logo_geo
თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხე მიიტანეს
- +

25 ნოემბერი. 2020. 02:58

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციაში საშობაო მზადება დაიწყო. თეთრ სახლში თითქმის 6 მეტრის სიმაღლის საახალწლო ნაძვის ხე მიიტანეს.

ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო სოციალურ ქსელში პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გაავრცელა.

 

„ყოველ წელს საშობაო ხის მოსვლას თეთრ სახლში შემოაქვს სადღესასწაულო სითბოსა და ტრადიციის სულისკვეთება. წლევანდელი ნაძვის ხე კვლავ მოუტანს სიხარულის შეგრძნებას მათ, ვინც თეთრი სახლის დარბაზებს გაივლის წლის ყველაზე შესანიშნავი პერიოდის განმავლობაში”, – ნათქვამია მელანია ტრამპის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი