logo_geo
ირინა გოგოსაშვილი: როლანდ ახალაია - შე თხატყ...ია ნაბიჭ...ო, მკვლელების გამზრდელო!
- +

5 აპრილი. 2019. 14:38

 

„როლანდ ახალაია - შე თხატყ...ია ნაბიჭ...ო, მკვლელების გამზრდელო! ჩემი ოჯახის ხსენებას და მუქარას თავი დაანებე, თორემ შენ მო... დამსმელ დედის ტ...! ძალიან დალაგებული ხომ არ გგონივარ? 1 წამში გაგიყვან ეშმაკთან პაკლონზე - დაიმახსოვრე!“, - ასე მიმართა ფეისბუქით ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორსა და ყოფილ დეპუტატს, როლანდ ახალიას.

 

„ქართული აზრი“ ირინა გოგოსაშვილს ესაუბრა და მასთან გაარკვია, რატომ მიმართა ასეთი სკანდალური პოსტით მან ყოფილ მაღალჩინოსანს.

 

ირინა გოგოსაშვილი: გახსოვთ, სააკაშვილმა ემიგრანტებთან ლიეჟში რომ გამართა შეხვედრა. იმ შეხვედრაზე დასწრების სურვილი ჰქონდა ჩემ შვილსაც, თუმცა როგორც ყველამ ვნახეთ, დარბაზში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები არ შეუშვეს. ვიდრე ამ ფაქტის შესახებ გიამბობთ, წინარე პერიოდს მოგითხრობთ.

 

სოციალური ქსელის საშუალებით, ე.წ. ლაივში ვნახე, რომ ჩემი შვილი, ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა ლიეჟში და ამ ჩართვაში მან თქვა, სახეცვლილ „ნაციონალებს“ უნდა შევხვდე, მაინტერებს, როგორი კარგები გახდნენ და რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვაო. პირველი მე ვიქნები შეხვედრის ჩაშლის წინააღმდეგი, რადგან არ შეიძლება, ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთმანეთს დავუპირისპირდეთო...

 

ამ „ლაივის“ მიმდინარეობის დროს, ჩემი შვილის ფეისბუქ-გვერდზე შემოცვივდნენ ნაციონალები და დაიწყეს მისი მისამართით მუქარა და შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა.  რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე, რადგან მოვლენებს მეც ინტერნეტით ვადევნებდი თვალს და შესაბამისად, ინფორმაციასაც მხოლოდ ფეისბუქით ვიგებდი.

 

ჩემმა შვილმა ასევე ფეისბუქით გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: ახლა ჩემი თვალით ვნახე, დათა ახალაია და გია უდესიანი დააკავეს, მათთან ერთად კიდევ ორი ბიჭი იყო და ვარკვევთ, ისინი ვინ იყვნენო.

 

ბექას მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანვე შემოცვივდნენ ზონდერ-ჯგუფები მის ფეისბუქზე და დაიწყო მის წინაღმდეგ ბრძოლა. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა მისწერა, შენ გნახავ, ბიჭო, და უნდა მოგტ...ო.

 

რა თქმა უნდა, მეც მივწერე, სანამ შენ მოტ...ავ, მე შენ მოგტ...ავ-მეთქი. მოკლედ, ძალიან ცუდი ფონი შეიქმნა. მე აქ ვარ, ბექა იქ არის, არაფერი არ ვიცი მის შესახებ და თან ვკითხულობ ასეთ კომენტარებს, თანაც ვინ წერს ამ კომენტარებს?!

 

ადამიანები, რომლებიც ყელამდე სისხლში არიან! ვკითხულობ ფეისბუქზე, ეს მკვლელები როგორ ემუქრებიან  ჩემ შვილს.

 

- ვის უწოდებთ მკვლელებს?

 

- ნაციონალებს! სხვას ვის უნდა ვეძახდე მკვლელებს?! ვინც კომენტარების წერაში აქტიურობდნენ, თან იშიფრებოდა მათი ვინაობა და იწერებოდა, რომ ვიღაც ზონდერია, ვიღაცა გლდანის ციხეშია ნამუშევარი... მივხვდი, რომ შევეჯახეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები! მართალია, პირველად არ გვქონია ამ არაადამიანებთან დაპირისპირება, მაგრამ კოკას ყოველთვის ხომ არ მოაქვს წყალი? თან მე  არ ვიყავი ჩემი შვილის გვერდით და ეს განსაკუთრებით მანერვიულებდა...

 

- რეალურად გაგიჩნდათ იმის განცდა, რომ იქ თქვენ შვილს მართლა რაიმე საფრთხე შეექმნებოდა?

 

- რასაკვირველია! ესენი ხომ არაპროგნოზირებადი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები არიან! ძალიან ვინერვიულე, ძალიან... როგორც საუბრის დასაწყისშივე გითხარით, მოვლენებს მეც ინტერნეტით ვადევნებდი თვალს და ვხედავ, როლანდ ახალია წერს კომენტარს: დედაშენი ასლანმა მოიკითხა... ბექამ უპასუხა: რაც შეეხება დედაჩემს და მეც, რომ თურმე, ასლან აბაშიძესთან გვიმუშავია, თურმე კი არა, მართლა ვმუშაობდით და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავო. ასლან აბაშიძეს საქართველო არ გაუყიდია და სისხლის მდინარეები არ დაუყენებია თქვენსავითო. რაც შეეხება აბაშიძის წინაპრებს, ისინი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში იხოცებოდნენ, ასე შემოინახა მათი გვარი ისტორიამ და თუ ერთ-ორ წიგნს წაიკითხავთ, კარგი იქნებაო... მე ის შემრცხვებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, გამაუპატიურებლებთან და მკვლელებთან მუშაობდიო...

 

ბექას ამ კომენტარს მოჰყვა ზონდერ-ბრიგადების შემოტევა, ეს იყო ღია მუქარა! ამ დროს კი ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფებში ჩაირთო პირდაპირი ეთერი, როგორ მიდის ჩხუბი და გაწევ-გამოწევა ლიეჟში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე, რომ წიწაკის გაზი იქნა გამოყენებული. ვიღაც ქალმა დადო ჩემი რძლის და შვილიშვილის ფოტო და დაწერა, ამ ბავშვს შეასხეს სახეში წიწაკის გაზიო.

 

ვზივარ კომპიუტერთან  დედა, ბებია, დედამთილი და .ე.წ. ლაივში ვხედავ, ბექა დარბაზის შესასვლელთანაა, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება და გაწევ-გამოწევაა... ვხედავ, ჩემ შვილიშვილებს... ორივეს თვალებიდან ცრემლი სდით... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ლაივებს, როგორც ხდება, თან სდევდა კომენტარები და ეს როლანდა ხმალამოღებული იბრძვის და დავწერე ის, რაც დავწერე...

 

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სტატუსი ემოციურ ფონზე დაწერეთ?

 

- არა! რაც დავწერე, ყველაფერი სიმართლე დავწერე! შეგნებულად ვთქვი, რომ არის მკვლელების გამზრდელი და დიახ, ახალაია არის მკვლელების გამზრდელი! მისი ზუგდიდელები ლაპარაკობდნენ, რომ ახალგაზრდობის დროს თხებთან ჰქონდა ვნებები... ისიც ვიცი, რომ ჭა სახლში აქვს, რადგან ეშინია, წყალი ეზოში რომ დალიოს, ვინმემ არ მოწამლოს.

 

- თქვენი მხრიდანაც იყო მუქარა...

 

- დიახ, დიახ! მე მარტო როლანდ ახალაიას კი არ ვეუბნები მაგას, ჩემ შვილს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, მე არ ვარ იმ კატეგორიის ქალი, კარვები გავშალო, მოვითხოვო სამართალი იმ ქვეყანაში, სადაც სამართალი არასდროს ყოფილა, დავიწყო აქციები პროკურატურასთან და ვიძახო - სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს-თქო... ვინც გამამწარებს და რითიც გამამწარებს, იმას გავამწარებ მეც! კიდევ ვიძახი, მე არ ვარ ის ქალი, დავჯდე და ველოდო, როდის მოვა სამართალი ურმით! მეტი საქმე არ მაქვს!

 

- შევთანხმდეთ, რომ თქვენგან ეს, რბილად რომ ვთქვათ, ხმამაღალი განცხადებაა...

 

- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე ასეთი ვარ! დიახ, ვინც მე გამამწარებს, იმას ორმაგად გავამწარებ და საერთოდ არ მექნება სინდისის ქენჯნა! არ ვარ მე იმ დონის ქრისტიანი, რომ „არა კაც ჰკლა“ ბოლომდე გავითავისო... ნაციონალებს ვაპატიებ რამეს, მას შემდეგ, რაც მათ ჩემ ოჯახს გაუკეთეს?! ციხეში ვიჯექი, სახლ-კარი ამომიბუგეს, ქვეყნიდან გამაქციეს, დავბრუნდი და ამათ ვებრძოდი ბოლომდე, დღემდე ამ რეჟიმში ვარ, სისხლის მდინარეებს მივუყვებოდი, დანის პირზე ვიარე, ვიბრძოლე იმისთვის, რომ წათრეულიყვნენ და ამათ რამეს ვაპატიებ?!

 

 

 

 

big_banner
არქივი