logo_geo
როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი
- +

29 აპრილი. 2020. 15:42

 

 

 

თემურ თათარაშვილი პანდემიის დღეებს სახლში ოჯახთან ერთად ატარებს. ვირუსის არ ეშინია, მაგრამ მთავრობის მიერ დადგენილ წესებს ბოლომდე ემორჩილება და სახლიდან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადის.

 

 

AMBEBI.GE-სთან საუბარში მომღერალი ამბობს, რომ იტალიიდან რამდენიმე დღით ადრე გამოასწრო ეპიდემიის აფეთქებას.

 

 

- როგორ ატარებთ კარანტინის დღეებს, ხომ არ გაგიჭირდათ?

 

 

- სახლში ვარ, ტელევიზორის წინ, ოჯახთან, შვილიშვილებთან ერთად. ამ პერიოდის მანძილზე იმდენი სერიალი ვნახე, ალბათ ვერც გავიხსენებ. ვემორჩილები წესებს და გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავდივარ, ძაღლს თუ ვასეირნებ ან მაღაზიაში პროდუქტის შეძენა მინდა. ასეთი პერიოდი არასოდეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მგონი, მთელი მსოფლიო გავსუქდით. ყველა ვზივართ სახლში, ვჭამთ და არ ვმოძრაობთ.

 

 

- ვირუსის თუ გეშინიათ?

 

 

- არა, არ მეშინია, არ ვარ ისე დაპანიკებული, როგორც ჩემი რამდენიმე მეგობარი. პირბადეებიც ვიყიდე, სახლშიც ვზივარ, როგორც გვირჩევენ, მაგრამ ისტერიკული პანიკა არ მაქვს.

 

 

ალბათ ღმერთიც მიცავს, რადგან ისე მოხდა, რომ 24 თებერვალს მილანიდან უნდა გამოვფრენილიყავი. რაღაცნაირად ავტყდი, ბილეთი გადავცვალე და ოცში წამოვედი. ჩემი იქაური მეგობრები მეხვეწებოდნენ, გაბრაზებული ხარ კონცერტის ჩაშლის გამო და ცოტა ხანი კიდევ იყავიო, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ უნდა წამოვსულიყავი. ორ დღეში ეს მძიმე პროცესები დაიწყო იტალიაში...

 

 

 

- რა აზრის ხართ აკრძალვებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიის პერიოდში შემოიღო?

 

 

- ჩემზე კარგად იცის მთავრობამ, რა უნდა აიკრძალოს და როგორ. ჩვენ თუ აღვირი აგვიშვი, უფრო მაგრად გავიქცევით, ეტყობა ეს სისხლში გვაქვს და სწორად აკეთებენ

 

 

არც მე ვარ დალხენილი და რა გითხრათ, ეს მდგომარეობა რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, აზრზე არ ვარ რა ვაჭამო ოჯახს, არავინ არ მუშაობს ჩემს გარდა და საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს

 

 

მაგრამ ხმას არ ვიღებ, არავისთვის მითქვამს რა ვქნა, როგორ მოვიქცე. რამე რომ გავიტანო გასაყიდად, მაგასაც ვერ ვიზამ, იმიტომ რომ აკრძალულია, სად უნდა გაყიდო?! დინებას მივყვები, როგორც ყველა, ისე იქნება ჩემი ოჯახიც.

 

 

- წლების მანძილზე მოღვაწეობდით რუსეთში, რა მდგომარეობაში არიან ახლა თქვენი იქაური მეგობრები?

 

 

- ძალიან რთული მდგომარეობაა იქ. ჩვენთან დღისით მაინც შეგიძლია მანქანით მოძრაობა, იქ თუ არ გაქვს სპეციალური საბუთი, ვერ გახვალ. ჩემი იქაური ახლობლები ყველა კარგადაა, ქეთა თოფურიას დედას ხშირად ვესაუბრები, ვიგებთ ერთმანეთის ამბებს. ასევე დიანა ღურწკაიას ძმა, რობერტიც ხშირად მწერს. ჩემს ნაცნობობაში ყველა კარგადაა.

 

 

- გიორგი გახარიას მხარდამჭერად მიგიჩნევენ, როგორ ფიქრობთ, შექმნილ მდგომარეობას პრემიერი კარგად ართმევს თავს?

 

 

- თქვენ როგორ ფიქრობთ? - უძლიერესი ადამიანია გახარია! მე იგივეს სხვა პოლიტიკოსებზე არ ვამბობ. ბევრს ჰგონია, რომ ახლოს ვიცნობ, არადა სულ ორჯერ მყავს ნანახი. ერთხელ თელავში ინაუგურაციაზე შემთხვევით დავინახე და მეორედ, თბილისში, გასვენებაზე. სხვა არაფერი შეხება არ მაქვს ამ ადამიანთან.

 

 

უბრალოდ, მისი პრინციპიები მომწონს, ჭკვიანი კაცია. ვერ ხედავთ, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ვირუსის შეჩერებით? გაიხედეთ ჩვენს გარშემო, სხვა ქვეყნებში რა ხდება. ეს ხომ ამ ადამიანის დამსახურებაა, ამიტომ ტაში დავუკრათ გახარიას და ასევე, ჩვენს ექიმებს გადავუხადოთ უდიდესი მადლობა!

 

 

 

 

- ახლახანს კლიპში მიიღეთ მონაწილეობა, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა...

 

 

- იმ კლიპთან მე რა შუაში ვარ, მე ვარ შემსრულებელი, ვიმღერე, არც კლიპის ავტორი ვარ, არც სიმღერის და არც მუსიკის. ეს კლიპი არ იყო, ეს იყო ვიდეორგოლი, რითიც გვინდოდა მოვფერებოდით ხალხს, ცუდად გაიგეს და ატყდა ამბავი.

 

 

გავაჟღერებ პირველად თქვენთან რატომ ატყდა ამბავი - ეგონათ სამთავრობო დაკვეთა. ორ შვილიშვილს ვფიცავარ, თუ ერთი თეთრი ყოფილიყო ამაზე დახარჯული. ძალიან კარგად ვიცოდი რას ვმღეროდი, მე თუ სიმღერა არ მომეწონებოდა, არ ვიმღერებდი.

 

 

- დასასრულ, ლელა წურწუმიაზე გკითხავთ - გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ თქვით, რომ თქვენს შორის არსებული გაუგებრობის გამო, აღარ მეგობრობთ... თუ აღდგა ამ ეთერის შემდეგ თქვენი ურთიერთობა?

 

 

- არა, მე და ლელა ამ გადაცემის ეთერში გასვლამდეც შერიგებულები ვიყავით, მაგრამ ისეთი მეგობრები ვეღარ ვართ, როგორც ადრე, 24 საათი ერთად ვიყავით. ახალი წლის ღამეს მე და მამულიჩაც შევრიგდით, ასე რომ ამ თემაზე არაფერი აღარ არის სალაპარაკო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი