logo_geo
„მეც მათსავით პატარა ვიყავი და წლების წინ ზუსტად ასე გადამარჩინეს მეც“ – მეხანძრე, რომელმაც დღეს ბავშვები იხსნა
- +

8 ივნისი. 2020. 22:35

 

 

 

დღეს თბილისში მუხიანის ერთ-ერთ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა 5 მოქალაქე მათ შორის 3 ბავშვი საცხოვრებელი ბინიდან უვნებალად გამოიყვანეს.

 

 „პრაიმტაიმი“ ესაუბრა ერთ-ერთ მაშველს, რომელაც ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ალმოკდიებული სახლიდან გამოიყვანა.

 

 28 წლის ედიშერ მარსაგიშვილი უკვე 10 წელია რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს და ამ დროის განმავლობაში არა ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. მას ორი შვილი ჰყავს და თბილისში თემქის უბანში ცხოვრობს.

 

 

 

„18 წლიდან ვარ მეხანძრე-მაშველი, 10 წლის ვიყავი, როცა სახლი დამეწვა და მაშველებმა გადაარჩინეს ჩემი და დედაჩემის სიცოცხლე. იმ წუთიდან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია ამერჩია და ხალხის სოცოცხლე გადამერჩინა.

 

არამგონია დედამიწის ზურგზე ამაზე მაგარი შეგრძნება იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლეს იხსნი. ვფიქრობ, რომ იმ ამაგს ვაბრუნებ, რომელიც მაშველებმა გაწიეს ჩემთვის და დედაჩემისთვის.

 

რაც შეეხება დღევანდელ სამაშველო ოპერაციას, არ შემიძლია არ ვთქვა გუნდის წევრებზე, რომელებიც დღეს ჩემთან ერთად იყვნენ: გაგა გიგაშვილი, გიორგი ფიცხელაური, ლაშა ჟღენტი, მათ გარეშე მარტო ვერაფერს გავხდებოდი.

ყველაზე ემოციური ის იყო, რომ დედას თავის თავზე არ უფიქრია, ისეთი კვამლი იყო, მთხოვდა შვილები გადამირჩინეო. როდესაც დავალებაზე ვარ საკუთარ თავზე არც კი ვფიქრობ, უბრალოდ მინდა ხალხი გადავარჩინო.

 

ახლა, კი რომ ვუფიქრდები პარალელს ვავლებ ჩემს ბავშვობასთან და დღევანდელ სამაშველო ოპერაციასთან. მეც მათსავით პატარა ვიყავი და წლების წინ ზუსტად ასე გადამარჩინეს მეც“, – გვიყვება მეხანძრე-მაშველი ედიშერ მარსაგიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი