logo_geo
5 გენიოსი, რომლებსაც ქალები არ სწყალობდნენ
- +

8 ივლისი. 2017. 13:09



ისინი ქმნიდნენ შედევრებს, ცვლიდნენ ადამიანების წარმოდგენას სამყაროზე, პასუხობდნენ საუკუნეების მანძილზე პასუხგაუცემელ კითხვებს, თუმცა ერთგული ქალი ვერცერთმა მათგანმა ვერ იპოვა...


1. ფრანჩესკო პეტრარკა

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-07/201707081013311826952215.jpg


ის მღვდელი, რელიგიური თემატიკის მწერალი და დიპლომატი იყო, თუმცა შთამომავლობის ხსოვნაში პოეტად შემორჩა. მისმა ლექსებმა, ბოკაჩოსა და დანტე ალეგიერის შემოქმედებასთან ერთად, თანამედროვე იტალიური ენას ჩაუყარა საფუძველი. პეტრარკას ლირიკა ევროპაში იმდენად პოპულარული იყო, რომ მისთვის დაფნის გვირგვინის დადგმის პატივს ერთმანეთს ევროპის სამი დედაქალაქი: პარიზი, რომი და ნეაპოლი ეცილებოდა. სონეტების კრებული „კანცონიერე" აღორძინების ეპოქის ერთ-ერთ მთავარ წიგნად იქცა, თუმცა ის არასოდეს მოევლინებოდა ქვეყანას, რომ არა 21 წლის ფრანჩესკოს შემთხვევითი შეხვედრა ახალგაზრდა ქალთან, რომელსაც ლაურა ერქვა. „კანცონიერე" მთლიანად ლაურას ეძღვნება.


ეს ცალმხრივი, პლატონური სიყვარული იყო, რადგან პეტრარკას ქალი მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და ხანმოკლე საუბრის გარდა, მათ შორის არაფერი ყოფილა.


სავარაუდოდ, ლაურამ არაფერი იცოდა მშვენიერი ლექსების შესახებ, რომლებიც მისი წყალობით შეიქმნა. ახალგაზრდა არისტოკრატი ქალი ლაურა დე ნოვი პოეტთან შეხვედრის დროს გრაფი ჰუგო II დე სადომის კანონიერი მეუღლე გახლდათ.


არავინ იცის, იყო თუ არა მეუღლესთან ბედნიერი, თუმცა ცნობილია, რომ მას 11 შვილი გაუჩინა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ღარიბ მღვდელს, რომელსაც მემკვიდრეობით ვერგილიაში დატოვებული პატარა სახლის გარდა არაფერი გააჩნდა, უმდიდრესი ოჯახის ქალიშვილის კეთილგანწყობის იმედი ვერასოდეს ექნებოდა.



2. რაფაელ სანტი

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-07/20170708101331933991407.jpg


მხატვარი, რომელიც მიქელანჯელოსა და ლეონარდო და ვინჩის ტოლს არ უდებდა, რენესანსის სიმბოლოდ იქცა. მონაწილეობდა წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობასა და ვატიკანის მოხატვაში.


ქმნიდა შედევრების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთა შორის, „სიქსტის მადონა", „მადონა კონესტაბილე",

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა უამრავი ისტორიული ფაქტი მოიძიეს, რაფაელის პირადი ცხოვრების დეტალები ჩვენამდე ლეგენდის სახით მოვიდა.


პირველ რიგში, ეს მხატვრის საიდუმლო სიყვარულს - ფორნარინას, ანუ მეფუნთუშე ქალს ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ მხატვრის რამდენიმე ტილოზე ერთი და იგივე ქალიშვილია ასახული.


ფორნარინას ამოცნობა ადვილად შეიძლება სიქსტის მადონასა და ფსიქეას სახეში. ამჟამად, ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალიშვილს მარგერიტა ლუტი ერქვა და რაფაელთან საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა. მხატვარი ქალიშვილს ბანკირი აგოსტინო ჩიგის შეკვეთის - ფარნეზინას ვილის მოხატვის დროს შეხვდა და მაშინვე შეუყვარდა. რაფაელმა მარგერიტა დაიყოლია, რომ მისი ნატურა გამხდარიყო, შემდეგ კი, უბრალოდ, მშობლებისგან გამოისყიდა  და სახლში წაიყვანა.


რაფაელოს მარგერიტა გონების დაკარგვამდე უყვარდა, თუმცა მზეთუნახავს მხოლოდ მისი ფული აინტერესებდა. ისე მოხდა, რომ ყოფილი საქმროს პრობლემის მოსაგვარებლად, მარგერიტა ბანკირ აგოსტინო ჩიგისთან ღამის გატარებას დასთანხმდა. მალე ერთ ღალატს მეორე მოჰყვა...


რაფაელის მოსწავლეები მაესტროს რეპუტაციის გადასარჩენად ხშირად ჩხუბში ერთვებოდნენ, თუმცა ის საყვარელ ქალს ყველაფერს პატიობდა. საბოლოოდ, მშვენიერი ფორნარინა მეძავი გახდა, რისი გადატანაც მხატვრის ძალებს აღემატებოდა და ის დარდისგან გარდაიცვალა.


 

3. არტურ შოპენჰაუერი


Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-07/201707081013321570797341.jpg


გერმანელი ფილოსოფოსი, რომელმაც შეცვალა სამყაროზე ადამიანების წარმოდგენა. სწორედ შოპენჰაუერმა და მისმა წიგნებმა შექმნეს სამყარო ისეთი, როგორსაც ვხედავთ. მან ევროპელებისთვის აღმოსავლური ფილოსოფიისა და ბუდიზმის პრინციპები აღმოაჩინა, გააცამტვერა ჰეგელის ლოგიკური აზროვნება და პირველმა შემოგვთავაზა, ადამიანისა და მისი ქმედებების მოტივაციაზე დავფიქრებულიყავით.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მშვენიერ სქესთან დაახლოების ნებისმიერი მცდელობა ფილოსოფოსისთვის ფსიქოლოგიური ტრავმით მთავრდებოდა.


ლოგიკურია, რომ საბოლოოდ, ის მიზანთროპად და ქალთმოძულედ იქცა. შესაძლოა, ამის მიზეზი ფილოსოფოსის დედა გამხდარიყო, რომელსაც ქმარი არ უყვარდა და ეს უსიყვარულობა შვილზე გადაიტანა. იოანა ცივად ექცეოდა შვილს და სინაზის უმცირესი გამოვლინების უფლებას არ აძლევდა. მეტიც, ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან, ფაქტობრივად, შვილი მიატოვა და ახალგაზრდა საყვარლებთან გადასახლდა. ყველაფერს ახალგაზრდა არტურის ცალმხრივი სიყვარულიც დაემატა. მდიდარი საყვარლებისგან განებივრებულ ოპერის ვარსკვლავს კაროლინა იაგემანს არტურის ჭაბუკური ვნება სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. მისმა აგდებულმა დამოკიდებულებამ შოპენჰაუერი იმდენად შეურაცხყო, რომ იტალიაში ცხოვრების პერიოდში ქალისკენ აღარ გაუხედავს, თუმცა ის მხოლოდ 25 წლის იყო და შინაგანად, სიყვარულს ეძებდა. აპენინებზე ყოფნის დროს შოპენჰაუერმა ულამაზესი ქალიშვილი ტერეზა გაიცნო, რომელიც მხოლოდ ლამაზი კი არა, მდიდარი და განათლებულიც აღმოჩნდა. სწორედ მაშინ, როცა ფილოსოფოსმა გადაწყვიტა, რომ თავის იდეალს მიაგნო და დაქორწინების დროა, თვალი მოკრა, როგორ უღიმოდა ტერეზა სხვა მამაკაცებს. ეს მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა.


ამის შემდეგ შოპენჰაუერს აღარავინ არასოდეს შეჰყვარებია.



4. ალფრედ ნობელი


Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-07/201707081013331010154029.jpg


შეიძლება თამამად ითქვას, რომ ნობელის იდეები მანამდე სხვებსაც მოსვლიათ, თუმცა კითხვებზე პასუხები სწორედ მან იპოვა. მან მხოლოდ დინამიტის გამოგონება კი არა, ამით უზარმაზარი ფულის შოვნაც მოახერხა, თუმცა სანამ ნობელის ოჯახი კრედიტორებთან ომში იყო ჩართული, გამომგონებელს საყვარელი ქალის საპოვნელად დრო არ რჩებოდა.


არსებობს ლეგენდა, რომ ნობელს ახალგაზრდობაში უყვარდა  ქალიშვილი, რომელიც ავადმყოფობით გარდაიცვალა. ამან ახალგაზრდა მეცნიერზე ისე იმოქმედა, რომ მთელი ოცი წლის მანძილზე მის გვერდით ქალი არ შეუნიშნავთ.


მის ცხოვრებაში პირველი რომანტიკული ისტორია 35 წლის ასაკში გაჩნდა, როცა პარიზის ერთ-ერთ თეატრში სარა ბერნარი გაიცნო და შეუყვარდა. გრძნობა ორმხრივი იყო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმამდე, ნობელმა დედასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, რომელმაც სასტიკად აუკრძალა მსახიობ ქალთან ურთიერთობა და ამით ყველაფერი დამთავრდა.


ნობელის ცხოვრებაში მორიგი ქალი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გამოჩნდა, როცა მდივნად ბერტა კინსკი აიყვანა. ეს იყო ღარიბი, არისტოკრატი ქალი, რომელიც 15 წლით უმცროსი საქმროს ოჯახმა ასაკის გამო დაიწუნა. ნობელს ქალი შეუყვარდა და ხელი სთხოვა, თუმცა მან ყოფილ საქმროსთან დაბრუნება არჩია.  საშინელი იმედგაცრუების მიუხედავად, ალფრედი ბერტას დიდი ხნის მანძილზე ფინანსურად ეხმარებოდა. ნობელის ცხოვრების უკანასკნელი ქალი სრულიად ახალგაზრდა ყვავილების გამყიდველი გოგონა სოფია ჰესი გახდა. რაღაც დროის მანძილზე ის მეცნიერის სახლში ცხოვრობდა, მაგრამ საბოლოოდ, კავალერისტი კაპიტნის გამო მიატოვა. 



5. იოსებ ბროდსკი

Description: http://funtime.ge/uploaded/funtime/2017-07/201707081013331094905529.jpg


ცნობილია, რომ ნობელის პრემიის ყველა რუსულენოვან ლაურეატს რუსეთში კრიტიკის ქარცეცხლში ხვევდნენ, თუმცა, იოსებ ბროდსკის შემოქმედებას რუსეთიც კი აღიარებდა. მისმა ლექსებმა ორჯერ გააღწიეს „რკინის ფარდის" მიღმა. მისი სტრიქონები აფორიზმებად იქცნენ და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს. პოეტი მხოლოდ კრიტიკოსებს კი არა, ქალებსაც უყვარდათ. მის გარშემო ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ქალი ირეოდა, რომლებიც მზად იყვნენ, მისი დიდება და სარეცელი გაეზიარებინათ, მაგრამ ბროდსკის მხოლოდ ერთის სიყვარული შეეძლო და ეს ერთადერთი სიყვარული მისთვის უბედური აღმოჩნდა.


პოეტის ათასამდე ლექსი იწყება „М.Б"-თვის მიძღვნით. ამ ინიციალების მიღმა კი პეტერბურგელი მხატვარი ქალი მარიანა ბასმანოვა იგულისხმება.


ერთმანეთი 1962 წელს, ხმაურიან წვეულებაზე გაიცნეს, სადაც ჩუმი მარიანა ყველასთვის შეუმჩნეველი ჩანდა, მაგრამ ის იოსებმა აღმოაჩინა. ამის შემდეგ, რუსულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, ნერვიული და ტრაგიკული რომანი დაიწყო.


პოეტი და მხატვარი ძალიან განსხვავებულები იყვნენ: მამაკაცი - მეტისმეტად ტემპერამენტული და ზოგჯერ უხეში, ქალიშვილი კი - მეტისმეტად მშვიდი და თავის თავში ჩაკეტილი.


ისინი გამუდმებით კამათობდნენ, რაც კინაღამ ბროდსკის მეგობართან ბობიშევთან მარიანას ღალატით დასრულდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იოსებმა თავად სთხოვა მეგობარს, საცოლისთვის მიეხედა, სანამ მილიციას ემალებოდა. როგორც კი მიმალვაში მყოფი პოეტის ყურამდე საეჭვო ხმები მივიდა, ის მაშინვე საქმის გასარკვევად ლენინგრადში დაბრუნდა და დააპატიმრეს.


ამის შემდეგ იყო ფსიქიატრიული საავადმყოფო, ცნობილი სასამართლო პროცესი და ბოლოს არხანგელსკში გადასახლება. მარიანა მასთან დაბრუნდა, გადასახლებაშიც კი მოინახულა, მაგრამ სასიყვარულო იდილია ილუზორული გახლდათ. პოეტთან ქორწინებაზე ის კვლავინდებურად უარს ამბობდა და რაც მთავარია, ლენინგრადში ბობიშევის გვერდით რჩებოდა.


ბოლომდე გარკვეული არაა, ვინ არის ბიჭის მამა, რომელიც მარიანამ 1967 წელს გააჩინა, თუმცა ბროდსკის მთელი ცხოვრება გაჰყვა ამ სიყვარულისგან მიყენებული ტკივილი.


ცხოვრების ბოლოს პოეტმა იტალიელი ქალი მარია სოცანი გაიცნო, რომელიც მარიანა ბასმანოვას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი