logo_geo
როგორ გამოიყურება ბავშვის, მოზარდისა და უფროსის იდეალური დღიური რაციონი - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რჩევები
- +

2 მარტი. 2019. 02:09

 

მოზარდების კვება ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ყველა მშობელი უნდა ითვალისწინებდეს, რათა ბავშვის ზრდა და გონებრივი განვითარება სწორად წარიმართოს. რით ვასაუზმოთ,როგორ ვასადილოთ და წავახემსოთ ბავშვები, რომ თავიდან ავიცილოთ უამრავი დაავადება, რომელიც სწორედ კვებითი ქცევის დარღვევას უკავშირდება? ამ კითხვებზე „ეტალონს“ ექიმმა-ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ უპასუხა.

 

 

– სწორი, ჯანსაღი, ბალანსირებული კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის, მოზარდობის პერიოდში, ვინაიდან სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ამ პერიოდში,როდესაც ხდება როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ზრდა–განვითარება, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კვებას და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომელშიც კვების გარდამოიაზრება ფიზიკური აქტივობა და ძილი. კვება სკოლის პერიოდში უნდა იყოს სრულფასოვანი - საუზმე, სადილი და ვახშამი.

 

– მაგალითად, როგორი უნდა იყოს ბავშვის საუზმე?


– დილით, საუზმეზე უნდა გამოვიყენოთ, როგორც ნახშირწყლები, ასევე ცილოვანი პროდუქტი, რათა ტვინსგლუკოზის სახით და კუნთოვან ქსოვილს ცილების სახით ჰქონდეს საკვები ნივთიერებები. მაგალითად,შეგვიძლია დილა დავიწყოთ ნებისმიერი ბურღულის ფაფით – შვრია, ბრინჯი, წიწიბურა... ფაფას შეგვიძლია დავამატოთ რძის პროდუქტები – რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი...

 

რა გავატანოთ ბავშვებს სკოლაში წახემსების მიზნით?


– სკოლაში წახემსების მიზნით უმჯობესია გავატანოთ მარტივად წასაღები საკვები. ეს შეიძლება იყოს ხილი,ბუტერბროდი ან იოგურტი. ხოლო რაც შეეხება სადილს, ის უნდა იყოს სრულფასოვანი და ნოყიერი –გაჯერებული ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმიანი პროდუქტით.

 


სადილის დროს შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი კომბინაციები: რეკომენდირებულია პირველი იყოს წვნიანი ბორშჩის ან სუპის სახით. სასურველია, პირველი ბულიონი გადავასხათ მომზადების დროს. ამასთან, აუცილებელია იყოს ხორცის ან თევზის პროდუქტიც – კოტლეტი, ტოლმა, მოხარშული ქათამი, შემწვარი თევზი, რომელსაც დავუმატებთ გარნირს – პიურე, წიწიბურა, ბრინჯი, მჭადი, მაკარონი ან პური. ასევე,სასურველია უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტი, ანუ ბოსტნეულის სალათი.

 


რაც შეეხება სადილის მომდევნო წახემსებას ვახშმამდე, შეგვიძლია ბავშვს მივცეთ ბოსტნეულის სალათი ერთნაჭერ ყველთან ერთად, ან ხაჭოსა და ხილის კომბინაცია.

 

რაც შეეხება ვახშამს?


– ვახშამი უნდა იყოს შედარებით მსუბუქი – ბოსტნეული ან რძის ნაწარმი. თუ ბავშვი ფიზიკურად დღის მეორე ნახევარში იტვირთება – ცეკვა, სპორტი და ა.შ., ამ შემთხვევაში, რძის ნაწარმს ან ბოსტნეულს უნდა დავამატოთ ხორცის ან თევზის მცირე ულუფა.

 


ის, თუ რომელ საათზე ივახშმებს, დამოკიდებულია ბავშვის რეჟიმზე და დღის ბოლო კვება, ანუ ვახშამი უნდა მიიღონ დაწოლამდე 2–3 საათით ადრე. თუ ვისაუბრებთ სწორ ძილზე, მოზარდობის პერიოდში, სასურველია,ბავშვმა დაიძინოს 11 საათზე. ანუ ივახშმოს საღამოს 8 ან მაქსიმუმ 9 საათზე.

 

 

სამწუხაროდ, ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება ასე გაწერილად გამოკვებოს შვილები. სწორი კვების დარღვევის შემთხვევაში რა დაავადებებს ვაწყდებით?


– უნდა შევეცადოთ, რეჟიმი არ დაირღვეს და თუ ბავშვი სწორად არ იკვებება, ამ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში შესაძლებელია წავაწყდეთ ბევრ პათოლოგიებს – როგორც ენდოკრინულს, ნეიროფსიქოლოგიურს,კარდიოლოგიურს და, სამწუხაროდ, ონკოლოგიურ პრობლემებსაც.

 

 

ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება საკვების კალორაჟი ანუ ენერგიაზე მოთხოვნილება. შესაბამისად,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია შემდეგი სახის სქემა:

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი