logo_geo
სამწუხაროა, მაგრამ ექიმები ვარაუდობენ რომ… - ზურა დოიჯაშვილის პირველი კომენტარი ისრაელის კლინიკიდან
- +

25 ოქტომბერი. 2019. 15:30

 

 

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს. დოიჯაშვილი საავადმყოფოში გუშინ დააწვინეს, მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომლის კომენტარებშიც მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

 

„რეიტინგი“ მომღერალს ისრაელში დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია, რატომ გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო.

 

ზურა დოიჯაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოშიც აწუხებდა, ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, ის გულის შეტევით საავადმყოფოში ადრეც იყო მოთავსებული.

 

როცა კლინიკიდან გაწერეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, სამუშაოდ ისრაელში წავიდა.

 

დოიჯაშვილმა ისრაელში მოქალაქეობა მიიღო და აეროპორტში მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

 

- საავადმყოფოში ვარ, ძალიან სუსტად ვარ.

 

- ისევ გულის პრობლემები შეგექმნათ?

 

- ექიმები ვარაუდობენ, რომ ფილტვების ანთება მაქვს, სხვა არაფერი. ხვალ გადამიღებენ ტომოგრაფიას და გამოჩნდება ყველაფერი - რა მჭირს.

 

- სამსახურში გახდით ცუდად?

 

- არა, ძალიან გავხდი. სამ თვეში 28 კილოგრამი დავიკელი. კიდევ კარგი, ექიმებს რომ მოვაკითხე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი