logo_geo
შიში მართლა შეიქმნს სიყვარულს?
- +

3 დეკემბერი. 2016. 12:46



დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა აგრესორის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალოთ და მეტიც, შეგიყვარდეთ კიდეც ის? თითქოს უჩვეულოა, მაგრამ სავსებით შესაძლებელი.


ამ პარადოქსალური ფსიქოლოგიური მოვლენის წინაპირობა სწორედ ადამიანის რთული და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი ფსიქიკაა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება კი სტოკჰოლმის სინდრომია. უფრო კონკრეტულად კი, სიმპათიისა და მიზიდულობის რეაქციას, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს, სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდება.


 აღნიშნული სინდრომის სახელწოდება სტოკჰოლმის უჩვეულობიდან ნამდვილად არ გამომდინარეობს. ის იმ მოვლენას უკავშირდება, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე 1973 წლის 23 აგვისტოს მოხდა, როდესაც ციხიდან გამოქცეული ორი შეიარაღებულ დამნაშავე, ოთხ მძევალთან ერთად ბანკის შენობაში შეიჭრა. მძევლებს შორის იყო სამი ქალი. 


მომდევნო ექვსი დღის მანძილზე მათ გამუდმებით ერთად უწევდათ ყოფნა ბანკის დაჯავშნულ საცავში, საიდანაც 3 მილიონ კრონს, ორ პისტოლეტს და მანქანას მოითხოვდნენ. ამ ხნის განმავლობაში ტყვეებმა ბევრი რამ გადაიტანეს და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ მათ. ამ მოვლენის პარადოქსულობა კი სწორედ შემდეგ იჩენს თავს, როდესაც გამტაცებლებსა და მძევლებს შორის უჩვეულო კავშირი დამყარდა.


ერთ მძევალ ქალს გათავისუფლება შეეძლო, თუმცა ამ შანსზე რატომღაც უარი თქვა და უკლებლივ ყველა მძევალი ბოლომდე ცდილობდა გამტაცებლების დაცვას. მოგვიანებითკი, ქალებმა მათთან ინტიმური კავშირის შესახებაც აღიარეს. ცოტა ხნის შემდეგ დამნაშავეებს ციხეშიც მიაკითხეს და დაქორწინდნენ კიდეც.


სწორედ აღნიშნული ისტორია დაედო საფუძვლად ამ სინდრომის სახელწოდებასაც. მისი ქართული ვერსია ალბათ იქნებოდა - „შიში შეიქმნს სიყვარულსა", ხოლო თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ქართულ რეალობაში ფარული ან ცხადი „სტოკჰოლმის სინდრომი" შესაძლოა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგვხვდეს. 




 

big_banner
არქივი