logo_geo
ვინ არიან ელისო კილაძის „წყაროები“? რესპონდენტი გვარებს ასახელებს!
- +

9 მაისი. 2017. 23:25


 

ძვირფასო მკითხველო!

არ ვაპირებდი მსგავსი სახის შესავლის დაწერას, მაგრამ ჩვენი ინტერვიუს პირველ ნაწილზე საზოგადოების გამოხმაურების გამო ჩავთვალე საჭიროდ, მავანთათვის მკაფიოდ და ხაზგასმით გამემეორებინა:

 

ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში ალბათ, პირველი შემთხვევაა, როცა რესპონდენტმა ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ ამჯობინა დარჩენა და სახელიც თავად აირჩია  და მის თხოვნას, რა თქმა უნდა,  დავთანხმდი.  არ დაგღლით და პირდაპირ ინტერვიუერს მივუბრუნდები, რომელმაც დღეს დამირეკა და მითხრა: „ნერვიულობენ.  მეც მკითხეს, ვიყავი თუ არა შენი რესპონდენტი... გაგიჟებულები არიან. ჩემი სახელი არ მოსწონთ? (იცინის). უბრალოდ, ჯერ ვერ „გამშიფრეს" მისმა „ჩიტებმა". თავში ქვა უხლიათ. მთავარი ისაა, რომ საზოგადოება პირველად იღებს ფაქტობრივ ინფორმაციას ამ უზნეო ქალბატონის საქმიანობაზე. „სამართლიანი ჟურნალისტი" არა, კვახი!" - აი, ეს არის „ნესტანის" შეფასება...


- გიორგი, მეთანხმებითთუ არა იმაში, რომ დღეს ელისო კილაძე „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს...

 

- მისი ქცევებიდან თუ აქტიურობიდან ასე ჩანს.

 

- იმაშიც თუ მეთანხმებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა...

 

- მაქვს ჩემი შეფასება, მაგრამ ახლა რესპონდენტის აზრია საინტერესო...

 

- კითხვას უპასუხოდ ტოვებთ?

 

- მაშინ გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში და გიპასუხებ. „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეები რომ არიან,  ამას მე 2003 წლის 23 ნოემბრიდან ვყვიროდი. 24 ნოემბერს უნივერსიტეტის ეზოში მიტინგზე ამის გამო სააკაშვილი დამემუქრა კიდეც ასიათასი მხარდამჭერის  გამოყვანით და ანგარიშსწორებით!

 

სხვათაშორის, ბევრი დუმდა მაშინ, თუ მთლად ტაშს არ უკრავდა.

 

მეტიც:  ბევრი ჩვენი კოლეგა  2011 წლის 26 მაისის „ბართლომეს ღამის"  შემდეგაც მის  აქტიურ მეხოტბედ დარჩა, მე კი რეზინის ტყვიებით დაცხრილული სხეულის და მიღებული ტრამვების მკურნალობას წლები შევალიე!

 

- ანუ, მეთანხმებით და ახლა იმაშიც დამეთანმეთ, რომ ნაცების აქტიური და აგრესიული „პიარშიკის" ელისო კილაძის „წყაროდ" ყოფნა თავისთავად „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი რეჟიმის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს...

 

- თავისთავად... ესეიგი, გადადიხარ „წყაროებზე", არა?

 

- კი. დღევანდელი საუბრის თემა კილაძის „წყაროები" და „ჩიტები" იქნება. მას შემდეგ, რაც მას და მის გაზეთს დავშორდი, ამ თემას ვიკვლევ. მანამდეც ვიცოდი, ვხვდებოდი რაღაცეებს. ყველაფერს გიწერს, მათ შორის - პირად საუბრებს! ვიმეორებ - ყველა საუბარი იწერება!!! მისი ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი „წყარო" გახლდათ გელა ხვედელიძე! შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გახსოვს, ალბათ... ამასწინათ რომ ცემეს...

 

- არათუ მახსოვს, პირადადაც ვიცნობ და საკმაოდ ახლო ვიყავი. პირველი არ ხარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ იცი, რა მაკვირვებს? ის სკანდალი, რომელიც ხვედელიძის მოხსნით და დაჭერით დამთავრდა, თავად ელისო კილაძემ ააგორა. თავად დაამონტაჟა ლაშა ამირეჯიბის მიერ ბინძურად ჩაწერილი ფირი, ატრიალა „რუსთავი2"-ზე, დაბეჭდა თავის გაზეთში. ერთი სიტყვით, ცილისწამებათა ნიაღვარი მიუშვა თავად ხვედელიძის მისამართით. და ხურდაში მეც, ფოფხაძეც და ღარიბაშვილიც მიგვაყოლა! ჰოდა, გასაკვირია, როგორ დაახლოვდნენ მერე მსხვერპლი და მისი დამღუპველი?!...

 

- გეთანხმებით. ეგ ისტორია ცნობილია. მერე თქვენთანაც დაახლოვდა. გარეგნულად, თუმცა შინაურებში უკანასკნელი სიტყვებით გლანძღავდათ. მაგრამ ახლა სხვაა მთავარი საკითხი. ხვედელიძე გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და საკმაოდ ბევრი კადრი ყავდა სისტემაში დანიშნული. და ეს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული „ნაცებს".

 

- მაპატიე, გაწყვეტინებ და ჩემს აზრსაც აქვე გეტყვი. იმას ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ „ეროვნული ფორუმიდან" „ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული გელა ხვედელიძე ან არჩევნებამდე იყო „ჩანერგილი" ნაცების მხრიდან, ან თანამდებობაზე ყოფნის დროს გახდა სააკაშვილ-მერაბიშვილის მებაირახტრე.

 

- არა, არა, მაგას არც ვამბობ. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, როდესაც ელისოს მის წინააღმდეგ ჰქონდა გაჩაღებული კამპანია, გელა ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაზე იყო ნაწყენი. ელისოც ამ განწყობით იყო და ამ ვითარებაში გამონახეს საერთო ენა. ოღონდ ზუსტად არ ვიცი, როდის და როგორ. ვაგრძელებ: გელას ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი გახლდათ ავთო ბუღაძე. ამ ბუღაძეს მხოლოდ „სუს"-იდან არ გამოჰქონდა ინფორმაციები.

 

- ახლაც „სუსშია" ავთო ბუღაძე?

 

- არა! როდესაც „გაიშიფრა", ის, რათქმა უნდა, „წავიდა". ბუღაძეს მასალებსა და ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდნენ მისი „მეგობრები" - სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ზაზა ფილია და ვაჟა კირტავა!

 

- ბოდიში, გაწყვეტინებთ... საიდან გაქვს ინფორმაცია ან ბუღაძეზე, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებზე...

 

- ერთი წუთით... დავამთავრებ სათქმელს. აკიგითხარი, მეც მაქვს რაღაც გამოცდილება ჟურნალისტური გამოძიების მხრივ. თანაც, რა გესწავლება,  მცირერიცხოვან რედაქციაში არაფერი იმალება. ამდენი ხანი ვიმუშავე „ქრონიკა+" - ში და სხვათაშორის, ელისოსაც აქვს ნათქვამი... რედაქციაში არაფერი არ იმალება... მითუფრო, რაღაც დავალებები მეც შემისრულებია. ჰოდა, ორივე მათგანი დღესაც მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მეტიც - ვაჟა კირტავა „საქართველოს მელიორაციის" აქტივების დირექტორია ახლაც!

 

- აბა, ხვედელიძე რა შუაშია დღეს? არც თანამდებობა აქვს, არც ინფორმაციებზე წვდომა და...

 

- სხვათაშორის, ძალიან ბევრმა ელისოს ზოგიერთმა ე.წ. „წყარომ" სხვადასხვა მიზეზით დატოვა უკვე თანამდებობა. თუმცა, გელას თემას დავასრულებ... გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ აწვდიდა ელისოს ინფორმაციებს, „ქართული ოცნების" გუნდის დიდად ინფორმირებული მაღალჩინოსანი იყო კაცი და იცი, ბოლოს ინსტრუქციებს ვისგან იღებდა? ელისოსთან ამბებს, იცი, ვინ აბარებდა?

 

- გისმენთ...

 

- დათა ახალაია და ზურაბ ადეიშვილი! მეტსაც გეტყვით: ზუსტად ვიცი, წინასაარჩევნოდ შეხვდნენ ერთმანეთს დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და გელა ხვედელიძე!

 

- საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა! და სად შეხვდნენ?

 

- დიახ, გიმეორებთ: წინასაარჩევნოდ, უნგრეთში შეხვდნენ ერთმანეთს დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და გელა ხვედელიძე! მეტიც: ელისომ თავად თქვა, -  ჩამოვიდა გელა და უნდა შევხვდეო. ესეც შენი გელა ხვედელიძე, „ქართული ოცნების" ყველა მაშინდელი საიდუმლო ინფორმაციის "მატარებელი კაცი!"

 

- შოკში ვარ! დაუჯერებელია!

 

- დაიჯერე, გიორგი, დაიჯერე! ახლა სხვები... თუ გახსოვთ და თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი წლის წინ, კილაძემ უშიშროების საბჭოდან ფარულად გამოტანილი ამბავი რომ გაახმაურა, როცა თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილისა და სოსო გოგაშვილის დაკითხვას ითხოვდა... გახსოვთ?

 

- არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ.  კილაძე ნახევარი ქვეყნის დაკითხვას ითხოვს, ნახევრისას - დაპატიმრებას და სად ვდიო ყველა მის განცხადებას...

 

- აი, საგანგებოდ წამოგიღეთ ამონარიდი  მისი იმდროინდელი წერილიდან:

 

„მართალია, მედიაში დილით გავრცელებულ ინფორმაციას არც კანცელარიაში ადასტურებენ და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო დაზვერვის შეფი დავით სუჯაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი. კულუარებში უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ შეხვედრის ბოლოს თავდაცვის მოქმედ მინისტრს, თინა ხიდაშელს, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასვლას შესთავაზებდნენ"

 

სწორედ ამ შეხვედრის კულუარული ამბავი გაახმაურა ელისომ, როდესაც ჯერ ნიუსი და შემდეგ სტატიაც მიუძღვნა ამ ამბავს. თურმე,  მცირე „შეკამათების" დროს, როგორც კილაძე წერდა, - „ხიდაშელის პასუხად გიორგი კვირიკაშვილს ჯერ ხუთწუთიანი პაუზა გაუკეთებია, მერე კი თავდაცვის მინისტრისთვის კითხვა დაუბრუნებია, - რას გვთავაზობთ, ირაკლი ღარიბაშვილი დავიჭიროთო? პრემიერის რეპლიკა თინა ხიდაშელს უპასუხოდ დაუტოვებია და ამჯერად უკვე ვახტანგ გომელაურისთვის უთქვამს, - მარტო ღარიბაშვილი კი არა, შენი მოადგილე გოგაშვილიც საქმეშია და სულ ზეპირად ვიცი, რას და რა ფორმით აკეთებს ჩემს წინააღმდეგო..."

 

ქვეყნის უშიშროების საბჭოდან (!) რომ ელისოსთან მასალები მიდიოდა, ზუსტად ვიცი! ის ადამიანიც ვინც არის, ვიცი, მაგრამ ახლა აღარაა იმ თანამდებობაზე...

 

- ელისოსთან „თანამშრომლობაზე" საუბრობდი და მაშინ პირდაპირ გკითხავ - მხოლოდ ერთეულების იმედად ვერ დარჩებოდა კილაძე... თუ რაიმე ორგანიზებული ჯგუფი არსებობს?

 

- დაბეჯითებით ვერ გეტყვი. ვამბობ მხოლოდ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი. მაქვს ვარაუდებიც, მაგრამ ასე ხელაღებით ვერავის დავადანაშაულებ და ვერავის დავადებ ხელს! ყურადღება მიაქციე იმას, რომ აქ მხოლოდ ინფორმაციის გატანა არ არის მთავარი. ინტერპრეტაციაა. აქ ელისო ისე ამუშავებდა ამ მასალებს, როგორც თავად აწყობდა. ათი ინფორმაციიდან ორს ზუსტად ისე იტყოდა, როგორც აწვდიდნენ, ხოლო დანარჩენს საჭიროებისამებრ ამუშავებდა და გარკვეულ ჩინოვნიკურ ფენებში შიშსაც სთესდა და ასეთი მინიშნებების  მერე უკვე სხვა ტიპის „მოლაპარაკებები" იწყებოდა. ახლა რამდენიმე „წყაროსაც" ჩამოგითვლით და შოკი მერე ნახეთ...

 

გელა ხვედელიძის მძღოლის შვილი, გვარად შუღლიაშვილი, რომელიც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში, აწვდიდა ინფორმაციებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის გადაადგილებისა და ვიზიტების შესახებ. არც ის ადამიანი აღარ მუშაობს...

 

ჰო, ერთიცაა: ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ელისოზე არც გადის... მისი გარემოცვიდან და თანამშრომლებიდან ელისოსთვის რამდენიმე სანდო პიროვნებაც საქმეშია... არა აქვს მნიშვნელობა, მაკა იქნება ეს, თოკა ანუ თორნიკე, ნანა თუ სხვა ვინმე. ეს არის მისი მთავარი დამრტყმელი ძალა, ისინი ავრცელებენ სოციალური ქსელებით ყველაზე ამაზრზენ ინფორმაციებს. მათ შორის - პირადულსაც! მაგრამ ჯანდაბას ეს პირადული. მთავარი ის არის, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის მუშაობა. თანაც, ამოფარებულნი ვითომ პატრიოტიზმზე, ვითომ დასავლურობაზე, ვითომ რუსეთუმეობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამბობს - რუსეთი ოკუპანტიაო და ამ შეძახილით აშანტაჟებს ხალხს ეს მართლაც გამომძალველი! აი, ამ ბანდას ამარაგებენ ჩემს მიერ დასახელებული პირები და ისმის კითხვა: რატომ უნდა აძლიერებდნენ კულუარული ინფორმაციებით „ქალბატონ ჟურნალისტს", რომლის ნებისმიერი ნაბიჯიც „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს?

 

- სიაში კიდევ გყავთ ვინმე?

 

- კი. ვაგრძელებ: შემდეგია ნანა ყეინიშვილი! „ქართული ოცნების" ქვოტით გასული წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი! ეს ელისოსთან ჩახუტებული ქალია. „ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ ცნობილი წევრი გიორგი ბოტკოველი! თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი თინათინ ხანჯალიშვილი! „ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე თელავში დათო ჯორჯაძე! თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან" ნუგზარ ცაიკიძე! ასევე თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გია ემინაშვილი!ასევე თელავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" ბაადურ რევაზიშვილი! ქეთი ილაშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე! იკა საჩიშვილი - თელავის მერის მოადგილე!

 

- თელაველების სიმრავლე თვალში საცემია. ეტყობა, აქედან აქვს მაკა მოსიაშვილს ასეთი მდიდარი ინფორმაციები. ისე, ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, ობიექტურობისთვის  მაკა  მოსიაშვილის თემასაც შევეხები. მასთან ერთად  საკანში მყოფმა ქალბატონმა დამირეკა და თანამესაკნეების დაბეზღებისა და ციხის უფროსთან დაკავშირებულ თქვენეულ ვერსიას სიცრუე და გაუგებრობა უწოდა.

 

- დეტალებში ახლა ვერ შევალ, გიორგი, მაგრამ წინა ინტერვიუში რაც ვთქვი, მე ახლაც იმავე მოსაზრებაზე ვრჩები. თუმცა, ახლა თქვენი ნებართვით გავაგრძელებ საუბარს. ელისო კილაძის ერთ-ერთი წყაროა დავით დვალი - ქუთაისის მერის მოადგილე! მეტიც - თავად ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც ელისო კილაძის ინფორმატორია და პატარა ბიჭუნასავით ემსახურება და ელოლიავება, ისეა დაშინებული! თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დავით გოგიძე! მეტიც: თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძეც კილაძის  სტაჟიანი ინფორმატორია!

 

- საკმაოდ წარმომადგენლობითი სიაა. თუმცა, მხოლოდ ინფორმაცია არაა მთავარი...

 

- არ დამისრულებია, გიორგი. საზოგადოებას აუცილებლად დააინტერესებს, თუ ვინ აფინანსებდა და ვინ აფინანსებს ელისო კილაძეს? გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ტელეჟურნალისტის ხელით უგზავნიდა, როგორც მოარულად ვიცი, 5000 (ხუთიათას) ევროს. ნუ მომთხოვ გვარის დასახელებას. თანხის გაცემა ახლა შეწყვეტილია და შეწყვეტის მიზეზს ვაზუსტებ. ეჭვი მაქვს, „ნაცების" შიდა დაპირისპირების ამბავია... შემდეგ მეგი გოცირიძემ, რომელსაც ადრე არ სწყალობდა და აუგად იხსენიებდა, გაიყვანა ელისო სააკაშვილთან კავშირზე და 2015 წლის ზაფხულის მიწურულს უკრაინაშიც იყო ჩასული ელისო, სადაც პირადად შეხვდა სააკაშვილსაც და მგონი, ადეიშვილსაც, როგორც ვიცი. იმ დღიდან მათ ინსტრუქციებს გულმოდგინედ ასრულებს! სხვათაშორის, ჩამოსვლის შემდეგ რედაქციაში გახარებული ჰყვებოდა მიშასთან შეხვედრის დეტალებს... მათი მითითებით უმოწყალოდ ლანძღავს კონკრეტულ ადამიანებს, ჯგუფებს და ზუსტად ვიცი, მიშა კობა ნაყოფიას ხელით უხდის თვეში 4000 (ოთხიათას) დოლარს!

 

- ჰო, კობა ნაყოფიას გვარმა და ამ ჭორმა მედიაშიც გაიჟღერა რამდენიმე თვის უკან...

 

- არ არის ეს ჭორი! უფრო მეტს გეტყვით: ელისოს აქტიური კონტაქტი აქვს თემურ ალასანიასთან, მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან! გახსოვთ, ალბათ, ახლახანს სკანდალური ჩანაწერიც გამოქვეყნდა იარაღით ვაჭრობის თემაზე. აი, ამონარიდიც. ესეც წამოვიღე, რომ კარგად გავიაზროთ, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე: 

 

გამოცემის სახელია "ОРД"-მა გამოაქვეყნა პუბლიკაციასააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?", - რომელმაც გამოიწვია საზოგადოების ინტერესი იარაღის უკანონო ვაჭრობისა და მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების თემის მიმართ. ინფორმაციასუკრაინული რევოლუცია" აქვეყნებდა. ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელიც პუბლიკაციიდან შევიტყვეთ, გახდა ადამიანის გვარი, რომელიც დაფინანსების სანაცვლოდ კომპრომატს აქვეყნებს. ეს იყო ვინმე ელისო კილაძე, გაზეთიქრონიკა +"- ის რედაქტორი. პუბლიკაციაში ასევე იყო დასახელებული ჟურნალისტების მოსყიდვისათვის გამოყოფილი თანხების წყარო - იარაღის უკანონო ვაჭრობა. „უკრაინული რევოლუციის" ჟურნალისტების ერთ - ერთმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ღვიძლი ბიძა - თემურ ალასანია იარაღის ვაჭრობაში არაერთხელ დაადანაშაულეს."

 

აი, ამისთვის იბრძვის, პოლულარობისთვის და ფულისთვის! გიორგი, საგანგებოდ გაძლევთ ინტერნეტ - მისამართებს. გამოაქვეყნეთ და საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს, რაზედაც ვსაუბრობთ.

 

/აქ მკითხველს რესპონდენტის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ინტერნეტ-ლინკს ვთავაზობთ: http://expressinfo.ge/

 

- საინტერესო და დამაფიქრებელია ეს ყველაფერი. დავუბრუნდეთ კილაძის მოქმედების სტილს, წეღან რომ ვსაუბრობდით...

 

- როგორია ელისოს მუშაობის სტილი? მუშაობის სტილი კი არა, გამოძალვის სტილია ეგ! ჯერ წერს ათას სიბინძურეს და ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს, მერე ამ აჯაფსანდალში დატერორებული და დაშანტაჟებული ადამიანი ეძებს „გარკვევის" გზებს. და ამას ეძებს კიდეც ეს ქალი, ამასვე შესთავაზებს სანდო ადამიანების მეშვეობით  და ე.წ. „სტავკებს" უთვლის...

 

- ეს გზა მის საახლობლოს ათვისებული ჰქონდა. მახსოვს ერთი ისტორია. ხვედელიძესაც აშანტაჟებდა ე.წ. ერთი „უფლებადამცველი". და ასე აგრძელებს ახლაც?

 

- რა გაიკვირვე? სოსო გოგაშვილს, იცი, რატომ გადაეკიდა? თვეში ათიათასს სთხოვდა, შუამავლებს უგზავნიდა და მათ შორის, სხვათაშორის, ერთ-ერთ პოპულარულ პიროვნებასაც და მეტსაც გეტყვი - მესიჯებსაც წერდა გოგაშვილს - მეგობრობა უფრო კარგი ვიციო!

 

- ეს რაღაც ახალია... მართლა მასე იყო?

 

- დიახ, დიახ! სრული იგნორი რომ მიიღო გოგაშვილისგან, მერე დაიწყო თავისი ბინძური მეთოდების გამოყენება!

 

იგივე გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართაც! გიკვირს, ხომ? სხვათაშორის, ელისოს მეუღლე პოლიციელია. ბოლოს ქუთაისის მომსახურების სააგენტოში მუშაობდა. მერე რაღაც მოხდა და გაუშვეს. ელისომ მისთვის მაღალი თანამდებობა მოინდომა და უარი რომ მიიღო, ახლა გოგა მღებრიშვილსაც  გადაეკიდა! აი, ესაა მისი „ჟურნალისტიკა"!

 

- საინტერესო იქნება ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის...

 

- კარგია, რომ არ გეშინიათ, არ გერიდებათ. წამოვა ახლა ლანძღვა-გინების ნიაღვარი, ცილისწამება, პირდაპირი შეურაცხყოფა. იცით, რამდენი „ტროლი" ჰყავს სოციალურ ქსელებში? ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ფეისბუქში ლანძღოს ელისოს ე.წ. მტრები. თავისიანებს უთვლის, კარნახობს, ვის რა დოზით დაარტყან, როგორ გალანძღონ... მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს და ამჯერად - თქვენი დახმარებით! თუ თქვენ გაჩერდებით, სხვასაც მივმართავ...


                                                                         ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი

                                                                         (გაგრძელება იქნება)


 




 

ავთო ბუღაძე

 

 

 

ალექსანდრე საჩიშვილი

 

 

 

ბაადურ რევაზიშვილი

 

 

გელა ხვედელიძე

 

 

ვაჟა კირტავა

 

 

ზაზა ფილია

 

 

მაკა მოსიაშვილი და გიორგი ბოტკოველი

 

 

ნანა ყეინიშვილი

 

 

ნუგზარ მალაღურაძე

 

 

ნუგზარ ცაიკიძე

 

 

 

ფოტოზე მარჯვნივ - თინათინ ხანჯალიშვილი

 

 

ქეთი ილაშვილი

 

 

შოთა მურღულია

 

 

ფოტოზე მარჯვნივ - გია ემინაშვილი

 

 

 

 

big_banner
არქივი