logo_geo
რამდენიმე მარტივი მეთოდი შიმშილის გრძნობის დასამარცხებლად
- +

8 ივლისი. 2017. 22:25



თუ გემრიელ კერძებზე ფიქრი არ გასვენებთ, ე.ი. ძალიან გიჭირთ დიეტის დაცვა, თუმცა არსებობს შიმშილის გრძნობის დამარცხების რამდენიმე მარტივი მეთოდი, რადგან ექსპერტების აზრით, ამგვარი აუტანელი შეტევები მხოლოდ ნახევარ საათს გრძელდება და სულ მცირე დროით გაძლებაა საჭირო.


შიმშილის გრძნობის დამარცხების რამდენიმე მარტივი მეთოდი:


გაისეირნეთ - ხშირად, შიმშილის გრძნობას დაღლილობა ან სტრესი იწვევს. განწყობის ამაღლებაში, ენერგიის შენარჩუნებასა და რაიმე გემრიელის „შესანსვლის" სურვილის დამარცხევბაში ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ, ამიტომ, თუ არ გაქვთ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დრო, უბრალოდ გაისეირნეთ.


ღრმად ჩაისუნთქეთ - როცა დარდის „შეჭმა" მოგინდებათ სუნთქვის მარტივი ვარჯიში მოსინჯეთ - ღრმად ჩაისუნთეთ, 7-მდე დაითვალეთ და ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ ვარჯიში დღეში რამდენჯერმე და აუცილებლად იგრძნობთ შვებას.


წაიხემსეთ სასარგებლო საკვებით - ორცხობილაზე და შოკოლადზე ფიქრი ყოველთვის სტრესის შედეგი არაა. თუ საკვების ბოლო მიღებიდან 5-6 საათზე მეტი გავიდა, სისხლში შაქრის შემცველობა კლებულობს, რომლის დარეგულირება რთული ნახშირწყლების და ცილის შემცველი პროდუქტით შეიძლება. მიირთვით ვაშლი და ცოტა ნიგოზი ან მსხალი და პატარა ნაჭერი ყველი. 


დალიეთ წყალი - ყოველთვის, როცა ტკბილეულის მირთმევა მოგინდებათ, დალიეთ წყალი. ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში შიმშილის და წყურვილის გრძნობა, გარდა ამისა, წყალი კუჭს შეავსებს, გონებას „მოატყუებს" და შოკოლადზე ფიქრებს დაავიწყებს.


დაისრისეთ ყური - შესაძლოა უცნაურად ჟღერს, მაგრამ აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტების მტკიცებით, ყურის დასრესით შიმშილის გრძნობის დამარცხება შეიძლება, რადგან ადამიანის ყურს რამდენიმე მგრძნობიარე წერტილი აქვს, რომელზე თითის დაჭერაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჭამის მადას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი