logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: გული მწყდება, რომ შემოქმედებით ცხოვრებას მოვწყდი, არადა, ბევრი გულში შენახული ამბავი მაქვს...
- +

10 აპრილი. 2017. 03:06


 

„თუკი რამეზე ცხოვრებაში გული მწყდება, არის ის, რომ შემოქმედებით ცხოვრებას მოვწყდი.   სპექტაკლებზე, კინოში, ლიტერატურულ საღამოებზე სიარულს ჯერ კიდევ ვახერხებ, მაგრამ ბოლო წლებში წერისთვის დრო აღარ მრჩება - არადა, ეს ჩემთვის ყოველთვის  მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რაც ცხოვრებისეულ მუხტს მაძლევდა და მასაზრდოებდა.
2007
წელს  გამოვეცი ლექსების კრებული, მქონდა არაერთი შემოქმედებითი საღამოთუმცა, ეს ყველაფერი მქონდა - დიდი ხანია მზად მაქვს ახალი წიგნის მასალა, რომელიც დატვირთული გრაფიკის გამო გამომცემლობამდე ვერ მივიტანეძალიან მინდათავი პროზაში მოვსინჯოვგრძნობ, რომ ბევრი უთქმელი, გულში შენახული ამბავი მაქვს, რომელიც ჯერ ჩემიდან გარეთ ვერ გამოვიტანე",-აღნიშნავს ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი „ქართულ აზრთან" საუბრისას.


თუკი ოცნებებზე ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ჩემი ოცნება, სხვა დანარჩენი, რაც ჩემს ცხოვრებაშია, მხოლოდ სურვილებია, რომლებიც უბრალოდ შეიძლება მოიფიქრო, დაგეგმო და განახორციელო

 

სხვათა შორის, 5 წლიდან ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, ვქარგავდი, ვქსოვდი (ქსოვის სამწლიანი კურსებიც კი დავამთავრე), მოკლედ, ხელოვნებისკენ მქონდა მიდრეკილება.

 

საერთოდ, მგონია, რომ  ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ: პირველი -  ისინი, ვინც რაც გამომივა" - ამ პრინციპით ცხოვრობენ და მეორე - ვინც ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში. მე - მეორე ვარ.

 

წიგნზე მუშაობის ოცნება იქით იყოს და, რა თქმა უნდამინდა, ჩემი ბიზნესი კიდევ უფრო განვავითარო, მაქვს გეგმებიც, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ. ალბათსიბერეშიც კი ვიცირა  მინდა ვაკეთო. საკუთარი თავის და შესაძლებლობების მჯერასამყაროც მეხმარება რაღაცებში და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი  იმაზე კარგად იქნება, ვიდრე მე წარმომიდგენია."

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=6465

 

 

 

 

 

big_banner
არქივი