logo_geo
ირინა გოგოსაშვილი: ამ დანაშაულში პირდაპირ ფიგურირებს ელისო კილაძე!
- +

24 მაისი. 2017. 10:41


 

„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია:  ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."

მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია!  

ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას!


- მე ამ „პოსტის" („არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო ( ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - ავტ.) შემდეგ დავრეკე ნანა თვალაბეიშვილთან, ანუ მთავარი რედაქტორის მოადგილესთან: „მე ელისომ გამიშვა კონკრეტული კომპრომატების „ქეისით" სამსახურიდან - თქო?" - ვკითხე. „არა, რას ლაპარაკობო" - შეიცხადა ნანამ და რაღა დაგიმალო, მეფერა კიდეც. როცა ელისოსთან მუშაობის პერიოდში ორჯერ უკიდურესად დამეძაბა ურთიერთობა, კილაძის ძმა გოჩა და ნანა თვალაბეიშვილი  ჩემს ეზოში, ჩემთან სახლში ამოქანდნენ და - „ხომ იცი, რა ტიპია, უცებ ამოიყვირებს და მერე ბოდიშებს იხდისო" - მეუბნებოდნენ და სამსახურში დაბრუნებას მთხოვდნენ! დიახ, „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან ორჯერვე მე წამოვედი ჩემით და არანაირი კომპრომატების ქეისი ჩემზე არ არსებობდა, ვერც იარსებებდა და ვერც მომავალში იარსებებს!

ვიდრე საუბარს გავაგრძელებდეთ, აქვე კილაძესაც მივმართავ: გეთანხმები, ელისო! დაგვიანებულია შენი რეაქცია! წამოსვლამდე გთხოვე შენი კომენტარის შეცვლა, სადაც ყველაში გამრიე და ქრთამის და შანტაჟის გამო გაშვებულთა (როგორც თავად წერ!) სიაში ჩამსვი!


თუნდაც ერთი ფაქტი ან კომპრომატი რომ ყოფილიყო ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში, მე დღეს იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში ვიქნებოდი, ვისაც თავის ჭკუაზე ატრიალებს ამა თუ იმ მედიის ხელმძღვანელი! ერთადერთი რამ, რაც შეიძლება თქვან ჩემზე, - არის გინება, როდესაც გაბრაზებულს ვინმესთვის შემიგინებია და სრულიად დამსახურებულადაც!


- „ქრონიკა +"-ის რედაქციაში მუშაობის პერიოდში ჰქონდა მსგავს გინებას ადგილი?

 

- რამდენჯერაც გაგიხარდება... მათ შორის, ძალიან მაღალი თანამდებობის პირისთვისაც შემიგინებია! მე სამსახურიდან კონკრეტული „ქეისით" გაშვებულთა დასახელება მოვთხოვე ნანას. „ან ეგ პოსტი წაშალეთ"-მეთქი, ვთხოვე. მაგრამ ხუთასმა ადამიანმა დამირეკა, გაგიჟებულები არიან - შენც ხარ მაგ სიაშიო? - მეკითხებიან.


თუნდაც მხოლოდ „მახაჩა" ავიღოთ. თუ ლირიულად ვიტყვი, მალხაზ თოფურიას 1905 წლის რევოლუციიდან ვიცნობ, მეორე მსოფლიო ომშიც ერთად ვიყავით,  ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც ერთად ვიცავდით და სხვათაშორის, ძალიან სერიოზულ ომებში ვიყავით მე და მალხაზი ერთად.


„მახაჩას" მივმართავ: ირინა როგორიც დაიბადა, ისეთივე მოკვდება! ჩემგან ღალატი არის აბსოლუტურად გამორიცხული ქმედება და ახლაც, ამ განცხადებითა და ინტერვიუთიც არ ვღალატობ არც საკუთარ პრინციპებს და არც ჩემს პროფესიას! იმიტომ, რომ ვამბობ იმას, რაც იყო და რაც არის ასი პროცენტით სიმართლე!!! მე ვუღალატებ ჩემს თავს, თუ არ ვიტყვი იმას, რაც სათქმელია! თურმე გამომძალველი, მექრთამე და რაღაცა „ქეისით" ვარ გამოშვებული... ვაი, როგორ მეცინება?!


რამდენიმე დღის წინ ნანა თვალაბეიშვილსაც ვუთხარი და თქვენც გიმეორებთ: პირველად რომ წამოვედი, გლოვა იყო ჩემს ეზოში და დიიიიდი ხვეწნის მერე დავბრუნდი. დამავიწყდა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ უნდა შევსულიყავი.


რაც ახლა ხდება, ეს მე არ მეხება. ეს ქვეყანას ეხება! თუ „ნაცმოძრაობაა" ჩემი ხვალინდელი ქვეყანა, მე ან უნდა წავიდე ქვეყნიდან, ან უნდა ვებრძოლო, როგორც აქამდე მიბრძოლია! დიახ, სახლი „ნაცმოძრაობამ" დამიწვა!  დიახ, „ნაცმოძრაობამ" დამიჭირა ჯაშუშობის ბრალდებით და სად იყვნენ ეს მართალი ჟურნალისტიკის კორიფეები? „ალიას" და „ასავალ-დასავალის" გარდა ვინმემ რამე დაწერა იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც გამოვიარე?! დღემდე ვერავინ შელახა ჩემი პროფესიული ავტორიტეტი და ვერც ახლა მივცემ ამის უფლებას ვერავის!


ლოდინი ვიცი, არაჩვეულებრივი თვისება მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მოვიდა ის დრო, როცა უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი! რომ გვემუქრება „ქეისებით" ელისო კილაძე, გამოვუქვეყნებო, - პირადად მე რა უნდა გამომიქვეყნოს? ის ხომ არა - თურქები ასიათას დოლარს რომ მაძლევდნენ - თავი დაგვანებეო?


- და რისი გამოქვეყნებით გემუქრება? გახსენა უკვე?

 

- კი! შემატყობინეს, რომ იმუქრება რაღაცეების გამოქვეყნებით... ღიად და პირდაპირ ვამბობ: ის, რაც მავანს კომპრომატი ჰგონია - ცამდე მართალი ვარ! მოკლედ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჩემი ოჯახის ვალი მართებს და მეტსაც გეტყვით - ის კაცი  ამ ვალს გადაიხდის! ელისომ იცოდა ამ პრობლემის შესახებ, სტატიის დაწერაც შევთავაზე, მაგრამ ბოლოს საერთო ნაცნობების ჩარევის გამო გამოქვეყნებისგან თავი შევიკავე. კი, ბატონო, გამოაქვეყნოს ჩემზე ის ვითომ „კომპრომატი", რაც ხელთ აქვს და მერე მე თქვენ გაჩვენებთ, რამდენი თავიც „დაიყრება"! და თუ ელისო კილაძე ვერ გამოაქვეყნებს ჩემს მამხილებელ დოკუმენტებს, მაშინ მე გამოვაქვეყნებ! უბრალოდ, არ მინდა, დავასწრო...


- ამით, მგონია, ხელს აფარებ კილაძის დანაშაულებრივ ქმედებას...

 

- იურისტი არა ვარ და ვერც კვალიფიკაციას მივცემ, მაგრამ მე რასაც გამოვაქვეყნებ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული!


- ელისო კილაძის მიერ ჩადენილი?

 

- დიახ! საკმაოდ სერიოზული დანაშაული! ხომ ამბობს, „ქეისი" მაქვს რედაქციიდან ყველა წასულ ჟურნალისტზეო... ჰოდა, დადოს ის „სქელტანიანი" „ქეისი", რას ელოდება? რამდენიმე დღის წინ ტელეფონით მითხრა - „ბოლო ნომერში ყველა წასულ ჟურნალისტს მადლობა გადაგიხადეთო"... და მადლობას რისთვის გვიხდის, თუკი გამომძალველები და შანტაჟისტები ვართ და „ქეის კომპრომატებს" დავათრევდით ზურგით?!


- შეიძლება, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ უკან დაიხიოს და „ირინას ვიღაცეები აგიჟებენ და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებენო" - თქვას...

 

- მე ვინ უნდა ამამხედროს, როცა არცკი ჩამოვსულვარ იმ ცხენიდან, რომელიც მართლა ადამიანს მუდამ შეკაზმული ჰყავს? მე მეორედ ისეთი შეურაცხყოფილი გამოვვარდი „ქრონიკა+"-ის ოფისიდან, ისეთი გაცეცხლებული - დღემდე არ გამნელებია! მეტსაც გეტყვით: მე მაქვს წერილი, კილაძის მოწერილი, სადაც მე მაშანტაჟებს!


 ...

 

- დიახ! მე მაშანტაჟებს! დოკუმენტურად დადასტურებული ამ შანტაჟით კი ელისო კილაძე დაეტაკა იმ კედელს, რომელსაც ნამდვილად არ უნდა დატაკებოდა! მე ვარ გამომძალველი? მერაბ ვეკუა რომ მოვიდა და  ტკბილეული და კონიაკი მომიტანა რედაქციაში, ეგ არის გამოძალვა? შოკოლადი იქვე შეიჭამა, კონიაკი იქვე დაილია... თუ ნესტან ტურაბელიძემ რომ მომიტანა  მურაბა, რომელიც რედაქციაშივე დარჩა, ეგ არის გამოძალვა? თუ ის გროშები, თუნდაც „პრემიალურით" გადმოგდებული - არ მეკუთვნოდა?

ვინც მემუქრება, სიმართლის „ლიმონკას" ვთხრი პირში!

დიახ, მე არც ნინო ჯღარკავა ვარ და არც გიორგი მამაცაშვილი, დიდაქტიკურ მოტივებზე ეპისტოლარულად რომ ვებაასო! მე ჩემი ბრძოლის მეთოდები აქვს!

საზღვარი აქვს უზნეობას! ჩემთვის რომ ვიღაცას დაეწერა ის, რაც ჯღარკავას დაუწერა - მანდვე დავსვამდი წერტილს! სხვათაშორის, მე და ნინო ჯღარკავას ძალიან ცუდი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან. ელისომ მითხრა, შენი შვილი გალანძღაო და ამ თემაზე „შევყევით" მე და ჯღარკავა რამდენიმე წლის წინ... არადა, საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს.

აი, აქაც ელისოს ხელი ურევია...

დეტალებს ახლა ნუ მომაყოლებ, მოდი, მთავარ სათქმელს მივუბრუნდები: რაც ელისომ დაუწერა ნინო ჯღარკავასა და მის შვილს, ეს აღარც უზნეობაა! ამას სხვა რამ ჰქვია! მეტსაც გეტყვით: ეს რომ ჩემზე დაეწერა, დღეს ელისო კილაძე ცოცხალი აღარ იქნებოდა!


როცა ვინმე საზღვრებს გადადის - შეიძლება, გიჟი ვარ, შეიძლება პატივმოყვარეც, შესაძლოა აფექტისკენ მიდრეკილიც, მაგრამ ძალისმიერ მეთოდებზე გადავდივარ ასეთ დროს... ოფისში შევუგდებდი „ლიმონკას"... (ნანას გამოვიყვანდი, თვალაბეიშვილს, იმიტომ რომ მიყვარს) და მერე მთელი ოფისიანად ავაფეთქებდი! დიახ, კანონი თუ არ კანონობს და ასეთი თავგასული ადამიანების არცერთი ნაბიჯი თუ დასჯადი არ არის, მაშინ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებებს! დიახაც, ჩემი თავი „ჩირადაც" მიმაჩნია, ოღონდ ჩემთვის, მოკრძალებულად... არავისთვის შემიხსენებია და არ მისარგებლია იოტისოდენად, რომ ჩემი სამშობლოსთვის მცირედი მეც გამიკეთებია! ამიტომ, მიფრთხილდნენ!


ასე რომ, ჩემს ძვირფას მახაჩას" გადაეცით - მე ბრძოლა დღეს დავიწყე!


მე მოვითხოვ ელისო კილაძისგან, - დაწეროს, რომ ირინა გოგოსაშვილის გარდა ყველა მისი გაშვებულია და თან, კონკრეტული „ქეისებით", თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბუნებაში მართლაც არსებობს და ბოდიში მომიხადოს!


დიახ, ბოდიში მომიხადოს! დაწეროს და მერე, ის სხვებიც იფიქრებენ, დღემდე რომ ინარჩუნებენ დუმილს, როგორ თქვან თავისი სათქმელი!


რამდენიმე დღის წინ,  ნანას რომ ვესაუბრე, მერე ელისოსაც გადასცა ყურმილი. „ნუ მემუქრები"-მეთქი, ვუთხარი. და ახლაც ვუმეორებ!


- ბოლო-ბოლო რა მიზეზით წამოხვედი „ქრონიკა +"-დან...

 

- ელისომ ყველაზე უკეთ იცის ჩემი წამოსვლის  მიზეზი... მე მაქვს კონკრეტული დოკუმენტები, რითიც მე საზოგადოების თვალში  ავმაღლდები, ელისო კილაძე კი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს საკუთარ ე.წ. ჟურნალისტურ კარიერას! ვადევნებ თვალს ყველაფერს და შენზე რომ წერს თითქოს ირონიით - „წითელი შრიფტით წერს მასალებსო", - მე მაქვს წერილი, დიახ, ელისოს წერილი, წითელი პასტით დაწერილი წერილი, რომელიც თავად ელისოს წინააღმდეგ იქნება მიმართული! „მე შენ მას არ დაგაშანტაჟებინებ!" - ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე მომწერა და მერე, ამ თავისი მინაწერით, ვისთან რა ურთიერთობები დაამყარა, ეს ცალკე საკითხია კიდევ. თუმცა, სამსახურიდან მეორედ  წამოსვლის მიზეზზე მკითხე და გეტყვი...


მე მქონდა მასალა გამზადებული კონკრეტული რესპონდენტის, რომელიც „ნაცმოძრაობამ" ჩასვა ციხეში, წაართვა ქონება, გაუძარცვეს პარტნიორი მიცვალებული, მიცვალებულის ოჯახი და ქონება... ეს კაცი დოკუმენტებით ჰყვება ყველაფერს... გეტყვით ბარემ: ბადრი პატარკაციშვილზეა საუბარი... ანუ, ეს კაცი, ვინც ბადრისთან ერთად იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოვიდა ჩემთან კავშირზე და ეს იმდენად დიდი შოკი იქნება საზოგადოებისთვის, მისი ვინაობა რომ დავასახელო, ამ ადამიანის მონათხრობის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობას კი აღარც მეგობრობა მოუნდებათ არავისთან და აღარც სიყვარული...


- და ელისო რა შუაშია ამ მასალასთან?

 

- ვრცელი მასალა იყო და გაგრძელებებით უნდა დაბეჭდილიყო. ელისო მთავარი რედაქტორი იყო და, რა თქმა უნდა, შევუთანხმე თემა... ვუთხარი რამდენიმე დეტალიც... გავუმხილე, რომ იმ დამნაშავე მხარესთან ერთად ის ხალხიც ფიგურირებდა, რომელსაც ელისო აქტიურად ებრძოდა გაზეთის თითქმის ყველა ნომერში.


მეორე დღეს დილაადრიან მირეკავს ელისო. „რედაქციაში მოდი და გუშინ რაც მითხარი მასალაზე, ერთ ადამიანთან უნდა გაიმეორო და წყაროც უნდა დაასახელოო" - მეუბნება. მივედი მეორე დღეს და წინდაწინვე შემამზადა, - ხომ იცი, ახლა რომ მოვლენ, ყველაფერი უნდა მოყვეო... ვიუარე, - რა უნდა მოვყვე, ან რა გითხარი-მეთქი? - ვკითხე. უცბად მივხვდი, რაც ხდებოდა... ელისოს დაავიწყდა, რომ მასზე მეტი ცხოვრებაც მაქვს გავლილი და ჟურნალისტიკაშიც მასზე დიდი სტაჟი მაქვს! და, ამ დროს ელისოს ოფისში შემოდიან ისინი, მაღალი თანამდებობის პირები! მოვიდნენ და მოიყოლეს ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც ვითომ ჩემი „ინფორმატორი" იყო. არადა, ამ დროს ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო! არაფერ შუაში! მეტიც, რამდენიმე წელი ნანახიც კი არ მყავდა...


ყველაზე შეურაცხმყოფელი, იცი რა იყო? ისინი ისეთი „ბრექით" მოვიდნენ, აი, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად... არადა, ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ფეხზე მკიდია ყველა თანამდებობა! დიახაც - თუ თაგვივით უნდა ხრა ეს ქვეყანა, ფეხებზე მკიდია შენი თანამდებობაც და შენი სახელიც! აი, ასეთი ვარ და რა ვქნა?


სამნი მოვიდნენ. მაღალი თანამდებობის პირები - ძმები და ერთი ვიღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „ერთი, რა გაქვს სათქმელი და დასაბეჭდიო" - აგდებული ტონით მკითხა ერთ-ერთმა ძმამ. ამ დროს ელისო მეუბნება - „ირინა, ახლა გაიმეორე, რაც გუშინ მითხარიო!"


- ანუ, ელისო კილაძემ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო გაზეთში...

 

- დიახ, ელისომ ნომერში დაბეჭდვამდე, ბრალდებულ მხარეს შეატყობინა მასალის არსიც და შინაარსიც!


- იქნებ, კომენტარის გასაკეთებლად შეატყობინა?

 

- რა ბრძანე? და კომენტარზე მოსული კაცი მეკითხებოდა - „შენი ინტერესი რა არის ამ საქმეშიო"? დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ქრთამს მთავაზობდნენ! სიტყვა-სიტყვით დაწერე, იმ მაღალი თანამდებობის ძმებიდან ერთ-ერთს რაც ვუთხარი: „აა, ჩემს რედაქტორთან უკვე „გაიასნებული" გაქვთ ინტერესები? - მეთქი" -  ვკითხე და მივაყოლე: „ჩემი ინტერესი ის იქნება, შენ და შენისთანებს რომ მ-ა დედის ტ-ი" - მეთქი! ეს ვუთხარი, გამოვიჯახუნე კარები და წამოვედი!


აი, ასე წამოვედი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან პირველად და დღეს ვის უნდა მოუტრიალდეს ენა, ჩემს „ქეისებზე" რომ ილაპარაკოს?! ჩემი მასალა, რომელიც გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო, არის თუ არა საიდუმლო იქამდე, ვიდრე არ გამოქვეყნდება?


- რა თქმა უნდა...

 

- მერე? თუ რედაქტორი ხარ, რატომ აგებინებ მეორე მხარეს ამბავს და რატომ აძლევ შესაძლებლობას, ჩემს ინტერესებზე მელაპარაკოს. ანდა, დამხვდეს სადმე, დამემუქროს და სულაც თემის სიმძაფრიდან გამომდინარე - ტვინი არ მიმასხმევინოს სადმე? თუ მართალი და სუფთა ხარ? გეკითხებით, რა!


- ანუ, უშვებ იმ ვერსიას, რომ მასალის გამოქვეყნებამდე ელისომ დააშანტაჟა მაღალი თანამდებობის პირები, ძმები და გარიგებაზე დაითანხმა?

 

- მე არ ვიცი, რაში გარიგდნენ, მაგრამ ერთს კი გეტყვი: „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები იყვნენ და მერე, ჩხუბისა და აყალმაყალის შემდეგ, ვიდრე სახლში მოვედი, აქ დამხვდნენ ელისოს ძმა და ნანა თვალაბეიშვილი!


- თვლი თუ არა ელისო კილაძის საქციელს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად?

 

- თუ ჩემი ძმა ხარ, რა? ჟურნალისტური ეთიკა არა, - კიტრი! ვერ ხედავ, რა „სასტავია" მაგ ეთიკის დამდგენები? რა ჟურნალისტური ეთიკა? გეუბნები და დაწერე სიტყვასიტყვით: ეს არის ჩათლახობა და პირდაპირ ტყვიაზე გაშვება იმ ადამიანის, ვინც ასეთი მასალის მომზადებისას რისკზე მიდის და სიცოცხლეს დებს სასწორზე! გიმეორებთ: ჩემთან მიმართებაში ელისოს ძალიან მაგრად შეეშალა, მიზანმიმართულად  შეეშალა და ეს ვუთხარი მე მასაც, მის ძმასაც და ნანა თვალაბეიშვილსაც! რა, უარყოფენ დღეს რამეს?


ელისოს საკუთარი თავი თუ „ტანკი" ჰგონია, მე მასზე უახლესი მოდელის „ტანკი" ვარ და მიფრთხილდეს! „გაგიჟებენო" - მომაძახა ტელეფონში... კი არ მაგიჟებენ, ზუსტად ვიცი, რასაც აპირებს! ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიძლევი ასეთ ინტერვიუს და გიმეორებთ: სამსახურიდან კარის გაჯახუნებით ვარ წამოსული და ვის აქვს უფლება, რაღაც „ქეისებზე" მელაპარაკოს? „ქეისი" მე მაქვს სახლში! მას თუ ჰგონია, რომ დაშანტაჟებული ვყავარ და ამდენი ხანი იმიტომ ვარ ჩუმად, ძალიან შემცდარა! წითელი პასტით მისივე ხელით დაწერილი წერილი იქნება, ბოლოს რომ მოუღებს მის ე.წ. ჟურნალისტურ და ადამიანურ იმიჯს!


გიმეორებთ: სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს ის ქაღალდები, რომელიც მან სახლში გამომიგზავნა თავისი ხელით დაწერილი წერილითურთ! თავადაც ახსოვს, ვისი ხელითაც გამომიგზავნა და რა ქაღალდებზეცაა საუბარი!


- სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მისი წერილი შეიცავს თუ გამოგზავნილი ქაღალდები?

 

- ერთიც და მეორეც! მეტსაც გეტყვით: ჩემს სახლში მე რას ვიტყვი, ეს არის ჩემი საქმე! სხვისი გასარჩევი და მითუმეტეს - დასაშანტაჟებელი ეს არ არის! არ არის ელისო უტვინო და მიხვდება, რასაც ვამბობ! ამოვიდა ყელში ეს სიბინძურე და გეტყვით: პირად სივრცეში შემოჭრას ეხება თემა! დიახ, ზუსტად ვიცი, ვინც „შემოიჭრა", ვინც განახორციელა და ვისი დავალებითაც განახორციელეს! მეტიც - სადაც დაიქადნა, ისიც ვიცი და რაც ურჩიეს - ისიც!


- ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში პირადად ელისო კილაძე?

 

- რასაკვირველია! ამ დანაშაულში პირდაპირ ფიგურირებს ელისო კილაძე! ის, რაც მან ჩაიდინა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება! უარესს გეტყვით: თურმე საგაზეთო სტატიის გამოქვეყნებამდე ერთ-ერთ ჩვენს ჟურნალისტს ანალოგიური რამ დამართა...


- „ქრონიკა +"-ში მუშაობდა ის გოგო?

 

- დიახ! დიახ, ბატონო! ჩემს ეზოში ისხდნენ ორნი და ლამის ტიროდნენ. ისე, მეორემ კი აუწია ამ ბოლო დროს ხმას და ტონალობას და ცოტა რომ „დაუფითილოს", აჯობებს! ამაზე მეტი რა გითხრა? ან, მის მორალურ სახეზე არ მეტყველებს, რასაც ახლა გეტყვით? ხუთასი დოლარი მაჩუქა უცხოეთში წასასვლელად, როცა ჩემს შვილიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. და იმ წითელი პასტით მოწერილ წერილში იმ ხუთას დოლარს უკან მთხოვს... „დამიბრუნე ის ხუთასი დოლარიო" - მწერს...


დაგიბრუნებ, ჩემო საყვარელო ელისო! უეჭველად! პროცენტით!




                                                                                  ესაუბრა გიორგი მამაცაშვილი


                                          (პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელება იქნება)



 

 

big_banner
არქივი