logo_geo
სტრესთან გამკლავების სამი საშუალება
- +

13 ივლისი. 2017. 02:31



სტრესთან გამკლავების სამი საშუალება მუდმივად უარყოფითი ემოცია, ნერვული გადაძაბვა და სტრესი ორგანიზმში სერიოზულ პათოლოგიურ ძვრებს იწვევს, დასაბამს აძლევს სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას.

გახანგრძლივებული სტრესი სხვადასხვა სიმპტომით ავლენს თავს:


1. კვების ჩვევის ცვლილებით - ზოგს უმადობა იპყრობს, ზოგიც ჩვეულზე მეტ საკვებს მიირთმევს.


2. აპათიითა და მოდუნებულობით.


3. გაფანტულობითა და უყურადღებობით.


4. მუდმივად გაღიზიანებადობით.


5. ძალთა ნაკლებობის შეგრძნებით.


სპეციალისტები ორგანიზმის სტრესთან ბრძოლის 3 მთავარ ფაქტორზე მიუთითებენ, ესენია:


1. კარგად გამოძინება - სტრესთან გამკლავება არ უჭირს მას, ვინც დროულად წვება დასაძინებალდ. თუ ძილისთვის 6-8 საათს გამოყოფთ, სტრესებს ეფექტურად გაუმკლავდებით.

 

2. ფიზიკური ვარჯიში - ემოციური და ფიზიკური შეგრძნების ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტს.


ყოველდღიურად ნახევარსაათიანი ინტენსიური ფიზიკური აქტივობა საკმარისია იმისთვის, რომ სტრესის დონემ მინიმუმამდე დაიწიოს. ვარჯიშის დროს ენდორფინების (ე.წ. ბედნიერების ჰორმონების) გამოყოფა საუკეთესო იარაღია ნებისმიერ ნერვულ დაძაბულობასთან საბრძოლველად.


3. ხასიათის შეცვლა - რაც უფრო ნაკლებად მომთხოვნი გახდებით საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, მით უფრო ადვილად აიცილებთ თავიდან სტრესებს!


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი