logo_geo
„ახლა პირველად ვყვები…“ – რას ამხელს ნიკა ხაჩიძე მაია ასათიანის შესახებ?
- +

5 მაისი. 2020. 02:25

 

 

დღეს მაია ასათიანი იუბილარია. ტელეწამყვანი 43 წლის გახდა.

 

 

„პროფილის“ პროდიუსერი ნიკა ხაჩიძე „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, თუ როგორ მოხვდა ამ გუნდში, სადაც, როგორც ამბობს, ყველაზე დიდხანს დაჰყო. ამაში კი ის მაიას “ადანაშაულებს”.

 

 

ნიკა თავის “შეფს” კარგ მენეჯერად ახასიათებს და დაბადების დღეს “პრაიმტაიმით” ულოცავს.

 

 ნიკა ხაჩიძე: – „პროფილში“ 2012 წელს მივედი. მანამდე მაიას რესპონდენტად ვიცნობდი, მაგრამ არ ვმეგობრობდით.

 

 

ახლა პირველად უნდა მოვყვე ეს ისტორია. ერთ-ერთი ჟურნალის პირველ გვერდზე ჩემი სტატიის სათაური არ მოეწონა და დამირეკა. არასასიამოვნო საუბარი გვქონდა. მას შემდეგ აღარც გვიკონტაქტია.

 

ერთხელაც მირეკავს, გაგიკვირდება და შენი ნახვა და რაღაცის შემოთავაზება მინდაო. შევხვდით. იმ პერიოდში კიდევ ორი სხვა შემოთავაზება მქონდა ტელევიზიიდან.

 

 იმ ფაქტის შემდეგ მაიას წინადადება ძალიან გამიკვირდა. ამაზე ორივეს გვეცინებოდა.

 

 საქმე – საქმეა, პირადი წყენა დავივიწყოთო, მითხრა, თუმცა მე არანაირი წყენა არ მქონია.

 

 მუშაობა დავიწყე პირობით, ორი თვე ვსინჯოთ, რა გამომივა-მეთქი. დავიწყე და დღემდე იქ ვარ. „პროფილი“ ერთი ოჯახია. სამსახურში ვატარებთ ყველაზე დიდ დროს. ყველამ ერთმანეთის ხასიათი და განწყობა ვიცით.

 

 

და ასეთ დროს, როგორ იცავს მაია შუალედს შეფობასა და მეგობრობას შორის?

 

 – ძალიან მაგარი მენეჯერია, გუნდს კარგად მართავს. ისეთი გუნდი ყავს, ზედმეტი სიმკაცრე არავისთან სჭირდება. მკაცრი და წყობიდან გამოსული მაია არც მინახავს. ამის საჭიროება არ არის.

 

 თუმცა ახალი არხი – „მარაო“ რომ კეთდებოდა, მაშინ იყო კამათი და ხმის აწევა, რადგან ბევრი ახალი ადამიანი შეიკრა გუნდში.

 

 სადაც მეგობრობა არ არის და უბრალოდ ფულის გამო მუშაობ, ეს დიდი დისკომფორტია.

 

 როცა რომელიმე სამსახურში მივხვდებოდი, რომ თავი ამოვწურე, მოვდიოდი ხოლმე, ასეთი იყო დაახლოებით 17 სამსახური…

 

 ამდენი წელი, რაც „პროფილში“ ვარ, სხვაგან არსად მიმუშავია. ყველაზე დიდი „დანაშაული“ მაიასი ის არის, რომ ყველაზე მაგარი გუნდი შემოიკრიბა.

 

 გარდა ამისა, პროდიუსერიც ძალიან მაგარია. ის იყო “მარაოს” მთავარი პროდიუსერი.

 

 ჩემ გადაცემაში – „უხერხული კითხვები“ – წითელი ბოტასები, რომელიც მეცვა, მაიას იდე იყო. ერთხელ დამინახა და თქვა, მოდი, ყველა გადაცემაში ჩაიცვიო. გაამართლა.

 

 ჩემი წითელი ბოტასები გაჰიტდა და ყველას ატაცებული ჰქონდა. ასოციაციები უჩნდებოდათ – აი, ტიპი, რომელსაც სულ წითელი ბოტასები აცვია…

 

ასეთი კარგი გათვლები აქვს. და რეიტინგიც თან ახლავს. სადაც მაია ასათიანია, იქ არის რეიტინგი.

 

 – რა თვისებით არ იცნობენ მას?

 

 – ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ეს მისი გუნდის წევრებისთვისაც აღმოჩენა იყო. ემოციების კონტროლი და სწორად მართვა შეუძლია. ბევრისთვის მაგალითის მიმცემი გახდა.

 

 ვულოცავ დაბდების დღეს – მინდა ყოველთვის ბედნიერს ვხედავდე…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი