logo_geo
„რამდენიმე წელია მარტო ვცხოვრობ“- მიშა ანდღულაძე პირადზე და ახალ წიგნზე, რომელსაც მალე გამოსცემს
- +

5 მაისი. 2020. 23:03

 

 

 

რამდენიმე წელია მარტო ვცხოვრობო, „პრაიმტაიმთან“ ამხელს „კომედი ჯგუფის“ მსახიობი, მიშა ანდღულაძე. მარტო ცხოვრებამ რომანის დაწერისკენ უბიძგა. ესეც ექსკლუზიურად „პრაიმტაიმის“ მკითხველისთვის გაამხილა.

 

 

იუმორისტი ინგლისურ ენას სწავლობს, კინოსარეჟისოროზე სურს ჩაბარება და როგორც ამბობს, შესაძლოა, სასწავლებლად უცხოეთშიც გაემგზავროს.

 

 როგორც აღმოჩნდა, ცხოვრების ახალ ეტაპზეა და ექსკლუზივებით დახუნძლული ჩვენს მკითხველს თავის სიახლეებზე უყვება.

 

 

 

მიშა ანდღულაძე: – ამჟამად შვილთან ურთიერთობის შედარებით მეტი დრო მაქვს, ვიდრე აქამდე მქონია. ამ მხრივ კომფორტულად ვართ. მოსე ათი წლისაა და თამაშიდან დაწყებული, ონლაინმეცადინეობით დამთავრებული, ბევრ რამეს ვაკეთებთ.

 

 

 

რამდენიმე წელია მარტო ვცხოვრობ და როცა მოსე არ არის ჩემთან, ძირითადად, ან წიგნს ვწერ, ან ენას ვსწავლობ. ესაა ჩემი ამჟამინდელი ძირითადი დანიშნულება.

 

 

 

რას წერ?

 

 – პატარა რომანს. თუ ჟანრი გაინტერესებთ – სოციალურ-პოლიტიკურ-რელიგიური დრამა. უკვე დასრულებულია და მკითხველიც მალე იხილავს. რომანს ორი წლის მანძილზე ვწერდი. დაახლოებით 60 გვერდამდეა. რედაქტირება ჯერ არ გაუვლია. წიგნის სამუშაო სახელია – „ნაკურთხი ცხოვრება“, თუმცა შესაძლოა შევცვალო.

 

 ეს არის მწერლობაში ფეხის შედგმის მცდელობა. მე ხომ წლებია სცენარის ავტორიც ვარ და ეს გამოცდილება ჩემთვისაც საინტერესოა. საცდელია და ვნახოთ. მეტს ვერაფერს დაგიკონკრეტებთ. მეც ხომ ახალი ვარ ამ საქმეში.

 

 – ვინმე კომპეტენტურს ხომ არ წააკითხეთ?

 

 – არა, ასეთი დიდი წარმოდგენა არ მაქვს საკუთარ თავზე. ეს მხოლოდ მცდელობაა. არც ტირაჟზე მიფიქრია ჯერ და არც სხვა ტექნიკურ დეტალზე. მინდა, რომ გაიყიდოს. პირველ რიგში წაიკითხონ, ან – პირიქით.

 

 

მარტო რამდენი ხანია ცხოვრობთ?

 

 – მე ძირითადად მარტო ვცხოვრობ. ჩემი უცნაური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მარტო ცხოვრება მიყვარს. სხვანაირად არ გამოდის. საკუთარი სივრცისთვის მარტო ცხოვრება უნდა აირჩიო, სხვანაირად ვერც დავწერთ და ვერც იმას გავაკეთებთ, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით. ეს არის გამოსავალი.

 

 

 

და როდის იპოვეთ ეს გამოსავალი?

 

 – ბავშვობიდან ვეძებდი და 35 წლის შემდეგ ვიპოვე. ახლა 38 წლის ვარ… მკაცრი გრაფიკი მაქვს ჩემი საქმეებისთვის შედგენილი. დროს ჩემს საქმეებს ვუთმობ.

 

 – და ენის სწავლა რა გეგმაში შედის?

 

 – სამომავლო გეგმა მაქვს, ვსწავლობ ინგლისურ ენას, შეიძლება სპარსულის და ავღანურის შესწავლაც მომიწიოს. ბოლო პერიოდში ძალიან მაინტერესებს კინო. კინოსარეჟისოროზე მსურს ჩაბარება და მინდა ამ მხრივ განვვითარდე. უმჯობესია საზღვარგარეთ ვისწავლო.

 

 – ახალ ეტაპზე ყოფილხართ.

 

 – დიახ, ასეა. თქვენ გაგიმართლათ, ამდენი სიახლე გითხარით… და მეც გამიმართლა.

 

 

big_banner
არქივი