logo_geo
შალვა კუჭაშვილი: სიამაყით ვუყურებ სპეცრაზმელებს, ცდილობენ დროშას ფახი არ დაადგან
- +

19 ნოემბერი. 2019. 00:29

 

 

ორგანიზაცია -„ნუ მომკლავ” დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი სოციალურ ქსელში დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის კადრს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ აქციის მონაწილე სპეცრაზმელებს, როგორ უგდებს ფეხებში საქართველოს სახელმწიფო დროშას, მაგრამ ისინი დროშას ფეხით არ თელავენ.

ყველაფრის მთქმელი კადრი. სიამაყით ვუყურებ სპეცრაზმელებს, რომლებიც ცდილობენ ეროვნულ დროშას ფახი არ დაადგან!“, - წერს შალვა კუჭაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მის სტატუსს ჟურნალისტი ნინო ხაჩიძეც გამოეხმაურა.

„რა უხერხულია. რატომ უნდა მოიფიქრო ეს? რატომ უნდა მოგინდეს ამის გაკეთება? და ვინმემ არ მითხრას, რომ ამის მომფიქრებელ-გამკეთებელს ეს დროშა უყვარს და ის მისთვის რამეს წარმოადგენს?! რა სამწუხაროდ დაწვრილმანდა ქართველი ადამიანი”, - წერს ჟურნალისტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი