ნიგერიის დედაქალაქ აბუჯას მახლობლად მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა The Independent წერს.
გამოცემის ცნობით, King Air 350-ის ტიპის თვითმფრინავი გარეუბანში, რკინიგზის ლიანდაგთან ჩამოვარდა. შემთხვევას რვა ადამიანი ემსხვერპლა.
ჩამოვარდნის წინ, თვითმფრინავის მფრინავმა კონტროლერიოს ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა.