logo_geo
15 ფაქტი, რომელიც ბილ გეიტსმა 90-იან წლებში იწინასწარმეტყველა
- +

8 ივლისი. 2017. 15:44



1999 წელს ბილ გეიტსმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით „ბიზნესი ფიქრის სიჩქარით (Business @ the Speed of Thought). წიგნში გეიტსმა მომავალთან დაკავშირებით 15 ვარაუდი გამოთქვა, რომელიც იმ დროს უცნაურად ჟღერდა, თუმცა როგორც დრომ აჩვენა, Microsoft-ის დამფუძნებელი სიმართლესთან ძალიან ახლოს იყო.


წინასწარმეტყველება #1: „შეიქმნება ავტომატიზირებული ფასის შედარების სერვისები, რაც ადამიანებს ვებგვერდებზე ფასების შედარების საშუალებას მისცემს. შესაბამისად, ისინი პროდუქტის ყველაზე დაბალ ფასში შეძენას შეძლებენ.


წინასწარმეტყველება #2: „ადამიანებს მცირე ზომის მოწყობილობები მუდმივად თან ექნებათ, რომელიც მათ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას ნებისმიერი კუთხიდან მისცემს. ისინი მიიღებენ ახალ ამბებს, შეამოწმებენ ჯავშანს, მიიღებენ ინფორმაციას საფინანსო ბაზრების შესახებ და ა.შ.


წინასწარმეტყველება #3: ადამიანები ინტერნეტის საშუალებით გადაიხდიან გადასახადებს, გააკონტროლებენ თავის შემოსავალს და დაამყარებენ თავის ექიმთან კომუნიკაციას.


წინასწარმეტყველება #4: შეიქმნებიან „პერსონალური კომპანიონები" - ისინი შეამოწმებენ თქვენს ელექტრონულ ფოსტას და წარმოგიდგენენ საჭირო ინფორმაციას, ჩამოგიწერენ შესაძენი პროდუქტების სიას.


წინასწარმეტყველება #5: თქვენ შეძლებთ საკუთარი სახლის 24 საათის განმავლობაში გაკონტროლებას და გეცოდინებათ, როდესაც სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი გეწვევათ.


წინასწარმეტყველება #6: შეიქმნება კერძო ვებგვერდები თქვენი მეგობრებისა და ოჯახისთვის, რაც მათთან კომუნიკაციის დამყარებაში და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.


წინასწარმეტყველება #7: შეიქმნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ეცოდინება, რომ თქვენ კონკრეტულ ადგილას სამოგზაუროდ მიდიხართ და ჯავშანი გაქვთ გაკეთებული. სანაცვლოდ, პროგრამა თქვენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფასდაკლებებისა და სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.


წინასწარმეტყველება #8: სხვადასხვა სპორტული შეჯიბრების ყურების დროს თქვენ შეძლებთ გაიგოთ, თუ რა ხდება სხვა თამაშებში და ჩაერთოთ მის განხილვაში.


წინასწარმეტყველება #9: მოწყობილობებში „ჭკვიანი რეკლამა" იქნება ჩაშენებული. მათ ეცოდინებათ მიმდინარე ტენდენციები და შესაბამის რეკლამას წარმოგიდგენენ.


წინასწარმეტყველება #10: სატელევიზიო გადაცემები შეიცავენ ბმულებს, რომლებიც შესაბამის ვებგვერდებზე გადაგიყვანენ.


წინასწარმეტყველება #11: სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერნეტში მიმდინარე დისკუსიაში ჩაერთონ, რომელიც მათზე გავლენას ახდენს. ეს შეეხება პოლიტიკას, ქალაქის დაგეგმარებასა თუ უსაფრთხოებას.


წინასწარმეტყველება #12: ონლაინ არხები დაინტერესებულები იქნებიან არა თქვენი ლოკაციით, არამედ თქვენი ინტერესებით.


წინასწარმეტყველება #13: პროექტის მენეჯერებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში აღწერონ თავისი პროექტის არსი და მიიღონ რეკომენდაციები, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი საქმისთვის შესაფერისი კადრი.


წინასწარმეტყველება #14: სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიის მოძებნა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.


წინასწარმეტყველება #15: კომპანიები ტენდერებს პროექტის შესრულებაზე გამოაქვეყნებენ. ეს შეიძლება იყოს სამშენებლო პროექტი, ფილმის გადაღება, ან სარეკლამო კამპანია. ასეთი მიდგომა ეფექტური გადაწყვეტილება იქნება როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ასევე მცირე ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ კლიენტებს ეძებენ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი