თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა. დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს „imedinews“- ავრცელებს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.