logo_geo
პოლიეთილენის პარკი - უკვდავი ნაგავი!
- +

3 დეკემბერი. 2016. 12:45



სამოქალაქო თვითშეგნება სახელმწიფოს განვითარების მთავარი წინაპირობაა და ის უმარტივესიდან იწყება. ამ მარტივ დასაწყისს კი შეიძლება მოჰყვეს ასევე მარტივი და უსწრაფესი დასასრული, თუნდაც ერთი პოლიეთილენის პარკით გარემოს დაბინძურებით. საქართველო კი, უდავოდ, მდიდარია მსგავსი ფაქტებით.


მოქალაქეებმა ვიცით, რომ პოლიეთილენის პარკი უდიდესი ზიანის მომტანია გარემოსთვის. ეს ცოდნა კი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად საწინააღმდეგო ასახვას პოვებს მოქმედებაში.


იმისათვის, რომ ნიადაგს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს და პოლიეთილენის პარკი სრულად გაიხრწნას, 1000 წელიწადია საჭირო.


ნიადაგში დაშლის დროს, პოლიეთილენის პარკი აბინძურებს მას. ასევე, ტოქსიკური ნივთიერებებით, ზიანს აყენებს მიწისქვეშა წყლებს და აღწევს კვებით ჯაჭვში.


იქიდან გამომდინარე, რომ პოლიეთილენის პარკი, ქარის მეშვეობით, ადვილად გადაიტანება, საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას.


ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.


ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რაც კი პოლიეთილენის პარკმა შეიძლება მოუტანოს გარემოს. ასე რომ, სანამ მას სანაგვე ყუთის ნაცვლად, ქუჩაში „ჰაიჰარად" მოვისროდეთ, დავფიქრდეთ, ხომ არ მიჰყვება მას ჩვენი სამოქალაქო თვითშეგნებაც?! 



 

 

big_banner
არქივი