logo_geo
დათო ახრახაძე: ელისტრახო კილაძის ქმარი თუ რამეს დააპირებს, იმის პასუხსაც მიიღებს!
- +

29 მაისი. 2017. 18:07


 

 

ცნობილმა ცილისმწამებელმა და მკილავმა, ნაცების შავი ფულით დაფინანსებული ერთი უტირაჟო გაზეთის ელისტრახოდ წოდებულმა რედაქტორმა 27 მაისს facebook-ის საკუთარ გვერდზე საქართველოს კანონმდებლობის სრულიად მაიგნორებელი და აშკარად კრიმინალური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანს, აფხაზეთის ომში ფეხდაკარგულ დავით ახრახაძეს თავის პოლიციელ ქმარს, გვარად ხარშილაძეს უქსევს და ქუჩური ანგარიშსწორებით ემუქრება! პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ხსენებულმა პოლიციელმა დავით ახრახაძეს ტელეფონზე დაურეკა და 31 მაისს, ოთხშაბათს, კრიმინალურ გარჩევაზე დაიბარა!


„დღის ბოლო ნიუსი: სამშაბათს გაზეთი გამოვა. მე და ჩემი მეუღლე მივდივართ ქუთაისში დავით ახრახაძის სანახავად. მე საჩივარი შემაქვს მის შანტაჟზე და ჩემს ქმარს რა საქმე აქვს, იმედია, ხვდება. დამალვა არ იფიქროს , არც საავადმყოფოში დაწვეს მალხაზ თოფურიასავით. სანამ არ ვნახავთ, ქუთაისში ვიქნებით! ორშაბათს „რეპორტიორს" უნდა ვუჩივლო შანტაჟისთვის!!! დანდობის იმედი ნუ გექნებათ!!!" - წერდა facebook-ის საკუთარ გვერდზე ელისტრახო კილაძე. გვიანი ღამე იყო, როცა სიტუაციაში გარკვევის მიზნით დათო ახრახაძის ტელეფონის ნომერი ავკრიფე:


- ეს-ესაა, ელისტრახო კილაძის ქმართან ლაპარაკი დავასრულე, მაინცდამაინც ჩემი ხელით უნდა სიკვდილი, პოლიციელი კაცი საქმის გასარჩევად მექაჩება!


- დათო, რა საქმე აქვს თქვენთან ელისტრახოს ქმარს?


- ელისტრახოს ბინძურ ცილისწამებებს უკვე გავეცი პასუხი საინფორმაციო პორტალ „რეპორტიორთან" ინტერვიუში და უზნეო ხარ-მეთქი, მივახალე! ელისტრახო ქმრით დამემუქრა, რომელმაც ახლახან ტელეფონზე დამირეკა და მკითხა - შენ ხარ დათო ახრახაძეო? რაც „რეპორტიორზე" დაწერე, შენი სიტყვებია თუ მოგაწერესო? - დიახ, ჩემი სიტყვებია და იმავეს გაგიმეორებ-მეთქი, - ვუპასუხე. - ტელეფონში კი არა, უნდა გნახო და მერე გამიმეორეო! - კი ბატონო, როცა ინებებ-მეთქ      ი. ოთხშაბათს ჩამოვალ და დაგიკავშირდებიო.


- პოლიციელმა რანაირად შეიძლება ვინმე ქუჩურ გარჩევაზე დაიბაროს?


- ცხადია, მათი საქციელი ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. არ ვიცი, რაღა დარჩა ელისტრახოს ქმარს ჩემთან სალაპარაკო. რაც მქონდა სათქმელი, ტელეფონში უკვე ვუთხარი. ალბათ, ის უნდათ, ხელით შემეხონ და მერე დაუნდობლად გადავუხადო სამაგიერო, თორემ სად გაგონილა, პოლიციელი ქმარი ჟურნალისტი ცოლისგან ცილდანაწამებ ადამიანებთან საქმეების გასარჩევად დადიოდეს?


თავად ტერაქტში, მკვლელობებში და მაროდიორობაში მადანაშაულებენ და ამ ცილისწამებაზე ის პასუხი რომ გავეცი, რაც ეკუთვნოდა, საქმის გასარჩევად მიბარებენ! რა აქვთ სათქმელი?! ისე გამოდის, მათ ყველაფერი შეუძლიათ დაგვაბრალონ და ჩვენ შეკითხვების უფლებასაც გვართმევენ!


- თუნდაც ქუჩური გარჩევის დროს ხომ არსებობს რაღაც კანონზომიერება? თქვენც ხომ უამრავი მიზეზი გაქვთ პასუხის  მოსაკითხად?


- ელისტრახოს ქმარი რომ მეუბნება, ინტერვიუში რაც თქვი - იმაზე პასუხისმგებლობას თუ იღებო? - ახლა მე ვეკითხები საჯაროდ: თვითონ იღებს პასუხისმგებლობას ცოლის საქციელზე? იღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე, რასაც ელისტრახო კილაძე შეგნებულად ავრცელებს და პატიოსან ადამიანებს ლაფში სვრის? მეტი რა უნდა მომხდარიყო - ზუგდიდის აოხრება და თბილისის ომში მონაწილეობა დამაბრალა! არც თბილისის ომში მიმიღია მონაწილეობა და არც ზუგდიდში გავრეულვარ რაიმე სიბინძურეში! მეტსაც გეტყვით - აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე დავკარგე ცალი ფეხი და ზუგდიდის ამბებში მონაწილეობა რომ მიმეღო, ცალფეხა კაცი თავს ძალიან ადვილად არ დავამახსოვრებინებდი იქაურებს?


ელისტრახო იმასაც წერს, რომ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქება მე დავგეგმე, ანუ ტერორისტიც ვყოფილვარ! ასეთი ცილისწამება ნუთუ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის?


იმის მაგივრად, რომ ასეთ უზნეოებს კანონმა მოსთხოვოს პასუხი, აქეთ გადმოდიან შეტევაზე და ქუჩურ გარჩევებს იწყებენ. გიჟია ეს ქალი, ყველაფერს კადრულობს, მაგრამ ნუთუ ქმარი ვერ აკავებს? რა ვქნათ, გავჩუმდეთ? ცილისწამებას არ ვუპასუხოთ? თუნდაც პირში ვეტყვი მის ქმარს - გია ხარშილაძეს - იმდენს ნუ იზამს, რომ ცოლის ყოველი უზნეობის გამო მთელი პასუხისმგებლობის ზიდვა თავად მოუხდეს! ჩემი სახელისა და ღირსების გამიზნულ კომპრომეტაციას არავის ვაპატიებ!


- როგორ გგონიათ, რა აქვთ გეგმაში?


- ეს ნამდვილი პროვოკაციაა. მორალურად თუ პოლიტიკურად, ელისტრახო ბოლომდე გაკოტრებულია, „ჩიტები", განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე - „პუსტა-იაქეს" დაუმსგავსეს და რეაბილიტაციის გზების ძიებაში ისღა დარჩენია, ქმარს კანონსაწინააღმდეგო საქციელის ჩასადენად უბიძგოს, მე დამაჯახოს და თუ დაიჭერენ, მერე წივილით აიკლოს მედია - მდევნიან, ოჯახის წევრებს მიპატიმრებენო!


ელისტრახოს ქმარი ვინ მიგდია, როცა ახრახაძეს შამილ ბასაევთან ომი არ დაჰკლებია! მაგრამ, იცის, რომ ხულიგნობის გამო მის ქმარს სერიოზულად არავინ დასჯის, მხოლოდ დაჯარიმებას აკმარებენ, მაგრამ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც დევნილის მანტიის მოსარგებად გამოიყენებს! ისიც გათვლილი აქვს, რომ არ შევეპუები და ჩემთან მოვარდნილ მის ქმარს თავ-ყბას გავუერთიანებ, ამასაც თავისებურად შეფუთავს - ოპოზიციური გაზეთის რედაქტორის ოჯახის წევრს გაუსწორდნენო! არადა, კაცი შეხვედრას მთხოვს და ხომ არ დავემალები?


ეს ბინძური კამპანია და ლაფის სროლა იქამდე არ დამთავრდება, ვიდრე ელისტრახო კილაძეს დაფინანსება არ შეუწყდება! ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს, საიდანაც უკან დახევა გამორიცხულია. შეეწირება მაგის ქმარი ამ ამბავს! ფულის გამო ელისტრახო მზად არის, ქმარიც გაწიროს და ოჯახის სხვა წევრებიც მიაყოლოს!

 

- მართლაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. სხვათაშორის, როგორც ელისტრახო წერს, მისი ქმარი აფხაზეთის ომის სხვა ვეტერანის, მალხაზ თოფურიას და პირადად ჩემს მონახულებასაც აპირებს. როცა თქვენ მოგაკითხავთ, კონკრეტულად რას ეტყვით?


- პირში მივახლი, ვინც არის და რაც არის მისი ცოლი! ყველამ ისედაც ყველაფერი იცის ელისტრახოს შესახებ! ლაფის სროლა თავად დაიწყეს! მე არ დამირეკავს მისთვის - მან დამირეკა! მე არ მივვარდნივარ - აქეთ მივარდება! მოვა? - კიდეც მიიღებს პასუხს და ამ პასუხის მერე ელისტრახო კილაძის ქმარი თუ რამეს დააპირებს, იმის პასუხსაც მიიღებს!


ბოლოთქმა:


დათო ახრახაძემ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ქუთაისის 21-ე ბრიგადის შემადგენლობაში იომა. 1992 წლის 30 ნოემბერს ოჩამჩირის მახლობლად 40 მებრძოლი იგერიებდა 350-მდე კონფედერატის შემოტევას, მათ შორის დათო ახრახაძეც იყო. 14-საათიანი თავდაცვის შემდეგ ბიჭები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მტერს ბრძოლა პირწმინდად მოუგეს, თუმცა, დათო მძიმედ დაიჭრა - ავტომატის ჯერმა ფეხები დაუცხრილა. მაინც ბოლომდე იომა, მაგრამ ტალახში ნაგორავებ დაჭრილს განგრენა განუვითარდა. ერთი ფეხი როგორღაც გადაურჩინეს, მეორე კი მოჭრეს. ამ ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე დათო თავის არეში დაუჭრია მტერს, მაგრამ არც ამ ჭრილობას შეპუებია... როცა იარები შეძლებისდაგვარად მოიშუშა, ცალფეხა კაცი 2 თვეში ისევ საომრად გაემგზავრა!


მტერს ცოცხალი გადაურჩა, თუმცა, ამჯერად ნაცების შავი ფულით დაფინანსებული ცილისწამების ნიაღვარი დაატყდა თავს. ესეც არ აკმარეს - დღისით, მზისით - მის წინააღმდეგ ნამდვილი დანაშაული იგეგმება! პოლიციელი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდო საჯაროდ დაუბრუნა, კრიმინალურ გარჩევებზე გადავიდა და სამშობლოსთვის თავგანწირულ მამულიშვილებს ანგარიშსწორებით ემუქრება!


ხელისუფლებავ, ჯერი შენზეა! მოაქციე მოვლენები კანონის ფარგლებში და აღკვეთე ნაომარი, ინვალიდი ვაჟკაცის წინააღმდეგ პროვოკაცია, ვიდრე ტრაგედია დატრიალებულა!


ესაუბრა ზაზა დავითაია


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი