logo_geo
რომა რცხილაძე: სადაც კონკურენციაა, იქ არის ხარისხიც
- +

5 სექტემბერი. 2019. 21:02

 

მუსიკოსი რომა რცხილაძე ქართველი ხელოვანების უფლებებსა და ამ სფეროში კონკურენციის გაზრდაზე საუბრობს.

 

- ბატონო რომა, თქვენ ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი ბრძანდებით, რომელიც დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.  საინტერესოა თქვენი პოზიცია, როგორც ხელოვანის, რომელსაც გააჩნია ინტელექტუალური საკუთრება, რამდენად დაცულია თქვენი შრომა და უფლებები?

 

- მე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ეს სფერო ნელ-ნელა ევროპის გზას ადგას და განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინერციით და უმიზეზოდ არ მოხდება. ახალი ასოციაციის სახით, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე, ჩვენ შევიძინეთ ძლიერი ჯარი, რომელიც ამ სფეროში აქამდე არსებულ პრობლემებს აღმოფხვრის და წინსვლაში დაგვეხმარება.

 

- ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ქართულ მუსიკალურ სფეროს პროგრესისკენ აქვს გეზი აღებული?

 

- როდესაც უკეთესად ფასდება მუსიკოსი, ის ცდილობს იყოს უფრო პროდუქტიული, უფრო მოტივირებული და ეს სფეროც ქვეყანაში მეტად ვითარდება. სადაც კონკურენციაა, იქ არის ხარისხი. ეს ხომ ლოგიკურია? ჩვენთვის ჩვენი საქმიანობა არის ჩვეულებრივი ბიზნესი, სადაც კარგად ვგრძნობთ თავს, იმ ადგილს ვირჩევთ მოღვაწეობისთვის. ვინც უკეთ დაიცავს ჩვენს უფლებებს, იმ ორგანიზაციას ავირჩევთ თანამშრომლობისთვის.

 

- თქვენ რომელ ორგანიზაციას ირჩევთ?

 

- მე უკვე ავირჩიე საავტორო უფლებების დაცვის ახალი ასოციაცია „GERA“, რომელიც ჩემთვის ასოცირდება ცივილიზაციასთან. „GERA“-ში ჩვენს უფლებებს იცავენ ობიექტურად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, ყველას ისე გვაფასებენ, როგორც ამას ვიმსახურებთ, არც ზედმეტად და არც ნაკლებად. ზუსტად ამას ვგულისხმობდი ზემოთ, როცა ვამბობდი - სადაც კონკურენცია მეტია, იქ არის დაფასებაც. როცა მე, როგორც მუსიკოსი, ახალ ნომრებს ვქმნი, ვაძლევ კონცერტებს და ზოგადად ვარ აქტიური ჩემს საქმიანობაში, უკვე მაქვს იმის გარანტია, რომ ეს დაუფასებელი არ დარჩება და პირდაპირ აისახება ჩემს ჰონორარზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე „GERA“-სგან ვიგრძენი ელემენტარული პატივისცემა. ჩემი გამოცდილებიდან, განვლილი წლებიდან და უბრალოდ ჩემი ასაკიდან გამომდინარე, როცა ვხედავ ასეთ ყურადღებას და დაფასებას უკვე სასიამოვნოა.

 

 

 

 

big_banner
არქივი