logo_geo
მამა პეტრე: ბაბუა გავხდი, ბავშვის სახელი უცნაურად ჟღერს... მგონი საქართველოში არავის ჰქვია
- +

27 ივნისი. 2020. 17:13

 

 

მამა პეტრე კვარაცხელია, ორი თვის წინ ბაბუა გახდა. მამაოს უფროს შვილს, მარიამს ვაჟი შეეძინა. ექვსი შვილის მამა ამბობს, რომ ამ მოვლენისთვის მზად არ ყოფილა, თუმცა თავისი ემოციების შესახებ პირველად AMBEBI.GE-სთან ისაუბრა და ბავშვის შესახებ საინტერესო დეტალები გაგვიმხილა:

 

- მამა პეტრე, გავიგეთ, რომ ბაბუა გახდით...

 

- დიახ, მართალია. ჩემთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ცოტა მეუხერხულება, რომ ასეთ პატარა ასაკში ბაბუა ვიყო. ჩვენი ბიჭი უკვე ორი თვისაა. მოუმზადებელი ვიყავი ამ მოვლენისთვის. მართალია, ჩვენ ოჯახში ბავშვების სიმრავლე სიახლე არ არის, მაგრამ ამჯერად

 

ყველაფერი ღვთის ნებაა, რასაც მე მორჩილებით მივყვები. როდესაც ახალ სიცოცხლეზეა საუბარი, როგორ შეიძლება იქ შენი მოთხოვნილებები და სურვილები წინა პლანზე წამოწიო. ახალი სიცოცხლე დიდ სიხარულთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. თითქოს ჩვენ ოჯახში პატარა ბავშვის გაზრდის ეტაპი დამთავრდა და შესვენების პერიოდი გვქონდა გამოცხადებული და ახლა უკვე შვილიშვილები მეწვევიან.

 

ძალიან სასიხარულო ფაქტია, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტიც მაქვს, შეიძლება საკუთარ თავთან არ მქონდეს რესურსი, რომ ეს გამოწვევა ღირსეულად მივიღო, მაგრამ მიწევს ამ ფერხულში ჩაბმა. ახალი სიცოცხლეა ჩვენ ოჯახში, ახალი ადამიანი, ის გაჩნდა და ღირსეულად უნდა აღიზარდოს. კარგი ადამიანი უნდა იყოს, ჩემი პრინციპიც ეს არის. თუმცა ჩემი ასაკიდან

 

გამომდინარე, რომ გითხრა, ბაბუობისთვის არ ვარ მზად, ტყუილია, რადგან შინაგანად ამისთვის არასოდეს ვიქნები მზად. ბაბუობის მომენტი ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოდის. მე ვარ მამა პეტრე და შვილისთვისაც მამა პეტრე უნდა ვიყო, შვილიშვილისთვისაც და შვილთა შვილისთვისაც.

 

- სახელი რა დაარქვით?

 

- სახელი მარიამის არჩევანი იყო - ზუ... ცოტა უცნაურად ჟღერს, როგორც ამბობს, ზუკო ავატარიდან... ალბათ გახსოვთ ჯემალ ქარჩხაძის ბრწყინვალე ნაწარმოები „იგი“ - იქ არიან პერსონაჟები ზუ და ნი... სახელი კი არ აკეთილშობილებს ადამიანს, არამედ ადამიანი აკეთილშობილებს მას. ამიტომ ვუსურვებ ჩვილ ზუ-ს, რომ ის იყოს იმდენად ღირსეული და მაგარი ადამიანი, რომ ბევრმა საკუთარ შვილს დაარქვას ზუ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი