logo_geo
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, ხრაშუნა, მჟავე კიტრის მწნილი...
- +

14 ივლისი. 2017. 02:30



როგორ ავარჩიოთ და დავამზადოთ მჟავე კიტრი, რომ გემრიელი და ამავე დროს ხრაშუნა გამოგვივიდეს, ამისათვის სასურველია კიტრი იყოს მცირე ზომის და დაზიანებების გარეშე. 3 ლიტრიანი მინის ქილისათვის საჭირო ინგრედიენტებია:


1, 5 კგ-2კგ კიტრი. (დამჟავებამდე კარგად გარეცხილი კიტრი უნდა გავაჩეროთ ცივ წყალში 2-3 საათის განმავლობაში, რომ დამჟავების შემდეგ ხრაშუნა გამოვიდეს.)


2-3 ღერი კამა, 4-6 კბილი ნიორი, შავი პერიცა(კაკალი) 10 ცალი.


1-2 ფოთოლი დაფნა, 1 ფოთოლი „ხრენი" (რომელიც საჭიროა კიტრის სიმაგრისათვის) დაჭრილი (გრძლად სტაფილო).


წინასწარ კარგად გარეცხილი და წყალში გაჩერებული კიტრი მოვათავსოთ მინის 3 ლიტრიან ქილაში, ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებთან ერთად(რაც შეიძლება მჭიდროთ). 2ლიტრ წყალს დავუმატებთ 2 ს/კ მარილს და 2 ჩ/კ შაქარს, მივიყვანთ ადუღებამდე.მინის ქილას დავუმატოთ 3 ს/კ ძმარი, მინის ქილას დავასხათ მარინადი დავახუროთ გასტერილებული თავსახური და გავაჩეროთ, როდესაც გაცივდება მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში და გავასტერილოთ 7 წუთის განმავლობაში, როდესაც კიტრი ფერს შეიცვლის, ამოვიღოთ კიტრიანი ქილები და მოვხუფოთ.უკვე გამზადებული, დამჟავებული, კიტრიანი ქილები, უნდა შევინახოთ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი