logo_geo
ნიკა ბერიძე: ამ სასაკლაოში პირადად მონაწილეობდა ბოკერია! მე პირადად გამოვიტანე საკნებიდან ორი გვამი...
- +

29 დეკემბერი. 2019. 00:04

 

„ამ სასაკლაოში პირადად მონაწილეობდა ბოკერია“, - იხსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა პირველი სამმართველოს ყოფილი სპეცრაზმელი ნიკა ბერიძე  ორთაჭალის ციხის ბუნტის ჩახშობას გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„მე პირადად გამოვიტანე საკნებიდან ორი გვამი - ერთს თავის ქალის ნახევარი არ ჰქონდა, მეორეს კი გულში და ღვიძლში ჰქონდა ტყვიები მოხვედრილი!

 

ეზოში, სადღაც, ათი ცხედარი ესვენა... რამდენი დაიჭრა და რამდენი მოკლედ სულ არ ვიცი!

 

ფაქტი ის არის, რომ ამ სასაკლაოში პირადად მონაწილეობდა ბოკერია! და ისიც ფაქტია, რომ ბოკერია ამ „ ბუნტის ჩახშობისას“ პირადად სააკაშვილის მიერ იყო მოვლინებული, ანუ სააკაშვილის ბრძანების გარეშე ამ სასაკლაოს მოწყობას ვერავინ გაბედავდა!

 

ეს იყო არამხოლოდ ქურდებისა და ციხის დატერორების სპეცოპერაცია, არამედ მთელი ქვეყნისაც! სააკაშვილი ამით მთელ ქვეყანას დაემუქრა, საკუთარ სისხლში დაგახრჩობთო!“ - აღნიშნავს ნიკა ბერიძე.

 

big_banner
არქივი