახავთ საფრანგეთის პირველი არხის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტს, 26 მაისს გამართულ აქციაზე. თქვენ ნახავთ სასულიერო პირებმა აქციაზე ვირი როგორ ჩაატარეს, მონაზვნები როგორ გალობენ; ნახავთ აქციის მონაწილეს, რომელსაც ხელში სკამი უჭირავს. 

- გააკეთა განცხადება ამერიკის ელჩმა?

- საფრანგეთში უცხო ქვეყნის დიპლომატს არავითარი უფლება არა აქვს გააკეთოს რაიმე სახის განცხადება, იმ ქვეყნის მისამართით, რომელ ქვეყანაშიც ის არის აკრედიტებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყნის ელჩს, რომელმაც იკადრა და ეს განცხადება გააკეთა, უკეთეს შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ და ნოტას გადასცემენ.

- რა მოხდება უარეს შემთხვევაში

- უარეს შემთხვევაში, ნახევარ საათში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური შეიკრიბება, ამერიკის ელჩს დაიბარებენ, ნოტას გადასცემენ, საღამოს ცხრა საათიან გამოშვებაში საფრანგეთის პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, რომლითაც ელჩის პოზიციას შეაფასებს, როგორც მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას და ყოველივე ამის შემდეგ შესაძლებელია ელჩი საფრანგეთის ტერიტორიიდან გააძევონ. 

ასე რომ, არც ამერიკის და არც სხვა ქვეყნის ელჩს საფრანგეთის შინაურ საქმეებში ჩარევის არავითარი უფლება არა აქვს. მათ შეუძლიათ მიიღონ და მოუსმინონ, როგორც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს და შემდეგ ამის თაობაზე დაფარული ტექსტით თავიანთი ქვეყნის მთავრობას აცნობონ.

- რა რეაქცია ჰქონდათ იქაურ არასამთავრობოებს, მილიონიანია გამოსვლების შემდეგ?

- საფრანგეთში სამოქალაქო სექტორი ისეთი აგრესიული არ არის, როგორც აქ. იქ ჩვენი არასამთავრობო სექტორის მსგავსად ტელევიზორში არ გამოიპლაკებიან ხოლმე, რადგან მათი პოზიცია მათივე ვებგვერდზე აისახება, ან წერილობითი ფორმით პირდაპირ შესაბამის უწყებას გადასცემენ. იქ არასამთავრობო სექტორი არის მეოთხე ხელისუფლება, რომელიც მთავრობაზე ზეგავლენას ახდენს. არავინ წივის და კივის, გინდა თუ არა მღვდლები დასაჯეთო. როცა იქაური არასამთავრობოები წლიურ ანგარიშს წარადგენენ, რასაკვირველია, მაშინ პრესკონფერენციას იწვევენ და ვინც საჭიროდ თვლის, ის მიდის, მთელი წლის ანალიზს ისმენს და შემდეგ ამას აშუქებს

 

წყარო: https://boqlomi.blogspot.com

 

 

big_banner
არქივი