logo_geo
„ნაციონალებმა” გამიჩალიჩეს” – მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლზე ძალადობაში ადანაშაულებენ
- +

16 სექტემბერი. 2020. 20:57

 

 

 

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსახიობ გიორგი გურგულიას მისი მეუღლე ლარისა გიგაური ძალადობაში ადანაშაულებს.

 

მსახიობის ადვოკატის ინფორმაციით ოჯახში ძალადობის მუხლით. “პრაიმტაიმი” გიორგი გურგულიას დაუკავშირდა და მის ოჯახში მომხდარი სკანდალის დეტალებზე ესაუბრა.

 

– რა მოხდა თქვენს ოჯახში ბატონო გიორგი?

 

– მეუღლესთან ფიზიკური დაპირისპირება არ მქონია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. უბრალოდ გამწარებულ გულზე დაწერა საჩივარში, თითქოს ათი წლის წინ ვცემე, რაც ტყუილია. მე მას ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი, რაზეც გაღიზიანდა, მეგობარმა სისულელეები ურჩია, ის გოგო ჩემზე გადაკიდებულია და მისი გამოყენებით გამხვიეს გაუგებარ შარში.

 

მე და ჩემი მეუღლე ლარისა გიგაური ერთი წლის წინ დავშორდით. იქ ვიყავი მისული, ბავშვი არ იძინებდა, ჩემმა მეუღლემ მომაყენა შეურაცხყოფა, გავბრაზდი და ვუთხარი ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი დაებრუნებინა. მომცა ეს ტელეფონი და შემდეგ დამემუქრა, დღესვე თუ არ დამიბრუნებ, ნახე რას გიზამო და პოლიციაში გაუკეთებია განაცხადი.

 

ადრეც მოხდა ასეთი შემთხვევა, მისული ვიყავი, ბავშვი ტიროდა მამა არ წახვიდეო, ეს კი მეუბნებოდა სახლი დატოვეო და ჩემმა ცოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ნახეს, ბავშვი მეხუტებოდა და მაშინ მიხვდნენ რაც ხდებოდა. აგრესია უფრო ჩემი ცოლისგან მოდიოდა.

 

დღეს კაცის უფლებებს არავინ იცავს, ამიტომ უნდა შევქმნა კაცების დაცვის ორგანიზაცია. გადავსებულია ციხე იმის გამო, რომ ვიღაცამ ცოლს ან სიდედრს შეაგინა.

 

– დაძაბული ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?

 

– დაძაბული ურთიერთობა გვაქვს კი, მხოლოდ ბავშვის სანახავად მივდიოდი. ახლა უნდა რომ შევრიგდეთ.

 

– შერიგება თუ უნდა რატომ გიჩივლათ?

 

– ქალისას რას გაიგებ?! ვიღაც დაქალს აჰყვა, რომელიც გადამტერებული იყო ჩემზე, ნახე რას გიზამო. ადრე იმ გოგოს ბავშვმა ყელში ჩაუჭირა ჩემს ბავშვს, კინაღამ დაახრჩო. დედებს მოუვიდათ კონფლიქტი, მე ჩავერიე დასამშვიდებლად და დაგვეძაბა ურთიერთობა. პოლიტიკურადაც ვერ მიტანს ის ქალბატონი, ნაციონალებმა გამიჩალიჩეს, წინასაარჩევნოდ ჩაწყობილი ამბავი მგონია.

 

დამიბარეს ძველი თბილისის განყოფილებაში, 30 ივლისს დამაკავეს, 2 აგვისტომდე ვიჯექი გლდანის ციხეში. მომცეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ვადა გაუვიდა. იმის შემდეგ ცოლს ზღვაზეც ჩავაკითხე და ჩამოვიყვანე. არანაირი პრობლემა არ არის, მეუღლეც გაკვირვებულია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი