logo_geo
მეცნიერებმა შექმნეს ბანანი, რომელიც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს
- +

11 ივლისი. 2017. 02:53



მეცნიერებმა სპეციალური ბანანის ჯიში გამოიყვანეს, რომელიც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.


მეცნიერების ჯგუფმა ავსტრალიაში ისეთი ბანანის ჯიში გამოიყვანეს, რომელიც A ვიტამინითაა სავსე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ამ ვიტამინის ნაკლებობის გამო გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება.


​ახალი ჯიშის ბანანის გამოსაყვანად, პაპუა-ახალ გვინეაში ნაპოვნი ბანანის გენი აიღეს და შედეგად ვიტამინებით გაჯერებული ოქროსფერი ბანანი მიიღეს.


ვიტამინ A-ს, რომლითაც ახალი ბანანია გაჯერებული, მრავალი სასარგებლო ფუნქცია აქვს. ის ხელს უწყობს ზრდას, ორგანიზმის განვითარებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.


როგორც ცნობილია, ყოველწლიურად მსოფლიოში A ვიტამინის ნაკლებობის გამო 750 000 ბავშვი იღუპება. ბევრი ადამიანი კი, A ვიტამინის ნაკლებობის გამო უსინათლო ხდება.


​მეცნიერების თქმით, ახალი ბანანის გამოყვანა მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისინი იმედოვნებენ, რომ 2021 წლისათვის აღნიშნული ბანანის წარმოება დიდ მასშტაბებს მიაღწევს.


აი, ასე გამოიყურება მოდიფიცირებული ბანანი:


 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი