logo_geo
რას გეგმავენ ნინის მეგობრები ხათუნა ჟორდანიასთვის - „აკრძალული მაქვს ამის თქმა“
- +

15 ივლისი. 2020. 10:34

 

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მომღერალი ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს – ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. მკურნალობის პერიოდი რთული, მაგრამ იმედის მომცემია და მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

 

ხათუნას გვერდით დგანან მისი კოლეგები, ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები, რომელიც მის მხარდასაჭერად 17 ივლისს კონცერტს გამართავენ.

 

“პრაიმტაიმი” ხათუნა ჟორდანიას დაუკავშირდა.

 

– ქალბატონო ხათუნა, ვისი იდეა ამ კონცერტის ორგანიზება?

 

– ეს იყო ჩემი მომღერალი მეგობრების იდეა, უნდოდათ თანადგომა გამოეხატათ ჩემს მიმართ, მიაკითხეს “მარანს” და ისინიც დათანხმდნენ. ჩემი გამამხნევებელი კონცერტი იქნება. ალბათ ბევრ სიყვარულს გამომიგზავნიან სცენიდან.

 

– თქვენც იმღერებთ?

 

– რა თქმა უნდა მეც ვიმღერებ. მგონია, რომ არაჩვეულებრივი საღამო გამოვა, სადაც მონატრებული მაყურებელი ისიამოვნებს და მომღერალი მაყურებლის დიდ სიყვარულს, რომელიც პანდემიის დროს მოენატრათ.

 

– თავად იღებთ საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობას?

 

– მე არ ვარ ჩართული, ნინის მეგობრები, მომღერლები და “მარანის” ადმინისტრაციაა ჩართული.

 

პირადი საღამო არ იქნება, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, მე ვარ მოყვარული მომღერალი და როცა გამეხარდება ვმღერი. იმდენი სიმღერაც არ მაქვს, შემოქმედებითი საღამო გავაკეთო.

 

– თავად თქვენ როგორ ბრძანდებით, როგორ მიდის მკურნალობის პროცესი?

 

– ნინისგან აკრძალული მაქვს კითხვაზე, როგორ ხარ ვთქვა, არამიშავს. ამიტომ ნინის ნუ გავაბრაზებთ, კარგად ვარ. ჩემი მკურნალობის მეორე ეტაპი წინ არის, გასავლელია, მაგრამ მთავარია ადამიანების სიყვარული, ყველას დიდი მადლობა ვინც ამდენ სიყვარულს მიგზავნის.

 

ეს მაძლევს უდიდეს სტიმულს და ენერგიას, ალბათ თავადაც ვერ წარმოუდგენია ხალხს როგორ მაძლევს იმის იმედს, რომ განსაცდელს მალე მოვერევი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი