logo_geo
„მითხრა, საშინელება იყავიო“ - ლეკა ფილმისთვის საკუთარმა ბაბუამ, გიგა ლორთქიფანიძემ დაიწუნა
- +

9 აგვისტო. 2019. 20:07

 

ქეთი წიქვაძე, ლეკა „ჩცდ“-დან რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი გახლავთ. ბებიის, ასევე მსახიობ ქეთევან კიკნაძის სახელი ქვია. პროფესიით მსახიობი არ არის. თეატრალურ უნივერსიტეტში ტელე-კინო-მენეჯერისა და პროდიუსერის კურსი დაამთავრა. აქვს ხაზი „მაიკა“ - აწარმოებს პრინტერმაისურებს, ქუდებს, კაპიუშონებს...

 

მამას ვგავარო, ამბობს. 11 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. ილია წიქვაძე კინოსტუდიაში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. ქეთის მშობლები გაყრილები იყვნენ, თუმცა დანაკლისის შეგრძნება არ მქონიაო, ამბობს. „მამა კიევში წავიდა საცხოვრებლად, სადაც იავადმყოფა და გარდაიცვალა. მისი სახელი ქვია ჩემს უმცროს შვილს, ილუშას. ძალიან მაგარი დედიკო მყავს, მაგრამ ყველაფერში სხვადასხვანაირები ვართ“, – „პრაიმტაიმს“ ინტერვიუს აძლევს ლეკას როლის შემსრულებელი.

 

 

ამბობს, რომ ბებიამ და ბაბუამ გაანებივრეს. ბაბუ განსაკუთრებულად უყვარდა და ბავშვობა მასთან ასოცირდება.

 

- ცნობილი ოჯახის შვილები ჩრდილქვეშ ექცევიან. თავის დასამკვიდრებლად არაფერი გიცდია?

 

- თავის დამკვიდრება არ მიცდია. ვცდილობდი ისე მეცხოვრა, როგორც მომწონს. სერიალშიც სრულიად დაუგეგმავად, ძალიან პატარა, ეპიზოდურ როლზე მივედი და პერსონაჟმა ნელ-ნელა თავისით წამოიწია. ამისთვის არც მიბრძოლია, არც მიფიქრია. ახლა მე მგონი დედაჩემი აღმოჩნდა ჩემს ჩრდილქვეშ (იცინის). უხარია, მოსწონს და ცოტა კრიტიკულია ჩემს მიმართ. როგორც ლეკას, ვერ აღმიქვამს. ნელ-ნელა ცოტა მოვეწონე. ძირითადად შეფასებას არ მიკეთებს, არც ბევრ რჩევას მაძლევს. ბებია შენიშვნებით მირეკავს, გატყლარჭული ნუ ლაპარაკობო, ნუ იკიდებ თმაზე ხელსო. ვეუბნები, რომ ეს გოგო ასეთი უნდა იყოს, ლეკას სავიზიტო ბარათია დებილივით თმის ტრიალი.

 

- ბაბუა და ბავშვობა რასთან ასოცირდება შენთვის?

 

- ყველაზე დიდ სიყვარულთან. ბავშვობა ყველა ადამიანის ბედნიერების ნაწილია, არასდროს რომ არ გავიწყდება. გიგას გარდაცვალების შემდეგ არ მიყვარს ის სახლი, სადაც ცხოვრობდა და მე გავიზარდე. აღარც წყნეთის სახლი მიყვარს. ჩემთვის მოგონება მირჩევნია, ვიდრე იმ სახლებში მისვლა, სადაც ბაბუსთან ერთად გამიტარებია უამრავი ბედნიერი დღე. ზაფხულის აგარაკები, ზღვაზე წასვლა - ყველაფერი ბაბუს უკავშირდება.

 

 

- არ გითამაშია ბაბუს ფილმებში?

 

- ერთადერთი შემთხვევა იყო მე და ჩემს დეიდაშვილს გვითხრა, მოდით, სინჯებზეო, ნოდარ დუმბაძის ნოველებს იღებდა. რამდენიმე დღის მითხრა - საშინელება იყავიო. ძალიან გული დამწყდა.

 

ბებიასთან და ბაბუასთან ყოფნა მიყვარდა, მათთან ყველაფრის უფლება მქონდა. ბაბუ „სახლობანას“ მეთამაშებოდა, საოჯახო სერვიზის, მიქელაძეების გერბის გადმოღების უფლება მქონდა. ბებიას პირადი სტილისტი ვიყავი, თმას ვჭრიდი, ფრჩხილებს ვუკეთებდი. მოკლედ, გამაფუფუნეს.

 

ქეთის 10 წლის გიორგი და 7 წლის ილუშა ჰყავს. 23 წლის ასაკში გახდა დედა. პირადზე ჯერ არ ვსაუბრობო, ამბობს.

 

„ილუშა თვეების იყო ქმარს რომ გავეყარე. ვნანობ იმას, რომ მეტი დრო ვერ დავუთმე სწავლას. მაგრამ მერე ვხვდები, რომ ეს „ორი ცალი“ არ მეყოლებოდა...“

 

ქეთი ამბობს, რომ ლეკას როლის გამოძერწვა გაუჭირდა, რადგანაც  ამ გოგოს არაფერი ხელჩასაჭიდი არ აქვს და სრულიად ინდიფერენტულია.

 

 

ქეთი: - ლეკაში მაღიზიანებს ის, რომ ვერაფერს ანალიზს ვერ უკეთებს, ვერაფერს ხვდება. ცდილობს, იქნებ საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს. არაფრით გამაღიზიანებელი არ არის. არც ბევრს ჭორაობს მისი დაქალებივით. უბრალოდ კარგი ცხოვრება უნდა. ბაქარსაც არ გამოადგა. და შეიძლება აღარ მოუნდეს ლეკა.

 

ინდიფერენტული, უაზრო, უემოციო გოგოა. სცენარში ხშირად წერია - ლეკა უაზროდ უსმენს, ინდიფერენტულია. არასდროს მიფიქრია როლებზე, მაგრამ ამ ბოლო დროს თამაშის მუღამში შევედი და სხვა როლის თამაში მომინდა, მინდა გამოვამჟღავნო, რომ ეგეთი სულელი არ ვარ. ასეთი დოზით რომ ხარ ტელევიზორში, საფრთხილოა მოსაბეზრებელი არ გახდე. ამიტომ არ მინდა ყველაფერს მოვედო.

 

- როგორი ყოფილა პოპულარობა?

 

- ძალიან კარგი. მომდის დადებითი ემოციები, კომპლიმენტები, მხვდებიან ღიმილიანი სახეებით. მოკლედ, ცუდად არ მიმიღეს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი