logo_geo
“ეს დღე რომ დისტანციურად აღენიშნათ, ასეთი შთამბეჭდავი არ იქნებოდა” – რომელ სკოლაზე გააკეთა არჩევანი ცისანა სეფიაშვილმა
- +

23 სექტემბერი. 2020. 02:33

 

 

ცისანა სეფიაშვილის ნაბოლარა ქალიშვილი დღეს სკოლაში წავიდა. მომღერალმა (და უკვე პოლიტიკოსმა) ნიტა ზაქარეიშვილი წყნეთის საჯარო სკოლაში მიიყვანა. როგორც ცისანა “პრაიმტაიმთან” აცხადებს, დღეს პირველკლასელთა მიღება პედაგოგმა ეზოში მოაწყო.

 

ცისანა სეფიაშვილი: – პატარებს რომ პირველი დღე კარგად დამახსოვრებოდათ, სკოლის დირექციამ სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ, ყველანაირი რეგულაციის დაცვით, აღნიშნა სკოლის დაწყება. ნიტა ძალიან გახარებული იყო. პედაგოგის და დირექციის მადლობელი ვარ. ეს დღე რომ დისტანციურად აღენიშნათ, ასეთი შთამბეჭდავი არ იქნებოდა.

 

– მესამე შვილიც მიემატა ონლაინ მოსწავლეთა სიას. არ გიჭირს ამასთან გამკლავება?

 

– სხვა გამოსავალი არ არის. ძალიან გვიჭირს. რთულია დისტანციური სწავლება და ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. მაგრამ რა ვქნათ?!

 

 – პოლიტიკურმა ცხოვრებამ რა ცვლილება მოგიტანა?

 

– ამაზე სატელეფონოდ არ ვსაუბრობ. აქტიურად ჩართული ვარ, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

შეგახსენებთ, ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გახდა და პარტიის სიაში მეცხრე ნომრად შევიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი