logo_geo
ნინო ნადირაძე: მამის გარდაცვალებამ შემცვალა
- +

12 დეკემბერი. 2020. 00:48

 

 

 „დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე.

 

- ყველაზე კარგი რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა...

 

- შვილიშვილი შემეძინა.

 

- როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?

 

- როდესაც ჩემ ირგვლივ ყველა ჯანმრთელად არის.

 

- რა არის შენი საყვარელი ფრაზა, სიტყვა?

 

- არასოდეს თქვა არასოდეს.

 

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

 

- თეთრი და კრემისფერი.

 

- რა არის სიყვარული?

 

- ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გასცა და მეც გამიჭირდება. არ ვფიქრობ ბევრს ამ საკითხზე, ვიღებ როგორც მოცემულობას. სიყვარული არის სიყვარული და მორჩა.

 

- რა არის თავისუფლება?

 

- აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. როდესაც ადამიანი გიყვარს, უკვე აღარ ხარ თავისუფალი.

 

- რა არის მეგობრობა?

 

- ორი უცხო ადამიანის განსაკუთრებული ურთიერთობა.

 

- რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

 

- უპირობო ერთგულება.

 

- რისი ხმა გაღიზინებთ?

 

- დაფაზე ცარცის გასმის ხმა.

 

- რამ შეიძლება გაგახაროს?

 

- ჩემი გახარება ძალიან იოლია. ცხოვრება ხანმოკლეა და ვცდილობ ბევრი რამისგან მივიღო სიხარული. ყველაფერი მახარებს. ელემენტარულად ჩემი თანამშრომლის კარგად შესრულებულმა საქმეც კი მაბედნიერებს.

 

- რა არის ღალატი?

 

- ღალატი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია, ისევე როგორც სიყვარული.

 

- რა თვისებები მოგწონს ადამიანში?

 

- გამჭრიახობა, როდესაც სხარტად და უცებ იაზრებს ყველაფერს.

 

- შენი ხასიათის მთავრი შტრიხი...

 

- მე მეორეული შტრიხები არ მაქვს, ყველა ჩემი ხასიათი მთავრია.

 

- რა გენატრება ყველაზე მეტად?

 

- ადამიანები ნიღბების გარეშე.

 

- რა გწყინს?

 

- როდესაც მატყუებენ. როცა ადამიანი გატყუებს, ამით ის შენს გონებრივ შესაძლებლობებს აყენებს შეურაცხყოფას.

 

- რამ შეიძლება აგატიროს?

 

- საკმაოდ ცივი ვარ, თუმცა ცხოველებზე და ბავშვებზე გული მიჩუყდება ხოლმე.

 

- ამბავი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია შენზე?

 

- მამის გარდაცვალებამ შემცვალა. მივხვდი, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია.

 

- რას კითხავდი ღმერთს შენს გადაცემაში რომ მოსულიყო?

 

- ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ღმერთს შევხვდე და არა სატანას. თუ ღმერთს შევხვდები, ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება და აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მეტყვის ან რას ვეტყვი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი