logo_geo
როგორ გავუმკლავდეთ ავ თვალს და რამდენად ეფექტიანია თილისმები?
- +

1 იანვარი. 2021. 18:27

 

 

რა არის ავი თვალი, როგორ დავიცვათ თავი მისგან და რამდენად ეფექტიანია ის გზები, რასაც არაერთი ადამიანი იყენებს - ამ და სხვა კითხვებით დაიჯესტმა მამა ანდრია სარიას მიმართა:

 

-ჩვენ ირგვლივ, ძალიან ბევრ ადამიანს ავი გავლენების სწამს. სჯერათ, რომ ავ თვალს მათთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ქრისტიანული გადმოსახედიდან, არსებობს ავი თვალი?

 

-რა თქმა უნდა, არსებობს. თუ გვჯერა კეთილის და ბოროტის, გვჯერა ავი თვალის არსებობის. ზოგადად, ადამიანის შინაგანი განწყობა ასახვას მის გარეგნულ მხარეზე ჰპოვებს. ბოროტ ზეგავლენას ადამიანზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუ თავად მისცემს ამის საშუალებას. ბოროტს არ შეუძლია თავისთავად გავნოს. თუ სიყვარულით იცხოვრებ, შეუძლებელია ბოროტებამ დაგჩრდილოს.

 

-რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ის გარეგნული საშუალებები, რომელთაც ავი თვალისგან დასაცავად იყენებენ? დღეს ჩვილებსაც კი გიშერს აბამენ, ტრენდად იქცა სამაჯურად შებმული წითელი ლენტიც...

 

-ქვა, ღორღი, შეშა, აქლემი, ციური სხეულები და სხვა მსგავსი უსულო საგნები ვერაფერში დაგეხმარება. მთავარია, ადამიანმა გააცნობიეროს, რისი იმედი აქვს - იმ საგნების, რომლებიც უსულოა და არაფერს არ წარმოადგენს თუ მისი, ვინც ამ ყველაფრის შემოქმედია. თუ უფლის იმედი გაქვს, არ გჭირდება ნივთები.

 

მე მესმის, რომ ადამიანებს უნდათ რაღაცის რწმენა ჰქონდეთ - მერცხლების, ჰოროსკოპის... - მაგრამ ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ადამიანს საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეს, რათა ღმერთამდე მივიდეს.

 

-კიდევ რას ურჩევდით მათ, ვინც მსგავსი ქვებითა თუ ძაფებით „მორთული“ დადის?

 

-პირველ რიგში უნდა ჰკითხონ საკუთაარ თავს - ქვას რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს? როგორ შეიძლება უსულო საგანმა სულიერს დახმარება გაუწიოს? ქვას ადრე დაკვესებისთვის იყენებდნენ, ძაფს - კერვისთვის... მაგრამ არა, ადამიანის სულის გადასარჩენად. ნივთები ადამიანის სულიერ ცხოვრებას ვერ დაიცავენ.

 

უმჯობესია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა, რომელიც ღვთის შემოქმედებითობას დაგვანახებს. მერე ღმერთს ვთხოვოთ, ჩვენი სული დაიცვას. ესაა საუკეთესო გზა - გვქონდეს აღმატებულის იმედი და არა იმის, რაც მისგანაა შექმნილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი