logo_geo
„გიოს გარეშე იმდენ სირთულეს წავაწყდი, მივხვდი, ცხოვრება არ მცოდნია...“ - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მის გარეშე
- +

15 აგვისტო. 2018. 04:01

 

 

 

ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და... თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ენერ­გი­უ­ლი და დიდი იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ნა­ად­რევ­მა წას­ვლამ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს დას­წყვი­ტა გული. ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი გიო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა­საც იმე­დი­ა­ნად ებ­რძო­და. სჯე­რო­და, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას და­ა­მარ­ცხებ­და, თუმ­ცა ეს იმე­დი ამაო აღ­მოჩ­ნდა.

 

რო­გორ ცხოვ­რობს დღეს გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხი და რო­გორ იხ­სე­ნებს მას მე­უღ­ლე - ამა­ზე მუ­სი­კო­სი მაია ჯორ­ჯა­ძე AMBEBI.GE-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ამ­ბობთ:

- მაია, რო­გორ გა­დის დღე­­ბი გიოს გა­რე­შე?

- ყვე­ლამ იცის, რომ ერ­თმა­ნეთ­თან 24-სა­ა­თი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, არ ვი­ყა­ვით შორს ერ­თმა­ნე­თის­გან. მისი წას­ვლით კე­დე­ლი ჩა­მო­მე­შა­ლა... სხვა რა ვთქვა?! გიოს გა­რე­შე უკვე იმ­დენ სირ­თუ­ლეს წა­ვა­წყდი, მივ­ხვდი, ცხოვ­რე­ბა არ მცოდ­ნია, მე ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შემ­ხე­ბია. ის ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი (ჩემი და ზუ­კას) გვერ­დის ავ­ლით აგ­ვა­რებ­და. ესეც რომ არ იყოს, გიოს გა­რე­შე ყოფ­ნა მე და ზუ­კას ძა­ლი­ან გვი­ჭირს, ვერ ვე­გუ­ე­ბით და სულ ვე­ლო­დე­ბი, სულ მგო­ნია, რომ მოვა...

 

 

- რო­დე­საც მძი­მე და­­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­­გო, რო­მელ­თა­ნაც შემ­დეგ ბრძო­ლა მო­­წია, რო­გორ შეხ­ვდა მას? რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში?

- აქეთ გვა­წყნა­რებ­და და მეც მჯე­რო­და მისი, რო­გორც ყო­ველ­თვის. "არ არის პრობ­ლე­მა, მაია, შენ არ ინერ­ვი­უ­ლო" - მე­უბ­ნე­ბო­და. მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ხომ სულ ამ ფრა­ზას მე­უბ­ნე­ბო­და - "შენ არა­ფერ­ზე ინერ­ვი­უ­ლო..." ასე იყო იმ დრო­საც, დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბი­დან - პირ­ვე­ლი­ვე დღეს მამ­შვი­დებ­და. ხომ ვამ­ბობ, თვი­თონ ისე იყო გან­წყო­ბი­ლი, რომ მეც მჯე­რო­და, მარ­თლა მჯე­რო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი... ვერ ვუშ­ვებ­დი, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბო­და...

- გიოს ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­­ცა­რი დღე იყო - მისი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი...

 

- თუ და­მი­ჯე­რებთ, ეგ დღე არ მახ­სოვს, თით­ქოს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლია... ჩემ­ზე იყო მონ­დო­ბი­ლი გიოს გა­მაგ­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ბა­კურ ბა­კუ­რა­ძემ და დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თეს, რის­თი­საც დიდი მად­ლო­ბა მათ! ასე­ვე მომ­ღერ­ლებს, რომ­ლებ­მაც იმ დღეს თა­ვის თავ­ზე ბევ­რი რამ აი­ღეს. არა­ფერ­ში ჩავ­რე­ულ­ვარ. ის კი არა, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ რო­დე­საც ბა­კურ ბა­კუ­რა­ძე კონ­ცერ­ტის და­სა­გეგ­მად მო­ვი­და, გიოს სიმ­ღე­რე­ბი ვერ გა­ვიხ­სე­ნე. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ ვა­კე­თებ­დი...

 

 

მოკ­ლედ, ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის დღეს, გიოს ფეხ­ზე დად­გო­მა, ჩაც­მა, სცე­ნამ­დე მიყ­ვა­ნა მხო­ლოდ ჩემ­ზე იყო მონ­დო­ბი­ლი, რა­შიც და­მეხ­მარ­ნენ ირაკ­ლი ჭან­ტუ­რია და იკა მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი. ეგე­ნი რომ არა, ალ­ბათ სცე­ნამ­დე მარ­ტო ვერ მი­ვიყ­ვან­დი. იმ დღი­დან მხო­ლოდ ეს მახ­სოვს, მეტი არა­ფე­რი, იმ კონ­ცერ­ტის ვი­დე­ო­ე­ბიც არ მი­ნა­ხავს...

 

- თქვენს სიყ­ვა­რულ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ბევ­რჯერ გი­სა­უბ­რი­ათ სა­ჯა­როდ, პრე­სის­თვის... ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­დე­საც გვერ­დით ძვირ­ფა­სი ადა­მი­­ნი აღარ გყავთ, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას?

 

- კი, ბევ­რჯერ მოგ­ვი­ყო­ლია... ყვე­ლა­ფე­რი იყო - კარ­გიც, ცუდი, სი­ურპრი­ზე­ბიც... რო­გო­რი მო­უს­ვე­ნა­რიც იყო, ასე მო­უს­ვენ­რად ცხოვ­რობ­და სულ. მუდ­მი­ვად სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბო­და - წა­ვი­დო­დით ვთქვათ, ერთ ად­გი­ლას, ერთი კვი­რა ვერ ჩერ­დე­ბო­და, მერე დღეს მე­ტყო­და - ჩა­ა­ლა­გე, წა­ვი­დეთ ბა­თუმ­ში, ჩა­ა­ლა­გე, წა­ვი­დეთ თბი­ლის­ში, ჩა­ა­ლა­გე, გავფრი­დეთ იქ, აქ... ახლა ვხვდე­ბი, თურ­მე ასე რა­ტომ ჩქა­რობ­და...

რო­გორც ვთქვი, რა რო­გორ კეთ­დე­ბო­და, არ ვი­ცო­დი არც მე და არც ზუ­კამ და ამას ახლა ვხვდე­ბით, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბა­ში უკვე პრობ­ლე­მებს ვე­ჩე­ხე­ბით... ვხვდე­ბით, რომ დიდ სიყ­ვა­რულ­ში გვი­ცხოვ­რია და სიყ­ვა­რულ­შიც იყო ისე­თი, რო­გო­რიც თვი­თონ იყო. ცხოვ­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, და­ფა­სე­ბუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლიც მყავ­და, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, ვა­ფა­სებ, ვფიქ­რობ და ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ჩანს - კი, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის უნ­დო­და... რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბას დიდი შე­მარ­თე­ბით ებ­რძო­და, ამ­ბობ­და - ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე, ამ ამ­ბი­დან რომ გა­მოვ­ძვრე­ბი, შენ ნახე, სულ სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებთ და სხვა­ნა­ი­რად ვიქ­ნე­ბი­თო...

 

 

- გიო ამ­ბობ­და, რომ მამა ადრე და­კარ­გა, რა­ზეც ხში­რად წუხ­და... ისე მოხ­და, რომ ზუ­კა­მაც ადრე და­კარ­გა მამა...

 

- იგი­ვე გან­მე­ორ­და... ზუკა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ვე­უბ­ნე­ბი, რომ ჩა­ვარ­დნის უფ­ლე­ბა არ მაქვს და მაგ­რად ვდგა­ვარ მხო­ლოდ ზუ­კას­თვის... სულ იმას ვე­უბ­ნე­ბი, რომ მა­მა­შე­ნიც ამას ამ­ბობ­და, მამა 17 წლი­სამ და­კარ­გა, გვერ­დი­დან გა­მო­ე­ცა­ლა, მაგ­რამ მან ცხოვ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძო... ზუკა 27 წლის არის და ახლა მა­მის გა­რე­შე თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს ცხოვ­რე­ბა... ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლია, დღე არ გავა, მამა არ გა­იხ­სე­ნოს და არ თქვას, რომ თურ­მე მა­მა­ჩე­მი უსი­ტყვოდ რამ­დენს აკე­თებ­და, უძ­ლებ­და და უძღვე­ბო­და...

- ორი­ვე მუ­სი­კო­სი ხართ, რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გაქვთ?

 

- მე და გიოს ზურა მახ­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად, დიდი და კარ­გი გეგ­მე­ბი გვქო­და. პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობ­დით, მარ­თლა კარ­გი გა­მო­ვი­და. იმ ბოლო კონ­ცერ­ტებს ვგუ­ლის­ხმობ, გიო მახ­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად რომ მღე­რო­და... მე და ზუკა დღეს და ხვალ ალ­ბათ ვერ შევ­ძლებთ, მაგ­რამ გავა დრო და რო­გორც კი ამის გან­წყო­ბა გვექ­ნე­ბა, ზუკა აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს გიოს და­წყე­ბულ საქ­მეს!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი