logo_geo
როგორ კურნავს დეკანოზი სერაფიმე დანელია სიმსივნით დაავადებულებს
- +

15 ივლისი. 2019. 14:13

 

 

დეკანოზი სერაფიმე დანელია უამრავ ადამიანს ეხმარება კიბოსგან განკურნებაში ბალახეული წამლის რეცეპტით, რომელიც მას არქიმანდრიტმა გიორგი სავამ ასწავლა. თუ როგორ კურნავს ის ხალხს, თავად გვიამბობს.

 

სერაფიმე დანელია: არქიმანდრიტ გიორგი სავას სრულიად შემთხვევით შევხვდი. 2003 წლის გაზაფხულზე, რუსეთში წმიდა ადგილების მოსალოცად წასულს, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტიმოშევსკში ახლობელთან მომიწია გაჩერება, სადაც გავიგე კიდეც საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი სავას შესახებ, რომელიც იქ მოღვაწეობდა. როგორც ახლობელი მომიყვა, მამა გიორგი სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას იყო შემდგარი, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეესწავლა სამონასტრო მედიცინა და ბალახებით მკურნალობის საქმე. ახლობელი აღფრთოვანებული მიყვებოდა იმ სასწაულებრივ განკურნებებზე, რომლებიც მამა გიორგის სახელს უკავშირდებოდა. წლების განმავლობაში მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის საქმეში დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, მასთან კურთხევაზე მისულებს რომ დაგვხვდა.

 

– როგორი იყო პირველი შეხვედრა მასთან?

 

– იმ დროისთვის ჩვენს ოჯახს სერიოზული სატკივარი ჰქონდა, მეუღლის დედას, რომელიც ამავე დროს ჩვენი ტაძრის მგალობელი იყო, ყელის მიდამოებში სარკომა, მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და სხივებით მკურნალობას გადიოდა. ამიტომაც, როგორც კი გავიგე მამა გიორგის შესახებ, ახლობელს ვთხოვე, მასთან შესახვედრად წავეყვანე. მონასტერში მისულს მამა გიორგის სენაკთან უზარმაზარი რიგი დაგვხვდა, მაგრამ მამა გიორგიმ გაიგო რა ჩვენ შესახებ, შეუფერხებლად მიგვიღო და გულითადად მოგვიკითხა. აღმოჩნდა, რომ მამა გიორგი წმიდა გიორგი ივერიელის სახელზე იყო ნაკურთხი და განსაკუთრებით უყვარდა ქართველები. მე მოვუყევი ჩვენი განსაცდელის შესახებ, მან კი ბალახები და მათი დამზადების რეცეპტები გადმომილაგა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავით. „ილოცოს გულმოდგინედ, მიიღოს ეს ნაყენი და ნახავთ ღვთის ნებას“, – მითხრა მაშინ. საქართველოში დაბრუნებულმა გადავეცი ავადმყოფს მამა გიორგის დანაბარები, ბალახები და ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვის წიგნი. ბალახები – სხეულისთვის, ლოცვა კი – სულისთვის. მას მერე გაიარა 16 წელმა, დედაო (ამჟამად მონაზონი ქეთევანი) მკურნალობიდან წელიწად-ნახევარში სრულიად განიკურნა და ახლაც ყოველდღე კითხულობს ღვთისმშობლის იმ დაუჯდომელის წიგნს, რომელიც მაშინ ვაჩუქე.

 

– ამ ქალბატონის შემდეგ კიდევ ვინმემ თუ მიიღო ეს ნაყენი?

 

– ამ სასიხარულო ამბის შემდეგ გადავწყვიტე, ამ რეცეპტის შესახებ დაგვეწერა ჩვენს საეპარქიო ჟურნალში, რომელსაც მაშინ მე და ჩემი მეუღლე – ნონო ოთარაშვილი ვხელმძღვანელობდით. ამ ჟურნალიდან გაიგო ამ ბალახების შესახებ ერთმა გოგონამ, რომელსაც მკერდის სიმსივნე დაუდგინდა და საოპერაციოდ იყო გამზადებული. შიშის გამო, მან უარი თქვა ოპერაციაზე და დაიწყო რწმენითა და ამ ბალახების ნაყენით მკურნალობა… შემდეგ კი მოვიდა და მადლიერებით გაგვიმხილა, რომ ამ ნაყენით სრულიად განიკურნა და ახლა ყველაფერი კარგადაა.

 

– ამ ნაყენით განკურნება, ალბათ, შინაგან რწმენასთან არის კავშირში.

 

– ამ ამბების შემდეგ, ეს ყველაფერი, მიზეზთა გამო, ასე თუ ისე დავიწყებას მიეცა, ბოლო დროს კი ინტერნეტის განვითარებამ ამ ისტორიებს, ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შთაბერა და ცნობილი გახადა ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი მისი ცნობადობისა ამ ბალახების მაკურნებელი ძალაა და ის ისტორიები, რომლებსაც მადლიერი ადამიანები ერთმანეთს უყვებიან. ვითარებათა და გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩემს სამღვდელო მსახურებასთან ერთად, დღეს მე მიწევს ამ ნაყენით ადამიანთა მკურნალობა და ავადმყოფობასთან სწორი სულიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დახმარება… ამას შემთხვევით არ ვამბობ, ორივე ამ ფაქტორს, მკურნალობასა და სწორ დამოკიდებულებას საკუთარ ავადმყოფობასთან, ერთნაირად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის… მამა გიორგის სიტყვებია: „უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი სასიკვდილოდ საშიში დაავადების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია მოვამზადოთ გენერალური აღსარება და ღირსეულად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს… იმკურნალეთ რწმენით!“ მე დავამატებდი, რომ ადამიანი არის ერთი მთლიანობა და ამიტომ არ შეიძლება, მისი სხეულის ავადმყოფობა, სულიერი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. მხოლოდ მაშინ აქვს მკურნალობას დადებითი შედეგი, როცა ადამიანი ხორცთან ერთად სულის განკურნებასაც ცდილობს. ეს კი, ძირითადად, ეკლესიური ცხოვრებით, ცოდვების მონანიებით, მხნეობით, ღმერთზე მინდობით, უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებით არის შესაძლებელი! განკურნების ისტორიებსა და სასწაულებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მინახავს, მე არ მოვყვები, ამაზე თვითონ უყვებიან ადამიანები ერთმანეთს და ეს ჩემთვის საკმარისია… ეს ნაკრები გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ და ბევრს დაეხმარა. ის მიუღიათ როგორც ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს, ისე მათ, ვისაც ეს-ესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ.

 

– რა ბალახებით მზადდება ეს ნაყენი?

 

– 16 ბალახისგან დამზადებული ნაყენი წმენდს სისხლს, აძლიერებს იმუნიტეტს, მთელ ორგანიზმში აღადგენს უჯრედებს და ხელს უწყობს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. არ გააჩნია უკუჩვენება. შეიძლება მივიღოთ სხვა სახის მკურნალობის პარალელურად. პროფილაქტიკისა და კიბოს პრევენციის მიზნით ეს წამალი ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება მიიღოს. მათ, ვინც გადაწყვეტს ამ ნაყენით მკურნალობას, შეუძლიათ, ერთი დღით ადრე შემეხმიანონ ტელეფონზე და მობრძანდნენ სვეტიცხოველში გასაუბრებაზე. რაც შეეხება ფასს, იმისთვის, რომ შევძლოთ ბალახების შეძენა და სხვა ადამიანების დახმარება, ვიტოვებთ მოსახსენებელს და იმ შესაწირს, რასაც პაციენტი კეთილი ნებით გაიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი