logo_geo
სად გააგრძელებს მუშაობას „ტვ პირველიდან“ წასული დიანა ტრაპაიძე – ტელეწამყვანის პირველი კომენტარი
- +

7 ივლისი. 2020. 11:09

 

 

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, რომელმაც „ტვ პირველი“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, მუშაობას „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებს.

 

ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი „კურიერის“ წამყვანი იქნება. „პრაიმტაიმი“ დიანა ტრაპაიძეს დაუკავშირდა.

 

– დიანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ზე გადახვედით, მართალია?

 

– ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გამიფორმებია, მაგრამ დღეს მქონდა შეხვედრა და არის ამაზე საუბარი. სავარაუდოდ ასე იქნება.

 

– „ტვ პირველის“ დატოვების მიზეზი „რუსთავი 2“-ზე გადასვლა იყო?

 

– „ტვ პირველიდან“ როცა წამოვედი, არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია, რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ და მივიღე ეს შემოთავაზება.

 

– რატომ დატოვეთ „ტვ პირველი“?

 

– რაც დავწერე სოციალურ ქსელში, იმის მეტზე საუბარს არ ვაპირებ.

 

– ჩვენი ინფორმაციით, „კურიერის“ წამყვანი იქნებით…

 

– დღის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად განვიხილები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი