logo_geo
მამუკა ონაშვილი: გადავწყვიტე, ოპერაცია მეორედ გავიკეთო
- +

21 სექტემბერი. 2018. 22:27

 

 

მომღერალი მამუკა ონაშვილი 51 წლის ასაკში ბევრ რამეს თავიდან ალაგებს. უკვე დაიწყო ახალ საკონცერტო პროგრამაზე ფიქრი, რომელსაც ქართველ მსმენელსაც წარუდგენს და უცხოეთშიც გაიტანს.

 

პროფესიით მხატვარ-რესტავრატორია და ბოლო პერიოდში ამ საქმესაც დაუბრუნდა. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ემზადება… უფრო კონკრეტულად – ქვემოთ.

 

- ბატონო მამუკა, არცთუ შორეულ წარსულში ძალიან მჩქეფარე შემოქმედებითი ცხოვრება გქონდათ – ტელეგადაცემები, სცენა, კონცერტები, “იუმორინა”… ახლა ასე აქტიურად აღარ ჩანხართ. რას საქმიანობთ, როგორია თქვენი ყოველღიურობა?

 

– ჩემი ყოველღიურობა ისეთი დატვირთული აღარ არის, როგორიც ადრე იყო. წლების წინ თვეში რამდენიმე კონცერტი გვქონდა, ახლა კი ფაქტობრივად კონცერტები აღარ არის. პირველად ვამბობ, არის რაღაც სხვა გეგმები, რომლითაც დაკავებული ვარ.

 

- რას გულისხმობთ?

 

– დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ სარეპეტიციო ადგილს ვეძებ. ვემზადებით დიდი საკონცერტო ნომრის შესაქმენლად, რომელიც ბენდთან ერთად გაკეთდება. ეს იქნება 2 საათიანი მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ქვეყნის ფარგლებგარეთაც გავიტანთ.

 

 

- „იუმორინას” მსგავს პროგრამას ხომ არ აკეთებთ?

 

– არა, ეს არ იქნება “იუმორინას” მსგავსი.

 

- მოდით, გაიხსენეთ, როდის და როგორ შედგა თქვენი დებიუტი სცენაზე.

 

– ჩემი პირველი სიმღერა იყო შესანიშნავი და გემრიელი კომპოზიტორის, ბატონი გოგი ცაბაძის “საქართველო”, რომელიც ვიმღერე ნოდარ ნიკოლეიშვილის დირიჟორობით. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. რეპეტიციებზე არანაირი პრობლემა მქონდა, ვმღეროდი, არ ვღელავდი.

 

კონცერტზე რომ გავედი და დავინახე სავსე დარბაზი, ნოდარი – როიალთან, იმდენად დავიბენი, ვერა და ვერ დავიწყე სიმღერა. ამ დროს ბატონო ნოდარი შემომიბრუნდა და ჩუმად, ღიმილით და ბრაზით მითხრა: „ბიჭო, დაიწყე!”.

 

ახლა, როდესაც სცენაზე ფეხს ვადგამ, ყოველგვარი ნერვიულობა მოხსნილი მაქვს. სერიოზულად რომ დავიწყე სიმღერა, 1994 წელი იყო, ანუ თითქმის 25 წელია, დიდ სცენაზე ვარ, თუკი ასეთი კიდევ არსებობს. დღეს შოუბიზნესი საერთოდ აღარ არსებობს. რაც დარჩა, იმანაც რესტორნებში გადაინაცვლა.

 

 

- როგორც ვიცი, აქტიურად დაიწყეთ ხატვა. ამის შესახებაც მოგვიყევით.

 

– დიახ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ვხატავდი, ბოლო დროს აქტიურად დავიწყე ყველა ჟანრში ხატვა. უკვე 25-მდე ნახატი მომიგროვდა და, სხვათა შორის, არც ისე ხელწამოსაკრავი ნამუშევრებია.

 

- გამოფენისთვისაც ხომ არ ემზადებით?

 

– რა თქმა უნდა, ალბათ ესეც იქნება, მაგრამ ჯერ ავიდე ასე 50-მდე. ამის შემდეგ ცხადია, გამოფენასაც გავაკეთებ. პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ვარ, თუმცა ხატვა ჩემში უფრო ჰობის დონეზეა – როცა მომეხასიათება, მაშინ ვხატავ. შეიძლება გავწყვიტო კიდეც და მერე გავაგრძელო. პროფესიონალი მხატვრები ამას დიდი დროს უთმობენ, მე – უფრო ნაკლებს.

 

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ, კიდევ გაქვთ რაიმე ჰობი?

 

– ძალიან მიყვარს თევზაობა. აი, ვგიჟდები, როცა ვთევზაობ. ზოგმა იცის თქმა, თევზაობა მიყვარს, მაგრამ დაჭერილ თევზს არ ვჭამო, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. რა ჯობია, თევზაობის მერე რომ შეწვავ და დააგემოვნებ!

 

 

- თან, როგორც ვიცი, გიყვართ კულინარია.

 

 

– ყოველდღე – არა, მაგრამ თუ “გამეხსნა”, ძალიან გემრიელ რაღაცებს ვაკეთებ. ძალიან კარგად გამომდის ჩინური კერძები, შემდეგ ვეძახი მეგობრებს და ძალიან მოსწონთ. ხუმრობენ ხოლმე, დღეს ჩინური დღე გვაქვსო. გურმანი ვარ. ბაყაყიც მაქვს გასინჯული, გველიც, მაგრამ ქართულ სამზარეულოს არაფერი სჯობს.

 

- ერთი პერიოდი წონას მკაცრად აკონტროლებდით და კარგი შედეგიც გქონდათ. ახლა როგორ არის კილოგრამების საქმე? ეს საკითხი ისევ გაღელვებთ?

 

 

– წონა ჩემი სუსტი წერტილია. მოგეხსენებათ, კუჭის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაღაც მოხდა ისეთი, რომ მოვიმატე. ახლა ისევ გადავწყვიტე, თავიდან გავიკეთო ოპერაცია და ზედმეტ კოლოგრამებსაც დავემშვიდობო. ამას წინათ 90 კილოგრამი მქონდა დაკლებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი