logo_geo
რა ქონებას ფლობს მეუფე კალისტრატე? - სკანდალური ინტერვიუ მეუფე მელქისედეკთან
- +

1 ივლისი. 2017. 12:21



რატომ არის დარეგისტრირებული ქუთაის-გაენათის ეპარქია, როგორც საჯრო სამართლის იურიდიული პირი? რა ქონებას ფლობს მეუფე კალისტრატე? რა განმარტებს აკეთებს საპატრიარქო?


მეუფე მელქისედეკი (დიაკონიძე):


- საკითხი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, ძალიან დელიკატური თემაა. ხდება საშინელება! როგორც დავაზუსტეთ, ქუთაის-გაენათის ეპარქია დარეგისტრირებულია, როგორც საჯრო სამართლის იურიდიულ პირად. ეპარქიის დამფუძნებელი კი, არა საქართველოს საპატრიარქო, არამედ, შოთა მარგალიტაძე, ანუ მიტროპოლიტი კალისტრატე  გახლავთ - ამ ყველაფერზე არ ვსაუბრობ ზეპირად, ეს ნაჩვენებია საჯარო რეესტრის ამონაწრით.


პირველი - ქუთაის-გაენათის ეპარქია, არ უნდა ერქვას საზოგადოებას, საზოგადოება, შესაძლოა შევიდეს ეპრქიაში, მაგრამ ეპარქია სხვა რამეს ნიშნავს და ეს სახელი არ უნდა ერქვას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.


შემდეგ, სახეზე გვაქვს დოკუმენტი, რომლის თანხმადაც, პათალიკოს-პატრიარქი, მიტროპოლიტ კალისტრატეს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, რომ მან ჩამოაყალიბოს რაღაც საზოგადოება. აქ, საქმე იმაშია, რომ გამორიცხულია პატრიარქს უფლება მიეცა მიტროპოლიტ კალისტრატესთვის, რომ ეს ეპარქია თავის საკუთრებად დაერეგისტრირებინა.


- თუ ფიქრობთ, რომ ამას უწმინდესი არ დაუშვებდა, როგორ  გაიცა მისი მხრიდან ნებართვა?


- სავარაუდოდ, უწმინდესმა გასცა ნებართვა, მაგრამ არა იმის თაობზე, რომ ეპარქია გამოეყო ეკლესიის შემადგენლობიდან და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაერეგისტრირებინა. თუ ეგრეა, რაც კი რამ ეპარქიები გვაქვს დაირეგისტრირონ ცალ-ცალკე...


სინამდვილეში ასეა, სამართლებრივად გატარებული არის სრულიად საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც გააჩნია ეპარქიები, სამიტროპოიტოები და ა.შ.

 

- რაში სჭირდება ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკუთარ სახელზე გაფორმება მიტროპოლიტ კალისტრატეს რა ხეირი მას ამით?


- დოკუმენტაციაში, შეფარვითაა მოცემული, რომ მარტო ის უფლებამოსილებები გააჩნია, რაც სხდომის ოქმშია, მაგრამ იქ უამრავი სიგლახეა ჩადენილი. უამარვ ქონებაზეა საუბარი. რომ ვთხოვე ახლობელს ამოებეჭდა ამ ქონებების ჩამონათვალი, შემომითვალა - უსაშველო ჩამონათვალია, 120 თაბახის გვერდი სჭირდება, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს ქონება ამოიბეჭდოსო.


- საიდან დააგროვა ამ ოდენობის ქონება?


- ვინც კი რამ აჩუქა ეპარქიას - სახლი, კარი, მიწის ნაკვეთი, სახლი კეკელიძეზე, სორმონში მიწის ნაკვეთი, ჩუქების სახით არის გაფორმებული შოთა მარგალიტაძეზე. მართალია, ტყიბულის რაიონი მისი აღარაა, რადგან ეპარქია გაიყო და სორმონი გადავდა თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიაში, მაგრამ, სორმონის მიწის ნაკვეთი მასზეა დარეგისტრირებული და რა თქმა უნდა, ამ ეპარქიას არ გადასცემს.


- რათ უნდა ამ ბერად აღკვეცილ მიტროპოლიტს ეს მილიარდების ქონება საკუთრებაში?


- მისი სამართალმემკვიდრე გახავთ მისი ვაჟი და მისი გადაცვალების შემდეგ ეს ქონება გადავა მისი შვილის სახელზე.


ეს არის გაურკვევლი და არ ვიცი რა დავარქვა ამას - ღორობა? მაგრამ ეს მარტო ღორობაც აღარ არის. რაღაც ძალიან დიდი და საზიზღარ ფენომენთან გვაქვს საქმე.


ამის მერე, როგორ უნდა გაგვიკვირდეს პარლამენტის და იქ ჩაბუდებული აშმორებული და სულმყრალი ადამიანების, როცა ამ ვითომ სიწმინდესა და სიკეთეში, რას სჩადის ეს საეკლესიო დასი.


ეკლესიას ჰყავს ლიდერი და აქვს ეპარქიები - რა ცალკე განსაკუთრებული უფლებამოსილება აგიტყდა? მაგრამ ესა რაც გითხარით.


ხაზი უნა გავუსვა მას, რომ ამ ყველაფერში არ იკვეთება კანონდარღვევა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატრიარქს გამოსტყუეს ეს ნებართვა, ეს კი ადგა და ასე, სათავისოდ გამოიყენა ყოველივე ეს.


- როგორ გგონიათ, იმ შემთხვევაში, თუკი უწმინდესამდე მივა ეს ინფორმაცია, მოჰყვება ამას რეაგირება?


- მე ერთი ვიცი დაზუსტებით - ბუდე უნდა გაიწმინდოს მჭამელებისგან. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რაც ამ ინფორმაციას გავავრცელებთ, მას მერე გვთხრან, რომ დროებით არის მიტროპოლიტ კალისტრატეს სახელზე ეს ქონება და მას დაიბრუნებენ და არ მიუთვისებიაო.

 

- რომელ წელსაა დარეგისტრირებული ეს ორგანიზაცია?

 

- 2007 წელს აქვს მიღებული პატრიარქის უფლებამოსილება.


- მით უმეტეს, რატომ გიკვირთ რომ იმ წლებში არ ექნებოდა ადგილი რაიმე სახის ზეწოლას და  ა.შ. უწმინდესზე?


- მეც ამაზე ვსაუბრობ და ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ მოატყუეს მოხუცი და გამოსტყუეს. სხვა შემთხვევაში, უწმინდესი ამას არ გაასხვისებდა.


უფრო მეტსაც გეტყვით, ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები, იმიტომ, რომ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს თაღლითობასთან.


საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას სჭირდება საკმაოდ მკაცრი ყურადღება და გაწმენდითი სამუშაოები ყოველმხრივ.

 

- და ვინაა ამის გამკეთებელი?

 

- ეს წმენდა, დავით აღმაშენებლის დროს მეფემ ჩაატარა და დღეს რომ ჩვენ მეფე გვყავს, რას ამბობთ, რას არ ჩაატარებს...


გამოსავალი ხალხშია - ყველა, ნებისმიერი ადამიანი ამას წინ უნდა აღუდგეს, უნდა შეიკრიბონ, გაერთიანდნენ და საქართველოს საპატრიარქოს წინ სერიოზული მოთხოვნებთ უნდა დადგნენ. თმით უნდა გამოათრიონ ის, ვინც ეს ჩაიდინა და საჯაროდ უნდა აგებინონ პასუხი.


- უშუალოდ თქვენ ხომ არ აპირებთ ამ პროცესებში ჩართვას?


- მეც აუცილებლდ ჩამოვალ მალე და ჩავერთვები ამ პროცეებში. ამ დროისთვის მიჭირს თარიღის დასახელება.


არ ვამბობ, რომ მე უნდა ვმართო ეს პროცესები, ამას მართვა არ სჭირდება, მაგრამ მე აუცილებლად ჩავერთვები.


- როგორ ფიქრობთ, ხალხი გამოვა?


- არ გამოვა და მათ თავს დააბრალონ ყველაფერი! ყველაფერს ყლაპავენ და მერე სუფრაზე წუხან - როგორი ცუდი მთავრობა ჰყავთ თურმე. ვოლტერმა თქვა - ხალხი, რომელიც ირჩევს არამზადებს, აფერისტებს, ქურდებს, მეძავებს - სახელმწიფოს სათავეში, აღარ არის მსხვერპლი - თანამონაწილეა!


ადასტურებს თუ არა საქართველოს საპატრიარქო, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად არის დარეგისტრირებული და რატომ გახდა საჭირო ამ ეპარქიის ამ სახით დარეგისტრირება? „ალიამ" ამ კითხვით საპატრიარქოს პრესმდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს მიმართა:


- ეს ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრათ, არ მოღვაწეობს საქართველოში და სადაცაა იმ ეკლესიას მიხედოს! რა საქმე აქვს მას ჩვენს ეკლესიასთან?


- მოწოდებულ ინფორმაციას ადასტურებთ?


- ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ საპატრიარქოს იურიდიულ სამსახურს. ისინი გეტყვიან რა ქონებები აქვს მეუფეს დარეგისტრირებული თავის თავზე და რა ეკლესიაზე. მე, რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ.


- მაშინ იქნებ საპატრიარქოს იურიდიულ სამსახურს დაგვაკავშიროთ, თუ არ შეწუხდებით...


- შევწუხდები, რა თქმა უნდა.


- უკაცრავად!


https://www.mkhare.ge/ka/news/

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი